დეზინფორმაცია საქართველოში: საფრთხე და არა გართობა

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

shutterstock_1384687871
1.5k
VIEWS

პარიკი თუ უპარიკობა, აი ეს არის კითხვა?  დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, ტერმინზე “Fake News” (ყალბი ამბები), ხალხს  დონალდ ტრამპის სახალისო მიმები, მაცდუნებელი, “ქლიქბეით” სათაურები ან გაცხარებული ფეისბუკ დებატები ახსენდება. საკითხის სიღრმისეული კვლევა ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მსოფლიოს სხვა ნაწილებში ზემოთხსენებული ტერმინის მნიშვნელობა უფრო შორს მიდის. ზოგ ქვეყანაში ყალბი ამბები მარტივად გაღიმების საშუალებას სულაც არ იძლევა. ასეთ ადგილებში ყალბი ამბები შეგვიძლია აღვწეროთ და მივიჩნიოთ, როგორც დაგეგმილი და მიზანმიმართული დეზინფორმაციული კამპანია. კაპმანიები, რომლებსაც შეუძლიათ საკმარისი ზიანი მიაყანონ საზოგადოებრივ აზრს, უმცირესობებს და ელექტროსადგურებსაც კი. ერთ-ერთი ასეთი დაზარალებული ქვეყანა საქართველოა. აქ დეზინფორმაცია ქვეყნის საზოგადოებისთვის ჰიბრიდულ საფრთხეს წარმოადგენს.

პრობლემის არსი

“სოციალურ მედიაში, დეზინფორმაციისგან გამოწვეული ყველაზე დიდი პრობლემა მისი ზრდადი ხასიათია,” – ამბობს მარიამ წიწიკაშვილი. წიწიკაშვილი   საქართველოს დედაქალაქ თბილისში მყოფ ბევრ ფაქტ-ჩეკერთაგან ერთ-ერთია. ის და მისი გუნდის წევრები factcheck.ge-იდან დეზინფორმაციის სავარაუდო შემთხვევებს აკვირდებიან და ყალბ ფაქტებს აანალიზებენ. გუნდი ძირითადად ფეისბუკზეა ფოკუსირებული, რადგან იგი საქართველოში ყველაზე პოპულარულ და გამოყენებად სოციალურ ქსელს წარმოადგენს. ვებ-გვერდ gs.statcounter.com-ის 2019 წლის ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში სოციალური ქსელების მომხმარებელთა 81% ფეისბუკს, 3.07% Youtube-ს , 2.71% Twitter-ს  და 2.27% Instagram-ს იყენებს. ორი ონლაინ-პორტალის, statista.com-ისა და napoleoncat.com -ის მონაცემებით, 2019 წლის ივნისში საქართველოში 2 398 000 ფეისბუკ მომხმარებელი ჰყავდა, რაც ქვეყნის მოსახლეობის 62%-ს წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, თანამედროვე ფაქტ-ჩექერების მთავარი მიზანია მოსახლეობას აუწყონ იმის შესახებ, როგორ შეიძლება ინფორაციის განგრძობითი მანიპულაციები ქვეყნის ელექტრონულ სივრცეში.

"

საქართველოში ყალბი ამბები, რეპორტაჟები და  ტყუილები მკითხველთა მცდარი ინფორმირებისა და მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანისთვის იქმნება. მათი ძირითადი სამიზნე დასავლეთი, აშშ, ნატო, ევროკავშირი და ეროვნული იდენტობის საკითხებია. იმ დროს, როცა ფაქტ-ჩექერებსა და ფეისბუკს შორის თანამშრომლობა თითქმის არ არსებობს, ქსელის სისუსტის კომპენსირებისას მთავარ პრობლემად სახელმწიფოს მხრიდან პასიური დამოკიდებულება რჩება. ფაქტ-ჩექერების მოსაზრებით, საქართველო, როგორც სახელმწიფო, საფრთხეებს არასათანადოდ, არასაკმარისად პასუხობს.  “პარლამენტს ნაბიჯები ან საერთოდ არ გადაუდგამს ან თუ გადაუდგამს – ნაკლებად ეფექტიანი” – ამბობს მარიამ წიწიკაშვილი. მიუხედავად ამისა, დეზინფორმაციის გავრცელების სიჩქარე და მოცულობა ნათლად აჩვენებს თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს საკითხი საქართველოს მოქალაქეებისთვის. ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა ნახევარი მიიჩნევს, რომ რუსეთი, საკუთარი ინტერესების გატარების პარალელრად ტყუილებსა და დეზინფორმაციას ავრცელებს. და მაინც, რუსულ მედიაზე მეტად, დეზინფორმაციის წყაროდ ქართულია მედიაა დასახელებული.

NDI-ს 2018 წლის მაისში ჩატარებული საზოგადოებრივი კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობა დეზინფორმაციას საერთო ეროვნულ ტელევიზებს უკავშირებს, რადგან მათი აზრით, ისინი პოლიტიკურად მიკერძოებულ მაუწყებლობას ეწევიან. “ეს, რა თქმა უნდა, გამოწვევაა, თუმცა, მეორე მსხრივ, ქმნის მედია პლურალიზმს” – ამბობს სოფო გელავა, თბილისში მოქმედი მედიის განვითარების ფონდის ონლაინ-პლატფორმა მითების დეტექტორის ფაქტ-ჩექერი. დეზინფორმაციის გავრცელების წარმოჩენა ისე, თითქოს ის რუსული ჰიბრიდული ომის ნაწილი არ იყოს, დიდ გამოწვევას წარმოადგენს. პრო-სახელისუფლებო ფეისბუკ-გვერდებისა და სხვადასხვა ყალბი ანგარიშების საშუალებით, ნამდვილიად დიდი რაოდენობით დეზინფორმაცია, ყალბი ამბავი და მადისკრედიტირებლი პოსტები ვრცელდება. ამის გარდა, რუსეთთან დაკავშირებული ისეთი ქართული მედია საშუალებები ავრცელებენ ყალბ ინფორმაციებს, როგორიცაა: საქართველო და მსოფლიო, ტვ ობიექტივი,  News-front-საქართველო, საქინფორმი და ა.შ.

"

სოფო გელავას განცხადებით, დეზინფორმაცია სოციალურ მედიაში სისტემატური დისკურსის ნაწილია. “ხანდახან მას, შესაძლოა ეკონომიკური მიზნებიც ჰქონდეს” – ამბობს იგი. შესაბამისად, დარეკლამებული ყალბი ამბები ქლიქბეით ვებ-გვერდებით ვრცელდება და მოგვიანებით სხვადასხვა სპამ-ჯგუფში მრავლდება.

გააქარწყლე 

2019 წლის ნოემბერში ერთ-ერთი ყველაზე ბოლო ყალბი ამბავი, რომელსაც სამთავრობო ტროლები და მედია საშუალებები ავრცელებდნენ, საქართველოს პარლამენტის წინ გამართული დემონსტრაციებისა და სამოქალაქო აქტივისტების დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად. ყალბი ამბავის თანახმად, დემონსტრანტებმა სასწრაფო დახმარების მანქანას გზა ჩაუკეტეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი გარდაიცვალა. აღნიშნული ნარატივი სხვა სამთავრობო ტროლებნა და გვერდებმა აიტაცეს, რაც, საბოლოო ჯამში, სოციალურ მედიაში ვირუსულად გავრცელდა.  სოფო გელავა და MDF დაუყოვნებლივ დაუკავშირდნე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს, რომელმაც სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია უარყო. ცენტრმა ადამიანის გარდაცვალების რეალური მიზეზები ახსნა. მათი თქმით, აღნიშნულ შემთხვევას დემონსტრაციასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა.

კიდევ ერთ ყალბ ამბავზე, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, “შეუძლებელია არ გაიცინო” ამბობს მარიამ წიწიკაშვილი. ვებ-გვერდმა “საქართველო და მსოფლიო” გამოაქვეყნა სტატია, სადაც ეწერა, რომ გარკვეული მედიკამენტის მიღების შემთხვევაში შესაძლებელია გახდე გეი. გამოქვეყნებულ მასალაში ბრიტანელი სკოტ პერდი ამბობდა, რომ ტკივილგამაყუჩებელი წამლის, პრეგაბალინის მიღების შემდეგ მან ქალებისადმი ინტერესი დაკარგა და კაცები მოეწონა. სტატიაში ასევე ეწერა, რომ აღნიშნული ცვლილების შედეგად სკოტი თავს ბედნიერად და კომფორტულად გრძნობდა. წიწაკაშვილმა და factcheck.org-მა სტატია გამოაქვეყნეს, სადაც ახსნილია, რომ ადამიანი ტკივილგამაყუჩებლის მიღებით გეი ვერ გახდება და ამის არც არანაირი მეცნიერული მტკიცებულება ან დასტური არ არსებობს. იდენტობასთან დაკავშირებული თემები საქართველოში ძალიან მგრძნობიარეა – იგი საჩუქარს წარმოადგენს იმ ტროლებისა და ულტრამემარჯვენე ძალებისთვის, რომლებიც დეზინფორმაციას ავრცელებენ და ცდილობენ “ყურადღება” გაამახვილონ LGBTQ+ თემის საკითხებზე.

დაე ტყუილს ნათელი თქვენ თვითონ მოჰფინოთ

სოციალურ მედიაში ყალბი ამბების გამოსავლენად ფაქტ-ჩეკერები ღია წყაროებში არსებულ  ინფორმაციის მიღების შესაძლებლობებს და სხვადასხვა გადასამოწმებელ რესურსებს იყენებენ, როგორიცაა:  Google-ის და Yandex-ის სურათები, Google-ის რუკა, Wikimapia, დიდი მონაცემების ბაზები, მაგალითად მსოფლიო ბანკის მონაცემები და CIA-ის ფაქტებისა და სტატისტიკის ცენტრები.

მარიამ წიწიკაშვილისა და სოფო გელავას მსგავსად ფაქტ-ჩეკერების მთავარი ამოცანა ყალბი ინფორმაციის იდენტიფიცირება, დეკონსტრუირება, წყაროების გადამოწმება და საზოგადოებისთვის სიმართლის ახსნაა. გამოცდილების საფუძველზე ფაქტ-ჩეკერები ამბობენ, რომ ყველას, მათ შორის კერძო პირებს, ფაქტების გადამოწმების შესაძლებლობა აქვთ. ბოლოსდაბოლოს, არ არის საჭირო იყო გამოცდილი გამომძიებელი ჟურნალისტი ან დატრენინგებული ფაქტ ჩეკერი იმისათვის, რომ რეალური ფაქტები იპოვოთ,

ფაქტების გადამოწმების პროცესი იმავე უნარებსა და საშუალებებს მოითხოვს, რომლებსაც ადამიანები ყოველდღიურ ცხოვრებაში იყენებენ, როდესაც ინტერნეტს მოიხმარენ. თუმცა, საქართველოში ფაქტ-ჩეკერებმა სხვადასხვა სამიზნე ჯგუფისთვის მედია წიგნიერების პროექტები განავითარეს, იმისათვის რომ, მათ უნარების გაუმჯობესებაში დაეხმარონ. ჩვენი სლოგანია “დაადგინე სიმართლე შენით!”. ეს არის მანტრა, რომელიც ბევრად მეტია, ვიდრე დონალდ ტრამპის ვარცნილობაზე ხუმრობა.


German Press Agency (dpa )-ის DPA, PIQD და GALORE-ის ჟურნალისტი სპეციალურად “მითების დეტექტორისთვის”
სტატია პროექტის #FIGHTFAKE-ის ფარგლებში მომზადდა, რომელსაც MDF-ი მის პარტნიორ ორგანიზაცია Deutsche Gesellschaft e.V.-თან ერთად ახორციელებს

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist