დეზინფორმაცია: დიმიტრი ავალიანის გარდაცვალება კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციას უკავშირდება 

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

122
VIEWS

2 ნოემბერს ფეისბუკ ანგარიშებმა ბოლო ჟამის ქრისტიანები, თეა თევდორე წივწივაძე ჟურნალისტისა და პოლიტიკური მიმომხილველის,  დიმიტრი ავალიანის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გავრცელეს. პოსტის ავტორები ჟურნალისტის გარდაცვალებას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას უკავშირებენ და  იმ პოსტების ფოტოებს აქვეყნებენ, რომლებშიც ავალიანი ვაქცინაციის შესახებ წერს. 

მტკიცება, რომ დიმიტრი ავალიანის გარდაცვალების მიზეზი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გახდა, ყალბია. დიმიტრი ავალიანს 2022 წლის მაისში სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. მისივე ოჯახის წევრის თქმით, გარდაცვალების მიზეზად სწორედ სიმსივნე იქცა. 

ჟურნალისტ დიმიტრი ავალიანის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია 2 ნოემბერს გავრცელდა. ჟურნალისტი 6 აგვისტოს ფეისბუკზე გამოქვეყნებულ პოსტში თავისი დავადების შესახებ წერდა. პოსტში ნათქვამია, რომ 2022 წლის მარტში მას ცხვირიდან სისხლი წამოუვიდა, აპრილში პოლიპის ოპერაცია გაიკეთა, თუმცა ეს პოლიპი არ აღმოჩნდა და 13 მაისს გაირკვა რომ წანაზარდი კარცინომა იყო. ავალიანი პოსტში 2 ივნისში პრაღაში გაკეთებულ ოპერაციაზეც საუბრობდა, რის შემდეგაც მას ბაქტერიული მენინგიტი განუვითარდა და მოტოლის ჰოსპიტალიდან 19 ივლისს გაწერეს.


ინფორმაციის გადასამოწმებლად “მითების დეტექტორი” დიმიტრი ავალიანის ოჯახის წევრსაც დაუკავშირდა, რომელმაც დაგვიდასტურა, რომ ჟურნალისტის გარდაცვალების მიზეზი არა ვაქცინაცია, არამედ სიმსივნე გახდა.

სოციალურ ქსელში სხვადასხვა პირის გარდაცვალების კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრებთან კავშირზე დეზინფორმაცები  “მითების დეტექტორმა” წარსულშიც არაერთხელ გადაამოწმა. ვრცლად იხილეთ მასალები:


“სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზერომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.”  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist