დეზინფორმაცია ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის პედოფილიისა და კანიბალიზმის შესახებ

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

gggggg
275
VIEWS

20 იანვარს, ონლაინ-პორტალმა Info Postalioni გამოაქვეყნა მასალა, სათაურით „სკანდალი! ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი საკუთარ იახტაზე ბავშვებს აუპატიურებდა და გვამებს წყალში ყრიდა“. მასალაში ნათქვამია, თითქოს უილტშირის საგრაფოს პოლიცია დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის, სერ ედუარდ ჰიტის წინააღმდეგ აღძრულ საქმეს იძიებს, რადგან ის სატანისტური ორგიების მოწყობაშია ეჭვმიტანილი, რომლის დროსაც ორგიების წევრები ბავშვებს აუპატიურებდნენ და მათ ხორცს ჭამდნენ. სტატიაში,  რომლის ერთ-ერთი პირველწყარო ტაბლოიდური გამოცემა  Daily Mirror-ია, ნათქვამია რომ  ყოფილი პრემიერ-მინისტრი მცირეწლოვან ობლებზე ძალადობდა და მათ ოკულტურ რიტუალებში იყენებდა.

Info Postalioni -ს მასალას მკითხველთა გამოხმაურება მოჰყვა, რომელთა ნაწილი პორტალს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს, ნაწილი კი ანტიდასავალურ განწყობებს გამოხატავს.

"

Info Postalioni-ს მასალა დეზინფორმაციაა და მასში დაუდასტურებელი ფაქტებია მოყვანილი. ბრიტანეთის პოლიცია პრემიერ-მინისტრ, სერ ედვარდ ჰიტის წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდებების საფუძველზე გამოძიებას „ოპერაცია კონიფერი“ 2015-2017 წლებში აწარმოებდა. გამოძიების შემაჯამებელ დასკვნაში ნათქვამია, რომ ედვარდ ჰიტის ბრალეულობის დადგენა არსებული მტკიცებულებებისა და მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე შეუძლებელია, ხოლო სპეკულაცია მის შესაძლო ბრალეულობაზე, უადგილო. ამასთან, Info Postalioni-ს სტატიაში  მითითებული არაა, რომ აღნიშნულ საკითხზე გამოძიება 2017 წელს დასრულდა, რასაც მკითხველი შეცდომაში შეჰყავს.

რეალური ფაქტები: ოპერაცია „კონიფერი“

სერ ედვარდ ჰიტი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტს 1970-1974 წლებში  იკავებდა და 2005 წელს გარდაიცვალა. 2015 წელს, მის წინააღმდეგ ბავშვთა მიმართ ძალადობის შესახებ გამოთქმული ბრალდებების საფუძველზე ბრიტანეთის პოლიციამ ფართომასშტაბიანი გამოძიება „ოპერაცია კონიფერი“ (Operation Conifer) წამოიწყო. 2017 წლის 5 ოქტომბერს გამოქვეყნებული  შემაჯამებელი ანგარიშის მიხედვით:

  • 2 წლის მანძილზე გამოძიებამ 40 ინდივიდისგან სერ ედუარდ ჰიტის წინააღმდეგ 42 შეტყობინება მიიღო, რომლებიც მოიცავდა 1956 – 1992 პერიოდში ბავშვთა და სრულწლოვანთა მიმართ განხორციელებული სექსუალური და ფიზიკური ძალადობის შესაძლო შემთხვევებს. გამოძიების მიზანს ფაქტების ობიექტური მოძიება და მტკიცებულებების გადამოწმება წარმოადგენდა. მიღებულ 42 შეტყობინებაზე ყოფილი პრემიერ მინისტრის შესაძლო ბრალეულობის დადგენის მიზნით შესაბამისი გამოძიება განხორციელდა.

არსებული მტკიცებულებებისა და ინფორმაციის საფუძველზე გამოძიებამ დაასკვნა, რომ:

  • იმ შემთხვევაში, თუ სერ ედვარდ ჰიტი გამოძიების დასასრულის პერიოდისთვის იქნებოდა ცოცხალი, იგი  7 შემთხვევის შესახებ დაიკითხებოდა, რათა მისი ჩვენების საფუძველზე მომხდარიყო მის წინააღმდეგ მიმართული ბრალდებების შემოწმება. ამასთან, გამოძიების დასკვნაში მკაფიოდაა განმარტებული,  რომ დაკითხვის გადაწყვეტილება  არ ნიშნავს სერ ედუარდ ჰიტის ბრალეულობის დადასტურებას.  მისი ჩვენება ისეთივე მნიშვნელობის მატარებელი იქნებოდა გამოძიების შემდგომი ეტაპის წარმოების პროცესისთვის, როგორც სხვა ინდივიდების  ჩვენებები.
  • 19 ინდივიდუალური შეტყობინების შემთხვევაში, რომელიც არ უკავშირდებოდა ედვარდ ჰიტის პრემიერ-მინისტრად ყოფნის პერიოდს, 3-მა მომჩივანმა განაცხადა, რომ  სერ ედუარდ ჰიტი მოძალადედ შეცდომით დაასახელეს.
  • „ოპერაცია კონიფერი“-ს მიმდინარეობისას ბავშვთა მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით დაკავებულ იქნა 3 ადამიანი.  მოგვიანებით, 2 ბრალის გარეშე იქნა განთავისუფლებული. სამივე შემთხვევაში, ბრალდებები ედვარდ ჰიტთან პირდაპირ არ იყო დაკავშირებული. დასკვნაში მითითებულია, რომ გამოძიება არ ადგენს, არის თუ არა ედუარდ ჰიტი დამნაშავე, ან იქნებოდა თუ არა – ცოცხალი რომ იყოს. ამასთან, აღნიშნულია რომ სპეკულაცია თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო ედუარდ ჰიტის პასუხი მის წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებებზე – უადგილოა.

უსაფუძვლო ბრალდებები სატანისტურ ორგიებში ბავშვების გამოყენების შესახებ

2016 წლის 27 ნოემბერს, კრიმინალისტმა რეიჩელ ჰოსკინსმა, რომელიც „ოპერაცია კონიფერი“-ს ფარგლებში მიმდინარე გამოძიებაში დამოუკიდებელ ექსპერტი იყო, განაცხადა, რომ სერ ედვარდ ჰიტის წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდებები ბავშვთა მიმართ ძალადობის შესახებ სატანურ რიტუალებში გამოყენების მიზნით, „ფანტასტიკის“ სფეროს მიეკუთვნება.

ჰოსკინსის განმარტებით, ბრალდება დაფუძნებული იყო 2 მოწმის დაუდასტურებელ ჩვენებებზე, რომლებიც ფსიქოთერაპევტის სეანსის გავლენის ქვეშ იმყოფებოდნენ. ფსიქოთერაპევტი „მოგონებების აღდგენის“ სპეციალისტია და როგორც კრიმინალისტი აღნიშნავს, ჩვენების მიცემისას მინიმუმ 1 მოწმე, ფსიქოთერაპევტის ჰიპნოზის გავლენის ქვეშ იმყოფებოდა.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: დიდი ბრიტანეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist