დეზინფორმაცია: აშშ-ში ადამიანის და შიმპანზეს შესაჯვარებლად ცდებს ატარებენ

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

2222
509
VIEWS

2016 წლის 17 აგვისტოს “საქართველო და მსოფლიო”- ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა სტატია “მკრეხელური ექსპერიმენტები _ ბრიტანეთსა და აშშ-ში ადამიანებს ცხოველებთან აჯვარებენ”, სადაც ნათქვამია:

“ზოგიერთი სპეციალისტი ვარაუდობს, რომ აშშ-ში, იენის უნივერსიტეტში ერთ-ერთმა კომპანიამ ჩაატარა (და, შესაძლოა, დღესაც ატარებს) ცდებს “ჰუმანზეს”გამოსაყვანად _ ეს არის ადამიანისა და შიმპანზეს შეჯვარების შედეგად მიღებული ქიმერა. ადამიანისა და ცხოველების შეჯვარების შედეგად ვარაუდობენ ისეთი გამძლე, ამტანი და, ამასთანავე, “საკმაოდ მორჩილი” ადამიანი-მაიმუნების შექმნას,რომლებსაც მძიმე სამუშაოების შესასრულებლად გამოიყენებენ,მაგალითად, შახტებში და რკინიგზის მშენებლობისას… ღმერთის ქმნილებაზე მკრეხელური ცდების ჩატარებამ, მით უფრო, ადამიანისგან სხვადასხვა ურჩხულის შექმნამ, შეიძლება არა მხოლოდ შემთხვევითი და უკონტროლო შედეგი გამოიღოს, არამედ ეს არის ღმერთის მიერ შექმნილ სამყაროსა და ადამიანზე თავდასხმა”.

ადამიანის და მაიმუნის ჰიბრიდი

ადამიანისა და ადამიანის მსგავსი მაიმუნის (Ape) ჰიბრიდის ხელოვნური განაყოფიერებით შექმნის პირველი მცდელობა ეკუთვნის რუს მეცნიერს ილია ივანოვს. 1920-იან წლებში, სსრკ-ს დაფინანსებით, ივანოვი დასავლეთ აფრიკაში, კერძოდ გვინეაში გაემგზავრა. იქ ივანოვმა ხელოვნური განაყოფიერების სამი ცდა ჩაატარა, რომლებშიც ადამიანის სპერმით დედალი შიმპანზეების განაყოფიერებას ცდილობდა. წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, ივანოვმა გადაწყვიტა, რომ ამჯერად მამალი მაიმუნის სპერმით ქალის განაყოფიერება ეცადა. ამ მიზნით, ივანოვი საბჭოთა კავშირში დაბრუნდა და თან რამდენიმე მაიმუნი ჩამოიყვანა. შავი ზღვის სანაპიროზე, სოხუმთან ივანოვმა პრიმატების ცენტრი დააარსა, თუმცა კლიმატური პირობებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მხოლოდ ერთი ორანგუტანგი, ტარზანი გადარჩა. ივანოვის გეგმის მიხედვით, ხუთი ქალის ხელოვნურად განაყოფიერების შემდეგ, მათ ივანოვის ინსტიტუტში ერთი წლის განმავლობაში გინეკოლოგებთან ერთად უნდა ეცხოვრათ. 1929 წელს ამ ექსპერიმენტს ანონიმურად ერთი ქალი დათანხმდა, თუმცა ექსპერიმენტი არ ჩატარდა ბოლო ორანგუტანგის გარდაცვალების გამო. ივანოვმა დამატებით 5 ადამიანის მსგავსი მაიმუნი შეუკვეთა, თუმცა 1930 წელს, მაიმუნების ჩამოსვლის დროს, ივანოვი საბოტაჟსა და სხვა პოლიტიკურ დარღვევებში დაადანაშაულეს და ყაზახეთში გადაასახლეს. მას ადამიანისა და მაიმუნის ჰიბრიდის შექმნის ექსპერიმენტები აღარ გაუგრძელებლია და გადასახლებიდან 2 წელიწადში გარდაიცვალა.

1960-იანი წლებიდან ჰუმანზის (ადამიანისა და შიმპანზეს ჰიბრიდი) არსებობის შესახებ თეორიის ახალი ტალღა დაიწყო. ეს ტალღა უკავშირდება შიმპანზე ოლივერის გამოჩენას, რომელსაც ადამიანივით ორ ფეხზე სიარული შეეძლო. ევოლუციონისტთა გარკვეული ნაწილის აზრით, ოლივერი ადამიანისა და შიმპანზეს ჰიბრიდი იყო. მათივე აზრით, მას მხოლოდ 47 ქრომოსომა ჰქონდა, ადამიანის 46 ან შიმპანზეს 48 ქრომოსომის ნაცვლად. თუმცა ნამდვილმა მეცნიერებამ დაადასტურა, რომ ოლივერი იყო შიმპანზე, 48 ქრომოსომით, მისი უცნაური ქცევის მიუხედავად.

ადამიანისა და მაიმუნის შეჯვარების თეორიული შესაძლებლობა

ადამიანებისა და ადამიანის მსგავსი მაიმუნების დნმ-ის მიმდევრობის 98 %-იანმა მსგავსებამ გამოიწვია სპეკულაციები იმის შესახებ, რომ მათი შეჯვარება შესაძლებელია. ადამიანი ეკუთვნის პრიმატების ბიოლოგიურ ჯგუფს და კლასიფიცირდება ადამიანის მსგავს მაიმუნებთან ერთად, რომელიც პრიმატთა ევოლუციურ ხეზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჯგუფია. ანატომიური მსგავსებების გარდა დნმ-ში მსგავსება ამტკიცებს, რომ ჩვენი ყველაზე ახლო ცოცხალი ბიოლოგიური ნათესავი შიმპანზე და ბონობოა. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანი რომელიმე კონკრეტული პრიმატისგან წარმოიქმნა. ბოლო უნივერსალური საერთო წინაპრის (LUCA) თეორიის მიხედვით, ადამიანი და ადამიანის მსგავსი მაიმუნები საერთო წინაპრიდან დაახლოებით 6-8 მილიონი წლის წინ დამოუკიდებელ სახეობებად ჩამოყალიბდნენ.

ლაბორატორიულ პირობებში ადამიანისა და ადამიანის მსგავსი მაიმუნის ჰიბრიდული ემბრიონის შექმნა თეორიულად შესაძლებელია, თუმცა არ არსებობს მტკიცებულება, თუ რამდენად სიცოცხლისუნარიანი ან ფერტილური იქნება ასეთი ნაყოფი. თუ დავუშვებთ, რომ ბუნებრივ პირობებში ადამიანს და მაიმუნს შთამომავლის შექმნა შეუძლიათ, ხოლო ის ნაყოფიერი იქნება, გამოდის, რომ ადამიანი და მაიმუნი ერთი და იგივე სახეობა ყოფილან. აქედან გამომდინარე, შეთქმულების თეორია ადამიანი-მაიმუნების შექმნისა და ადამიანის გადაშენების შესახებ, არამეცნიერულია.

წყარო: მოკვლევისას დადგინდა, რომ “საქართველო და მსოფლიო”-ს ვებ-გვერდზე განთავსებული მასალა ეკუთვნის რუს მწერალს, ვალერი ფილიმინოვს, ხოლო სტატია იდენტური სათაურითა (Богомерзкие эксперименты. В Британии и США будут скрещивать человека с животными) და მთავარი ფოტოთი პირველად გამოქვეყნდა ვებ-გვერდზე Москва-Третий Рим. 

1

სტატიაში გამოყენებული ფოტო, რომელზეც ადამიანისა და ცხოველის ჰიბრიდია გამოსახული, არის “ვარსკვლავური ომების” პროდიუსერის ახალი სამეცნიერო ფანტასტიკური დრამის “The Chimeran” პოსტერიდან.

ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

წყარო

საქა
საქართველო და მსოფლიო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist