დეზინფორმაცია: ახალი კანონით ჰოლანდიაში ჰომოსექსუალს 12 წლის მოზარდთან სექსუალური კავშირის დამყარება შეუძლია

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

506
VIEWS

2017 წლის 13-19 ნოემბერს გაზეთმა “ასავალ-დასავალმა” მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის დირექტორის პეტრე მამრაძის კომენტარი გამოაქვეყნა, სადაც ის ამტკიცებს, თითქოს ჰოლანდიის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც, ჰომოსექსუალს მოზარდის თანხმობის შემთხვევაში 12 წლის მოზარდთან სექსუალური კავშირის დამყარება შეუძლია.

პეტრე მამრაძე: „ჰოლანდიის პარლამენტმა მიიღო ამაზრზენი კანონი – ჰომოსექსუალს უფლება აქვს, ჰომოსექსუალური კავშირი დაამყაროს 12 წლის მოზარდთან, თუ მოზარდის თანხმობა მოიპოვა!”

მამრაძის განცხადება დეზინფორმაციაა, რადგან ჰოლანდიაში მსგავსი კანონი არ არსებობს, რაც “მითების დეტექტორს” ჰოლანდიის პარლამენტმაც დაუდასტურა. საკანონმდებლო ორგანოს კომუნიკაციის დეპარტამენტის წერილობით პასუხში აღნიშნულია, რომ „ნიდერლანდებში მსგავსი არც კანონი არსებობს და არც კანონპროექტი და მისი განხილვაც ნიდერლანდების პარლამენტის მიერ არ მომხდარა.“

"

აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებებსა და იდენტობასთან დაკავშირებული საკითხები პროპაგანდისტული ძალების მხრიდან ერთ-ერთი მთავარი გზავნილია. მედიის განვითარების ფონდის კვლევის თანახმად, დომინირებს პოზიცია, თითქოს ევროკავშირი თავს გვახვევს ჰომოსექსუალობას, ინცესტს და გარყვნილი ცხოვრების წესს.


მითების დეტექტორის ლაბორატორია

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ნიდერლანდები
წყარო
ასევე დაგაინტერესებს

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist