“დესტრუქციული ძალების დივერსიიდან” 5G-მდე – რა კონსპირაციები ვრცელდება ტყის ხანძრებთან დაკავშირებით?

კითხვის დრო: 6 წუთი

კითხვის დრო: 6 წუთი

276
VIEWS

უკანასკნელ პერიოდში საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ხანძრის რამდენიმე კერა გაჩნდა, მათგან ყველაზე მასშტაბური კი ბორჯომის მუნიციპალიტეტში გაჩენილი ხანძარი აღმოჩნდა, რომლის ჩაქრობასაც 19 აგვისტოდან ცდილობენ. ხანძრებთან დაკავშირებით ვრცელდებოდა სპეკულაციებიც, მაგალითად, სახელისუფლებო და “კონსერვატიულ მოძრაობასთან” დაკავშირებულმა აქტორებმა ორი ძირითადი ნარატივი განავითარეს:

  • ხანძრების გაჩენაში “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” ფული გადაიხადა
  • რადგან დასავლეთმა ომში ვერ ჩაგვრთო, ქვეყანა ცეცხლში გახვიეს

გარდა ამისა, სოციალურ ქსელში თანდართული ვიზუალით სხვადასხვა მტკიცებაც გავრცელდა. 29 აგვისტოს ფეისბუქ-პროფილმა Lasha Modebadze ჯგუფში STOP 5G GEORGIA!!! გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც წერს, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში გაჩენილი ხანძრები 5G-სთანაა დაკავშირებული, რადგან მცენარეებში არსებული წყალი და მაღალი ხეები 5G-ის ტალღების გავრცელებას ხელს უშლის და გლობალისტები წინასწარ განსაზღვრულ ფართობებს წვავენ.

იდენტური ტექსტით გამოქვეყნებული პოსტებიდან (1, 2) ერთ-ერთს თან ვიდეო ახლავს, მასში ჩანს დრონი, რომელიც ცეცხლს აფრქვევს. ხანძრები ცეცხლისმფრქვეველ დრონებს სხვა პროფილებმაც დაუკავშირეს (1, 2, 3).

Screenshot 6 10 “დესტრუქციული ძალების დივერსიიდან” 5G-მდე - რა კონსპირაციები ვრცელდება ტყის ხანძრებთან დაკავშირებით?

ზოგიერთმა ფეისბუქ-ანგარიშმა ასევე (1, 2, 3) გამოთქვა ვარაუდი, რომ ხანძრები განზრაც არის გაჩენილი, რადგან, მათი თქმით, ხანძრების დასრულების დრო წინასწარ ცნობილია. ამის მტკიცებულებად, პოსტის ავტორებს “რუსთავი 2-ზე” გასული სიუჟეტი მოჰყავღთ, სადაც, ითქვა, რომ ევროპაში ხანძრები ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდება.

Screenshot 7 9 “დესტრუქციული ძალების დივერსიიდან” 5G-მდე - რა კონსპირაციები ვრცელდება ტყის ხანძრებთან დაკავშირებით?

ასევე აღსანიშნავია, რომ 25 აგვისტოდან სოციალურ ქსელში (1, 2, 3, 4, 5, 6, 7)  აქტიურად ვრცელდება ფოტო, რომელზეც ტყის ხანძარი და მდინარესთან ირმები ჩანან, პოსტების ავტორების მტკიცებით, ფოტო ბორჯომშია გადაღებული.

Screenshot 8 9 “დესტრუქციული ძალების დივერსიიდან” 5G-მდე - რა კონსპირაციები ვრცელდება ტყის ხანძრებთან დაკავშირებით?

გავრცელებული პოსტები კონსპირაციულ თეორიებს და ვიზუალურ მანიპულაციებს შეიცავს, რეალურად: 

  1. ხანძრების გაჩენა 5G-ს არ უკავშირდება, ხეების გარდა, 5G სიგნალს სხვა ფაქტორებიც უშლის ხელს და ამ პრობლემის მოგვარება გადამცემი ანძების სწორი კონფიგურაციით შესაძლებელია; 2. ცეცხლისმფრქვეველი დრონები ელექტროგადამცემი ხაზებიდან ნაგვის ნარჩენების, მათ შორის ძველი ქსოვილების ჩამოსაგდებად გამოიყენება; 3. სეზონურ ხანძრებს წლებია სექტემბრის ბოლოს შესუსტების ტენდენცია ახასიათებს, შესაბამისად მტკიცება, თითქოს ხაძრებს განზრახ აჩენენ და მათი დასრულების თარიღიც იციან, ასევე კონსპირაციულია. 4. ირმების ფოტო არა ბორჯომში, არამედ ამერიკაში, მონტანას შტატში 2000 წელსაა გადაღებული.

ვინ უკავშირებს ხანძრებს დასავლეთსა და “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”?

29 აგვისტოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ გამორიცხული არაა, ქვეყნის მასშტაბით გაჩენილი ხანძრები ქვეყნის შიგნით არსებული “დესტრუქციული ძალების დივერსია” იყოს.

მანამდე სახელისუფლებო ექსპერტმა დავით ქართველიშვილმა 23 და 25 აგვისტოს გამოქვეყნებულ პოსტებში ხანძრები “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” დაუკავშირა. მისი თქმით, მათ ხანძრების გაჩენაში ფული გადაიხადეს.

Screenshot 9 7 “დესტრუქციული ძალების დივერსიიდან” 5G-მდე - რა კონსპირაციები ვრცელდება ტყის ხანძრებთან დაკავშირებით?

ხანძრებს ნაციონალურ მოძრაობას უკავშირებს ფეისბუქ-მომხმარებელი Levani Grigalashvili, რომელიც ხშირად ამერიკის ელჩისა და ზოგადად ამერიკის წინააღმდეგ, ასევე ანტილიბერალურ განწყობებს გამოხატავს და ირაკლი ღარიბაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერია.

Screenshot 10 6 “დესტრუქციული ძალების დივერსიიდან” 5G-მდე - რა კონსპირაციები ვრცელდება ტყის ხანძრებთან დაკავშირებით?

ხანძრების დასავლურ ძალებთან კავშირს არ გამორიცხავს “კონსერვატიული მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი შოთა მარტინენკო. როგორც მან “ალტინფოს” გადაცემა “დღის კომენტარში” განაცხადა იმის გამო, რომ ქვეყანას ხანძრებთან გამკლავება უჭირს, შეიძლება “კერები გააჩინონ და სისტემის პარალიზება გამოიწვიონ”.

შოთა მარტინენკო: “ცხადია, ვიღაცას პირდაპირ და დარწმუნებით ხელს ვერ დაადებ, მაგრამ ლოგიკა იმისა, რომ ამ გზით მოემზადონ და შემდეგ ამას მოყვეს პოლიტიკური მიმართულებით გამწვავებები, მასეთი ვარაუდი ლოგიკურია… ჩემი აზრით, დასავლური ძალები, რომლებსაც საერთოდ არ აინტერესებთ, საქართველოს ბუნებას რა მოუვა, თავისუფლად არიან მაგაზე წამსვლელები”.

“უფლებადამცველთა გაერთიანების” თავმჯდომარე და საინფორმაციო სააგენტო “ტაონიუსის” დირექტორმა ნიკოლოზ მჟავანაძემ ამ თემაზე არაერთი პოსტი (1, 2, 3) გამოაქვეყნა და ხანძრები საქართველოს “სტრატეგიულ პარტნიორებს” დაუკავშირა. მჟავანაძის თქმით, რადგან ომში ვერ ჩაგვრთეს, ახლა ცეცხლში ხვევენ ქვეყანას. მისი ეს განცხადება taonews.ge-ზეც გამოქვეყნდა.

Screenshot 11 7 “დესტრუქციული ძალების დივერსიიდან” 5G-მდე - რა კონსპირაციები ვრცელდება ტყის ხანძრებთან დაკავშირებით?

იმავე შინაარსის პოსტი “კონსერვატიული მოძრაობის მხარდამჭერმაც გამოაქვეყნა.

Screenshot 12 6 “დესტრუქციული ძალების დივერსიიდან” 5G-მდე - რა კონსპირაციები ვრცელდება ტყის ხანძრებთან დაკავშირებით?

აღსანიშნავია, რომ ზაფხულის პერიოდში ტყის ხანძრები საქართველოსთვის უჩვეულო არ არის და არ არსებობს მტკიცებულება, რომ ის დივერსიას უკავშირდება. ტყის ხანძრების სეზონია ევროპაშიც, სადაც 14 აგვისტოს მონაცემებით, იანვრიდან მოყოლებული უკვე 660 000 ჰექტარია დამწვარი, განსაკუთრებით მძიმე ხანძრები ესპანეთში, პორტუგალიაში და საფრანგეთში გაჩნდა. როგორ BBC წერს, დასავლეთ ევროპის დიდი ნაწილი რეკორდულმა სიცხემ დააზარალა, რაც ხანძრის რისკს არსებითად ზრდის, რადგან ხანძრისთვის სამი ძირითადი ხელშემწყობი მაღალი ტემპერატურა, ძლიერი ქარი და სიმშრალეა. მეცნიერები ამინდის ცვლილებას და განსაკუთრებით მაღალ ტემპერატურას კლიმატის ცვლილებას უკავშირებენ.

სეზონური ხანძრები რამდენიმე ათეული წელია ტენდენციურად ოქტომბრამდე გრძელდება

ერთ-ერთი კონსპირაციული მტკიცების მიხედვით, იმის პროგნოზირება, რომ ხანძრები ოქტომბრამდე გაგრძელდება, პროცესის წინასწარ დაგეგმვასა და ხანძრების ხელოვნურად გაჩენაზე მიანიშნებს. რეალურად, ასეთი პროგნოზის გაკეთება ევროპაში სეზონური ხანძრების წინა წლების სტატისტიკასა და ტენდენციებზე დაკვირვებით მარტივად შეიძლება.

ევროკავშირის კლიმატზე დაკვირვების პროგრამის, კოპერნიკუსის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში ხანძრების სეზონი (წლის ის პერიოდი, როცა ხანძრების 80% ხდება) ჩვეულებრივ ივნისში იწყება და სექტემბერში მთავრდება. ხმელთაშუა ზღვის რეგიონი ამ პერიოდში უნალექოა და მუდმივი სიცხის პირობებში, საშუალო ტემპერატურის მცირე მატებამაც კი შეიძლება წვისადმი მიდრეკილი ტერიტორიების ფართობების მნიშვნელოვანი ზრდა გამოიწვიოს.

2021 წლის სტატისტიკის მიხედვით, ევროპაში ყველაზე მეტი ტერიტორია აგვისტოს შუა რიცხვებში დაიწვა, ეს მაჩვენებელი აგვისტოს ბოლო საგრძნობლად შემცირდა, 3-10 სექტემბრის ისევ გაიზარდა და სექტემბრის ბოლოდან დეკემბრამდე დასტაბილურდა და მნიშვნელოვნად აღარ მოუმატია.

Screenshot 13 7 “დესტრუქციული ძალების დივერსიიდან” 5G-მდე - რა კონსპირაციები ვრცელდება ტყის ხანძრებთან დაკავშირებით?

მსგავს ტენდენციას აჩვენებს ევროპული კომისიის მიერ 2018, 2019 და 2020 წლებში მომზადებული ტექნიკური ანგარიში “ტყის ხანძრები ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში”.

ტენდენციურად შედარებით ძველი სტატისტიკაც არაა მნიშვნელოვნად განსხვავებული, ტყის ხანძრების ევროპული საინფორმაციო სისტემის (EFFIS) 1985-2009 წლების ყოვლისმომცველი მონიტორინგის მონაცემების მიხედვით, სეზონური ხანძრების რაოდენობა სწორედ სექტემბრიდან იკლებს, ხოლო ოქტომბრის თვიდან სტაბილურდება და დაახლობით გაზაფხულის ტენდენციას უბრუნდება.

Screenshot 17 9 “დესტრუქციული ძალების დივერსიიდან” 5G-მდე - რა კონსპირაციები ვრცელდება ტყის ხანძრებთან დაკავშირებით?

ცეცხლისმფრქვეველ დრონებს ელექტროგადამცემი ხაზებიდან ნაგვის ნარჩენების მოსაშორებლად იყენებენ

სოციალურ ქსელში ასევე ვრცელდებოდა რამდენიმე ვიდეო და ფოტომანიპულაცია, სადაც ცეცხლისმფრქვეველი დრონები ჩანს. რეალურად, დრონები, რომლებიც ცეცხლის ალს აფრქვევენ, ნამდვილად არსებობს, თუმცა კონსპირაციაა, თითქოს მათ ხანძრების გასაჩენად იყენებენ. დრონები, რომლებიც ცეცხლის ალს აფრქვევენ, ჩინეთში, ქალაქ სიანგიანგში ელექტროენერგიის მიმოწდებელმა კომპანიამ ელექტროგადამცემი ხაზებიდან ნაგვის ნარჩენების ჩამოსაგდებად ჯერ კიდევ 2017 წელს გამოიყენა. ინტერნეტსივრცეში გავრცელებული ვიდეოებიდან ჩანს, რომ მას ასევე კრაზანების ბუდის ჩამოსაშლელადაც იყენებენ.

Screenshot 18 6 “დესტრუქციული ძალების დივერსიიდან” 5G-მდე - რა კონსპირაციები ვრცელდება ტყის ხანძრებთან დაკავშირებით?

გარდა ამისა, არსებობს დრონების ახალი ე.წ დრაკონის კვერცხების (Dragon Eggs) ტექნოლოგია, რომელიც არა ხანძრის გასაჩენად, არამედ პირიქით – მასობრივი ტყის ხანძრების ჩაქრობის პროცესში გამოიყენება. დრონი ხანძრის ტერიტორიაზე აალებად პინგ-პონგის ზომის ბურთებს ყრის, რომლებსაც მიწაზე შეხებისთანავე ცეცხლი ეკიდება. რაც შეეხება ამ სისტემის მუშაობის სპეციფიკას, ის მეხანძრეებს ერთგვარი უკუცეცხლის გაჩენაში ეხმარება, ხოლო როცა ხანძარი ამ უკუცეცხლის კერებს მიაღწევს, მას იმ ტერიტორიაზე დასაწვავი აღარაფერი რჩება და ეს ძალას ართმევს, შემდეგ კი მისი ჩაქრობა გაცილებით მარტივია.

Screenshot 19 6 “დესტრუქციული ძალების დივერსიიდან” 5G-მდე - რა კონსპირაციები ვრცელდება ტყის ხანძრებთან დაკავშირებით?

ტყეებში კონტროლირებადი დაწვის ოპერაციების თემით მანიპულირება სიახლე არაა. კონსპიროლოგები ამ ოპერაციის ამსახველ კადრებს იმის დასამტკიცებლად ავრცელებენ, თითქოს ტყეებში ხანძრებს განზრახ აჩენენ. ამ ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:

ხანძრებთან დაკავშირებული კონსპირაციები სიახლე არაა და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში დიდი ხანძრების გაჩენის დროს აქტიურდება მტკიცება, რომ ისინი განზრახ გააჩინეს, რისი საბოლოო მიზანიც ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარებაა. მაგალითად, 2017 წლის კალიფორნიის ხანძრებთან დაკავშირებით აქტიურად ვრცელდებოდა კონსპირაცია, თითქოს ის მთავრობამ განზრახ – ლაზერით გააჩინა, რათა ადამიანების გადაბარგება მომხდარიყო. ამ თემაზე ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:

5G სიგნალის გავრცელებას ხელს არა მხოლოდ ხეები, არამედ შენობები და მინებიც კი უშლის

სტანდარტებისა და ტექნოლოგიების ეროვნულმა ინსტიტუტმა (NIST) გამოიკვლია, რომ ხეებს 5G-ის მილიმეტრიანი ტალღების სიგნალის გავრცელებაზე გავლენა ნამდვილად აქვთ და ისინი სიგნალის მიღებას დაახლოებით 35.3 დეციბელით ამცირებენ, თუმცა, გადამცემი ანძების კონფიგურაცია ისე შეიძლება დარეგულირდეს, რომ ხეები პრობლემა აღარ იყოს, მაგალითად უფრო მძლავრი ან მეტი რაოდენობის ანძები განთავსდეს, რათა გადატვირთულ ადგილებში სიგნალის გავრცელება არ შეიზღუდოს. ამასთან დაკავშირებით NIST-ის უკაბელო ქსელების განყოფილების ხელმძღვანელმა ნადა გოლმიმ აღნიშნა, რომ ხეების სიგნალზე გავლენა იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად ახლოს იქნებიან ისინი კონკრეტულ ადგილზე განთავსებულ 5G მოწყობილობებთან. გოლმიმ ასევე განმარტა, რომ ხეების გავლენა განსხვავებულია სახეობისა და სეზონის მიხედვით, მაგალითად, ზაფხულში, როცა ხეები ყვავის, გავლენა მეტია, ვიდრე ზამთარში, როცა ხეებიდან ფოთლები ჩამოცვენილია. მარადმწვანე ხეები 5G-მეგობრულია და სიგნალის გავრცელებისთვის ოპტიმალურია.

ასევე, აღსანიშნავია, რომ 5G სიგნალის სიძლიერეზე  გავლენას მხოლოდ ხეები არ ახდენს, NIST-ის კვლევის მიხედვით, სიგნალის გავრცელებას ხელი შენობებმა, ავტომობილებმა და მინებმაც კი შეიძლება შეუშალოს. მაგალითად, ხის კარი, თაბაშირ-მუყაოს კედელი და შიდა მინა სიგნალის შეღწევადობას 25.4-დან 40.5 დეციბელამდე ამცირებს, ხოლო გარე სამშენებლო მასალების შემთხვევაში ეს რიცხვი 31.1-დან 66.5 დეციბელამდე მერყეობს.

Screenshot 20 5 “დესტრუქციული ძალების დივერსიიდან” 5G-მდე - რა კონსპირაციები ვრცელდება ტყის ხანძრებთან დაკავშირებით?

ფოტო არა ბორჯომში, არამედ მონტანას შტატშია გადაღებული

ფოტო, რომელზეც ტყეში გაჩენილი ხანძარი და ირმები ჩანან, ბორჯომში გადაღებული არ არის. რეალურად, ფოტო 2000 წლის აგვისტოშია გადაღებული და ამერიკაში, მონტანას შტატში გაჩენილ ხანძარს ასახავს. ფოტო ინტერნეტსივრცეში საკმაოდ ფართოდაა გავრცელებული და წლებია მას ხანძრებთან დაკავშირებულ სტატიებში ვიზუალისთვის იყენებენ. 

Screenshot 21 5 “დესტრუქციული ძალების დივერსიიდან” 5G-მდე - რა კონსპირაციები ვრცელდება ტყის ხანძრებთან დაკავშირებით?


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

წყარო

წყარო

მჯ
მჟავანაძე ნიკოლოზ

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist