Demagog: ვარშავაში ბანერებზე პოლონელი გენერლის ფოტოები პროგრამულადაა ჩასმული

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

186
VIEWS

5 მაისს კრემლისტურმა მედიამ mk.ru გამოაქვეყნა ინფორმაცია,რომ ვარშავაში საზოგადოებრივი ტრანსპორტიდან უკრაინის დროშების მოხსნის შემდეგ, ქუჩებში პოლონელი გენერლის- იაროსლავ მიკის პოსტერები ჩამოკიდეს. სტატიას თან ახლავს ტელეგრამ-არხის Голос Мордора-ის მიერ გავრცელებული ფოტოები, რომლებზეც  გამოსახულია პოლონელი გენერალი იაროსლავ მიკა ციტატით: „დროა გავიხსენოთ ისტორია“. 

იდენტური ფოტოები infoanalytical.ge-ის ფეისბუკ-გვერდზეც გავრცელდა. 

 პოლონელი გენერლის – იაროსლავ მიკის ფოტოები, რომლებიც თითქოს უკრაინის დროშების ნაცვლად დაკიდეს, ფოტომონტაჟია. 

ინფორმაცია, თითქოს ვარშავის ავტობუსის გაჩერებებზე უკრიანის დროშები ჩამოხსნეს და მათ ნაცლად პოლონეთის გენერალის – იაროსლავ მიკის ბანერები დაკიდეს ყალბია. ინფორმაცია პოლონეთის ფაქტების გადამოწმების პლატფორმა დემაგოგმა გადაამოწმა. დემაგოგის ანალიტიკოსი იმ ადგილებში იმყოფებოდა, სადაც ეს ბანერები იყო ჩამოკიდებული და აღმოჩნდა, რომ გავრცელებული ფოტოები პროგრამულადაა დამუშავებული. 

გარდა ამისა, ფაქტების გადამამოწმებელი პლატფორმა-დემაგოგი პოლონეთის შეიარაღებული ძალების გენერალურ სარდლობას დაუკავშირდა. Მათ უარყვეს ინფორმაცია, თითქოს ბილბორდებზე გენერალ იაროსლავ მიკის ფოტოების გამოყენება იგეგმებოდა.

„გაცნობებთ, რომ სოციალურ ქსელებში გავრცელებული ფოტოები მიზანმიმართულად მომზადებული დეზინფორმაციაა…გავრცელებული მასალა ყალბია. -შეიარაღებული ძალების გენერალური სარდლობა


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: პოლონეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist