Demagog: უკრაინელი ლტოლვილების შესახებ გავრცელებული ვიდეო ომამდეა გადაღებული

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

112
VIEWS

13 მარტს ფეისბუქ მომხმარებელმა ოთარ დანელიამ ორი ვიდეო შემდეგი წარწერით გამოაქვეყნა: “ასე იქცევიან უკრაინელი ლტოლვილები პოლონეთში.” ვიდეოებში ახალგაზრდა მამაკაცები სუპერმარკეტში იმყოფებიან, უკრაინულ ენაზე ხმამაღლა საუბრობენ და იგინებიან.

1 3 Demagog: უკრაინელი ლტოლვილების შესახებ გავრცელებული ვიდეო ომამდეა გადაღებული

ვიდეო ყალბი აღწერით ვრცელდება. რეალურად, ვიდეო რუსეთ-უკრაინის ომამდე რამდენიმე თვით ადრეა გადაღებული. ომის მიმდინარეობისას ვიდეოს გაყალბებული აღწერით გამოქვეყნება უკრაინელი ლტოლვილების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. 

ვიდეო ფაქტების გადამოწმების პოლონურმა პლატფორმა Demagog-მა გადაამოწმა. გამოცემის მიხედვით, ვიდეო რუსეთ-უკრაინის ომამდე რამდენიმე თვით ადრეა გადაღებული და შესაბამისად, კადრებში ომის დროს ლტოლვილად ქცეული უკრაინელები ასახულნი არ არიან. 

ვიდეო პოლონეთშია გადაღებული და ის ინტერნეტში 2021 წლის ივნისში გამოქვეყნდა. 

2 4 Demagog: უკრაინელი ლტოლვილების შესახებ გავრცელებული ვიდეო ომამდეა გადაღებული

Demagog-ის ინფორმაციით, ერთ-ერთი ვიდეოჩანაწერის მეტამონაცემები აჩვენებდა, რომ ვიდეო ნამდვილად 2021 წლის ივნისში მოდიფიცირდა.

3 4 Demagog: უკრაინელი ლტოლვილების შესახებ გავრცელებული ვიდეო ომამდეა გადაღებული

ვიდეო რუსულენოვან ფეისბუქ მომხმარებლებს შორის ფართოდ იყო გავრცელებული. ვიდეო არასწორი აღწერით გამოქვეყნებული იყო როგორც Youtube-ზე, ასევე Tik-Tok-სა და ინსტაგრამზე. 

4 3 Demagog: უკრაინელი ლტოლვილების შესახებ გავრცელებული ვიდეო ომამდეა გადაღებული


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: მიგრაცია
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: პოლონეთი
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist