Delfi: უკრაინის შესახებ გავრცელებული ანიმაცია ფრანგულ ანიმაციურ სტუდიას არ ეკუთვნის

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

933
VIEWS

16 ოქტომბერს რუსეთის პირველი არხის ეთერში რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ ანიმაციური ფილმი აჩვენეს. ანიმაციის დასაწყისში მსოფლიოს იდუმალი მმართველები  აზარტულ თამაშ რულეტს ბურთის ნაცვლად თავის ქალით თამაშობენ, ქალა უკრაინაზე ვარდება, რის შემდეგაც კადრში ზელენსკის თოჯინა ჩნდება, რომელსაც უცნობი ადამიანი მართავს და რომელიც წითელ ღილაკზე დაჭერის შემდეგ დონბასში “აზოვის” ლოგოს მქონე ტანკებს უშვებს. ანიმაციის შემდეგ ნაწილში ჩანს, რომ ზელენსკის თოჯინის მიერ წითელ ღილაკზე ხშირად დაჭერის შედეგად დაღვრილი სისხლი ოქროს ზოდებს ქმნის, რომლებითაც იდუმალი მმართველები მდიდრდებიან. აღნიშნული ანიმაციის სრული ვერსია ქართულენოვანმა ფეისბუქ მომხმარებელმა Giogi Khomeriki-მაც გაავრცელა. ვიდეოს ბოლოს იდუმალ მმართველს იმ ხელს, რომლითაც ის ზელენსკის თოჯინას ათამაშებს, ხმლით აჭრიან, რის შემდეგაც ჩნდება წარწერა “Stop Nazi Games” (შეაჩერეთ ნაცისტური თამაშები). რუსეთის პირველი არხისა და ფეისბუქზე გავრცელებული პოსტის ავტორის მტკიცებით, ვიდეო ფრანგულმა ანიმაციურმა სტუდიამ შექმნა. 

kazino 1 Delfi: უკრაინის შესახებ გავრცელებული ანიმაცია ფრანგულ ანიმაციურ სტუდიას არ ეკუთვნის

გავრცელებული ვიდეო ფრანგულ ანიმაციურ სტუდიას არ ეკუთვნის, ვიდეოს ავტორად დასახელებული ფრანგული ანიმაციური სტუდიის შესახებ რაიმე ინფორმაცია ღია წყაროებში არ იძებნება. ხოლო ანიმაციის სტილი სომეხი ანიმატორის დავით სააკიანცის ერთ-ერთ ნამუშევარს ჰგავს. 

გავრცელებული ანიმაცია გამოცემა Delfi-ს ლიეტუველმა ფაქტების ანალიტიკოსებმა შეისწავლეს. გამოცემის მიხედვით, სოციალურ ქსელსა და სხვადასხვა რუსულენოვან მედიასაშუალებაში აღნიშნული ანიმაციის ავტორად ძირითადად ფრანგული “დამოუკიდებელი ანიმაციური სტუდია” Barracuda სახელდებოდა. Delfi-ს მიხედვით, ამ სახელის მქონე სტუდიის, მისი თანამშრომლების, სხვა ნამუშევრების ან შექმნის თარიღის შესახებ ღია წყაროებში რაიმე ინფორმაცია არ იძებნება. ხოლო ვიდეოს ვიზუალი  სომეხი ანიმატორი დავიდ სააკიანცის ერთ-ერთი ანიმაციური ფილმის სტილს ძალიან ჰგავს.  

სააკიანცი ანიმაციებზე წლებია მუშაობს. მის მიერ შექმნილი სომხურენოვანი სატირული ანიმაციური სერიალი Kill Dim 2011 წელს დაიწყო. ავტორის მიხედვით, სერიალი აზერბაიჯანის პოლიტიკის გროტესკს წარმოადგენდა. 2019 წელს სერიალის Youtube არხი Youtube-ის საზოგადოებრივი სტანდარტების დარღვევის გამო გაუქმდა და ახალი სერიების შექმნაც შეწყდა.  თუმცა 2020 წლის ოქტომბერში ინტერნეტში Kill Dim Production-ის ახალი ანიმაციური ფილმის ნაწყვეტი გამოჩნდა, რომელიც შინაარსობრივად და ვიზუალურად რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეოს ჰგავს. 

მაგალითად, ორივე ანიმაციაში კედელზე დაკიდებულია სხვადასხვა ისტორიული მოვლენის ამსახველი ფოტოები. იმას გარდა რომ ეს კადრები ერთმანეთს ჰგავს, ორივე მათგანში სომხების 1915 წლის გენოციდის კადრები მეორდება.

kazino Delfi: უკრაინის შესახებ გავრცელებული ანიმაცია ფრანგულ ანიმაციურ სტუდიას არ ეკუთვნის

kazino 2 Delfi: უკრაინის შესახებ გავრცელებული ანიმაცია ფრანგულ ანიმაციურ სტუდიას არ ეკუთვნის

ამასთანავე, Kill Dim Production-ის ანიმაციაში საკვანძო ადგილი ალიევის თოჯინას უჭირავს, რომელსაც ერდოღანი მართავს. ვიზუალურად და შინაარსობრივად ეს კადრები ზელენსკის თოჯინის მართვასა და მის მიერ ომის ღილაკის გამოყენებას ჰგავს.

kazino 3 Delfi: უკრაინის შესახებ გავრცელებული ანიმაცია ფრანგულ ანიმაციურ სტუდიას არ ეკუთვნის

დეზინფორმაცები პრეზიდენტი ზელენსკის, აზოვის ბატალიონისა და  რუსეთ-უკრაინის ომში ნატო-ს უშუალო მონაწილეობის შესახებ “მითების დეტექტორმა” წარსულშიც გადაამოწმა, ვრცლად იხილეთ:


“სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზერომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.”  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, საფრანგეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist