დავით თარხან-მოურავის ტყუილი, თითქოს რელიგიური გაერთიანებები პრივილეგიებს ითხოვენ

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

team-david-2
225
VIEWS

18 ოქტომბერს ტელეკომპანია “ობიექტივის” ღამის სტუდიის ეთერში “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა დავით თარხან-მოურავმა განაცხადა, რომ საქართველოში სხვადასხვა რელიგიური გაერთიანებები მართლადიდებელი ეკლესიის მსგავს პრივილეგიებს ითხოვენ.

დავით თარხან-მოურავი: „გაერთიანდა კათოლიკური ეკლესია, ბაპტისტური ეკლესია, კიდე რაღაცა სრულიად უცნობი…ამათ მიუერთდა, რაც საერთოდ გასაოცარია ქართველ-მუსლიმთა კავშირი, რომელსაც ბატონი [ტარიელ] ნაკაიძე ხელმძღვანელობს… ეს პატარა კავშირია ძაან მარა რა მნიშვნელობა აქვს…ვითომ ამბობდნენ, რომ ჩვენ გვინდა იგივე პრივილეგიები რაც მართლმადიდებლურ ეკლესიასო… რა ქვეყანაში ვცხოვრობთ ჩვენ, რომ ჩვენ ვაძლევთ უფლებას ჩვენს ქვეყანაში აი, ამ პაჭი-პუჭა, წვრილ, პატარა ეკლესიებს და რაღაც არასამთავრობო ორგანიზაციებს იმიტომ, რომ იქ კათოლიკეა მხოლოდ, დანარჩენი საერთოდ არასამთავრობო ორგანიზაციებია, გვიჩივლონ და გვყავს მოსამართლეები ბატონი  [მერაბ] ტურავასნაირი, რომლებიც ამ სარჩელს, ამ საჩივარს აკმაყოფილებენ. ეს მეტყველებს იმაზე, როგორი დამოკიდებულება გვაქ ჩვენ ჩვენი ეკლესიისადმი, ჩვენ ხელისუფლებას, ჩვენ მოსამართლეებს და ასე შემდეგ“.

დავით თარხან-მოურავის განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან რელიგიური ორგანიზაციების სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში საგადასახადო უთანასწორობის საკითხს შეეხება და არ ითვალისწინებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის  კონსტიტუციით განმტკიცებულ სამართლებრივი სტატუსის გადახედვას, რისი შეცვლის უფლებამოსილებაც საკონსტიტუციო სასამართლოს არ აქვს.

საკონსტიტუციო სარჩელები საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და სახელმწიფო ქონების შესახებ კანონის ნორმების არაკონსტიტუციურობასთან დაკავშირებით სასამართლოს წამოებაში 2015-2016 წლებიდან შევიდა. სასამართლომ სარჩელის დასაშვებობაზე 2017 წლის 23 მარტს იმსჯელა და 2018 წლის 3 ივლისს მიიღო ორი გადაწყვეტილება საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან დაკავშირებით, რომელთაგან არც ერთი არ არის კავშირში ეკლესიის სამართლებრივი სტატუსის დადგენასთან:

  • ერთი (N  1/2/671) ეხება ტაძრებისა და ეკლესიების მშენებლობის, რესტავრაციისა და მოხატვისათვის დამატებითი ღირებულების გადასახადისაგან (დღგ) საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გათავისუფლების საკითხს;
  • მეორე (N  1/1/811)- სახელმწიფო ქონების საკუთრებაში უსასყიდლოდ მიღების უფლების მინიჭებას ეკლესიისთვის.

საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ორივე ნორმა შეუსაბამოა კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, რომელიც განამტკიცებს კანონის წინაშე თანასწორობის უფლებას.  საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ამ კონკრეტულ სამართალურთიერთობებში ყველა რელიგიური ორგანიზაცია არსებითად თანასწორი სუბიექტი უნდა იყოს. სადაო ნორმები სასამართლომ დისკრიმინაციულად ცნო და  შესაბამისად, დაადგინა, რომ ისინი წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან (გადაწყვეტილება N 1/2/671, პარაფრაგი 16; გადაწყვეტილება N 1/1/811, პარაგრაფი 10);

ასევე, საკონსტიტუციო სასამართლოს ერთ-ერთ მთავარ არგუმენტს წარმოადგენდა ის, რომ ეკლესიისთვის გარკვეული უფლების მინიჭება არ გულისხმობს იმავე უფლებით სხვა რელიგიური ორგანიზაციების მიერ სარგებლობის ხელშეშლას (გადაწყვეტილება N 1/1/811, პარაგრაფი 23);

საკონსტიტუციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი  შეცვალოს საქართველოს ეკლესიის სტატუსი. იგი ემორჩილება კონსტიტუციას და მოქმედებს იმ წესების ფარგლებში, რასაც კონსტიტუცია განსაზღვრავს. კონსტიტუციის მიხედვით კი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას აქვს გამორჩეული როლი, რაც მის ისტორიულ ღვაწლთანაა დაკავშირებული. ეს როლი კონსტიტუციის მე-9 მუხლით არის განსაზღვრული და არ ემსახურება მართლმადიდებელი ქრისტიანული ეკლესიისთვის პრივილეგირებული სამართლებრივი მდგომარეობის შექმნას აწყმოში. (გადაწყვეტილება N 1/1/811, პარაგრაფი 20 გადაწყვეტილება N1/2/671, პარაგფრაფი 35);

ეკლესიის არსებული სამართლებრივი სტატუსის შეცვლა ან გაუქმება შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს პარლამენტს. საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც ეყრდნობა პარლამენტის მიერ მიღებულ კონსტიტუციას, ვერ დაადგენს რაიმეს, რაც კონსტიტუციასთან  არის წინააღდეგობაში.

ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” ადრინდელი პუბლიკაცია.

თემატიკა: რელიგია
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

წყარო

პატ
პატრიოტთა ალიანსი

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist