დაუდასტურდა თუ არა სწრაფი ტესტით ფორთოხალს კორონავირუსი?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

დაუდასტურდა თუ არა სწრაფი ტესტით ფორთოხალს კორონავირუსი?
105
VIEWS

11 იანვარს ფეისბუქ-პროფილმა Beqa Kviciani გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც კორონავირუსის სწრაფ ტესტზე ფორთოხლის წვენს ასხამენ, ცოტა ხნის შემდეგ კი ტესტი დადებით პასუხს აჩვენებს.

პოსტს 2000-ზე მეტი გაზიარება აქვს.

"

ვიდეოში ნაჩვენები ტესტი, რომელიც ფორთოხლის წვენზე დადებით შედეგს აჩვენებს, წესების დარღვევითაა ჩატარებული. ტესტის ჩატარებისას აუცილებელია ბუფერული ხსნარის გამოყენება, რომელიც ტესტზე სწორ მჟვავიანობას აღადგენს და ისეთ სითხეებზე, როგორებიცაა სხვადასხვა ხილის წვენი, კოკა-კოლა და ყავა, ტესტი უარყოფით შედეგს აჩვენებს.

ფორთოხლის წვენზე ტესტი დადებით პასუხი არ ნიშნავს იმას, რომ წვენი ვირუსს შეიცავს ან ტესტებია არასანდო. რეალურად, მიზეზი მჟავიანობაა, რომელიც ტესტზე დელიკატურ ანტისხეულებს და შესაბამისად ტესტის მთლიანობას არღვევს, რაც ყალბ დადებით პასუხს იწვევს.

ფორთოხილის ტესტით ცრუ დადებითი პასუხის მიღება არა მხოლოდ ანტივაქსერულმა ჯგუფებმა, არამედ დიდ ბრიტანეთში სკოლის მოსწავლეებმაც სცადეს. როგორც The Guardian წერს, მოსწავლეები ფორთოხლის წვენით მიღებულ ყალბ დადებით ტესტებს სკოლაში გაკვეთილების 2 კვირით გასაცდენად იყენებდნენ.

როგორც ჰალის უნივერსიტეტის სამეცნიერო კომუნიკაციისა და ქიმიის პროფესორი მარკ ლორჩი წერს, ცრუ დადებითი ტესტის გამოვლენა მისი ბუფერული ხსნარით გარეცხვითაა შესაძლებელი, რომელიც მოწყობილობის სწორ pH-ს, ანუ მჟავიანობას აღადგენს, ამის შემდეგ ტესტზე “დადებითი ხაზი” ქრება და უარყოფითი პასუხი ვლინდება.

მარკ ლორჩმა ეს ექსპერიმენტი თვითონ ჩაატარა, მან ფორთოხლის წვენითა და კოკა-კოლით მიღებული ცრუ დადებითი შედეგების ტესტები ბუფერული ხსნარით გარეცხა და ტესტები უარყოფით შედეგს დაუბრუნდა.

""

მსგავსი ექსპერიმენტი “მითების დეტექტორმა” 2021 წლის აპრილში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლაბორატორიის დახმარებით ჩაატარა, არასწორად ჩატარებულმა ტესტმა კოკა-კოლაზე დადებითი შედეგი აჩვენა, წესებით დაცვით, ანუ მჟავა-ტუტოვანი მაჩვენებლის დამარეგულირებელი ბუფერული ხსნარის გამოყენებით ჩატარებულმა კი უარყოფითი. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალაში:
ანტიგენის ტესტები სწორად გამოყენების შემთხვევაში კოკა-კოლასა და წყალზე კოვიდ-უარყოფით პასუხს აჩვენებს

იგივე დეზინფორმაცია ჯერ კიდევ 2020 წლის დეკემბერში გავრცელდა, როცა ავსტრიელმა დეპუტატმა კოკა-კოლას გამოყენებით Covid-19-ზე სწრაფი ტესტი არასწორად ჩაატარა და ცრუ დადებითი პასუხი მიიღო. ამ თემაზე იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:
კოკა-კოლაზე სწრაფი ტესტი კოვიდ19-ის დასადგენად არასწორად ჩატარდა

Beqa Kviciani-ს შესახებ

ვიდეოს ფეისბუქ-პროფილი Beqa Kviciani ავრცელებს. ბექა კვიციანი კრემლისტური გამოცემა “News Front საქართველოს” ერთ-ერთი ავტორია, მიუხედავად იმისა, რომ ამ პროფილზე მაიდენტიფიცირებელი ფოტოები განთავსებული არ არის, სავარაუდოა, რომ ეს პროფილიც ბექა კვიციანს ეკუთვნის, რადგან მისი ძველი პროფილის მსგავსად, ბოლო პერიოდში ამ პროფილზეც ადგილსამყოფელად (check-in) რუსეთის ქალაქი ვოლგოგრადია მითითებული.

""

ბექა კვიციანის, შოთა აფხაიძისა და “News Front საქართველოს” შესახებ უფრო ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალაში:

"

News Front საქართველოს მოსკოვიდან შოთა აფხაიძე მართავს


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო
ასევე დაგაინტერესებს

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist