დაწერა თუ არა ილონ მასკმა, რომ “ბახმუტი ალყაშია და ეს კარგია”?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

1.5k
VIEWS

28 თებერვალს ქართულენოვანმა ფეისბუქ-ანგარიშმა, ასევე რუსულენოვანმა გვერდმა newsweek_vl და ფეისბუქ პროფილებმა (1, 2, 3) კომპანია SpaceX-ის დამფუძნებლის, ილონ მასკის ტვიტერის სქრინშოთი გამოაქვეყნეს, რომელზეც ჩანს, რომ მასკმა უკრაინის ქალაქ ბახმუტთან დაკავშირებულ ტვიტს უპასუხა და დაწერა, რომ რუსებს ბახმუტი პრაქტიკულად ალყაში ჰყავთ და ეს კარგია.

Screenshot 2 1 დაწერა თუ არა ილონ მასკმა, რომ "ბახმუტი ალყაშია და ეს კარგია"?

ქართული და რუსულენოვანი ფეისბუქ-ანგარიშების მიერ გავრცელებული ტვიტების სქრინშოთი ფოტომანიპულაციაა. მასკმა ბახმუტთან დაკავშირებულ ტვიტს ნამდვილად უპასუხა და აღნიშნა რომ ქალაქი “თითქმის ალყაშია”, თუმცა მან “ეს კარგია” არა ბახმუტის შესახებ გამოქვეყნებულ ტვიტზე, არამედ მატრასების კომპანიის მიერ გამოქვეყნებული ვიდეოს ქვემოთ დაწერა.  

ილონ მასკმა ტვიტერ-ანგარიშ War Mapper-ის ბახმუტთან დაკავშირებულ პოსტს ნამდვილად უპასუხა და დაწერა – “თითქმის ალყაში” (almost surrounded), თუმცა მას არ დაუწერია, რომ “ეს კარგია”.

Screenshot 3 დაწერა თუ არა ილონ მასკმა, რომ "ბახმუტი ალყაშია და ეს კარგია"?

რეალურად, მასკმა “ეს კარგია” ტვიტერის ანგარიშ Eight Sleep-ის მიერ გამოქვეყნებულ ტვიტს უპასუხა, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებული არ არის. Eight Sleep მატრასებსა და მატრასის შალითებს აწარმოებს, რომელთა ტემპერატურის რეგულირებაც შესაძლებელია. სწორედ რეგულირებადი ტემპერატურის მატრასის შალითას შეეხებოდა ვიდეო, რომელზეც ილონ მასკმა დაწერა – “კარგია” (it’s good). 

Screenshot 5 1 დაწერა თუ არა ილონ მასკმა, რომ "ბახმუტი ალყაშია და ეს კარგია"?

აღსანიშნავია, რომ ილონ მასკის ბოლოდროინდელმა განცხადებებმა, უკრაინის მიმართ მისი თავდაპირველი მხარდამჭერის მიუხედავად, კრიტიკა გამოიწვია. მასკის ერთ-ერთი განცხადება ეხებოდა “სამშვიდობო გეგმას”, რომელიც უკრაინის მიერ ნეიტრალიტეტის გამოცხადებას და ყირიმის რუსეთისთვის დათმობას გულისხმობდა. გარდა ამისა, ილონ მასკმა გასული წლის ოქტომბერში აღნიშნა, რომ მისი კომპანია სატელიტურ ინტერნეტ Starlink-ს უკრაინას უფასოდ განუსაზღვრელი ვადით ვეღარ მიაწვდიდა, შემდეგ კი განაცხადა, რომ ინტერნეტის მიწოდებას და დაფინანსებას გააგრძელებდა.

უკრაინის მიმართ მასკის მერყევი მხარდაჭერის და კონტროვერსიული განცხადებების ფონზე თებერვლის ბოლოს სოციალურ ქსელში სატირული ტვიტერ პოსტი გავრცელდა, რომელსაც ზოგიერთი ფეისბუქ მომხმარებელი რეალურ ინფორმაციად აქვეყნებდა. პოსტის თანახმად ტვიტერმა, რომლის გენერალური დირექტორი ილონ მასკია, არავერიფიცირებულ მომხმარებლებს უკრაინის დროშის სიმბოლოს გამოყენება აუკრძალა. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:

წყაროს შესახებ

ფეისბუქ-ანგარიშ Davit Jebashvili-ს დეზინფორმაციისა და ვიზუალური მანიპულაციების შემცველი პოსტები აქამდეც არაერთხელ გაუვრცელებია. ვრცლად იხილეთ “მითების დეტეტორის” მომზადებულ მასალებში: 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა
წყარო

წყარო

სოლიდარობა მშვიდობისთვის
პოლიტიკური გაერთიანება „სოლიდარობა მშვიდობისთვის“

წყარო

ქართული
საზოგადოება “ქართული”

წყარო

United Neutral Georgia
საზოგადოებრივი მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველო”

წყარო

Untitled-1
საქართველო უპირველეს ყოვლისა - geo-first.com

წყარო

საქართველო-თუდეი
Sakartvelo Today News

წყარო

Untitled-1
შიინ ევროპისკენ

წყარო

skoti
სკოტ რიტერი

წყარო

Untitled-1
ერმილე ნემსაძე

წყარო

Untitled-1
iNews • აინიუსი

წყარო

პროფილი
ძალა სიმართლეშია

წყარო

Untitled-1
ემი ჯგუფი

წყარო

Untitled-1
InfoAnalytical.ge

წყარო

Untitled-1
სეზონი TV

წყარო

Untitled-1
Spacesnews • სივრცეები

წყარო

ზნ
zneoba.ge

წყარო

ტჰე
The Caucasian Telegraph

წყარო

ტაო
ტაონიუსი

წყარო

ფაქ
Fაქტები

წყარო

ცარ
Царьград

წყარო

ფონდ
სტრატეგიული კულტურის ფონდი - Фонд стратегической культуры (fondsk.ru)

წყარო

ახალი
ტელეკომპანია ახალი

წყარო

დავიტ
გიორგობიანი დავითი

წყარო

ახალ
ახალგაზრდული

წყარო

isa
ისაკაძე დავით

წყარო

მმკ
მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი (მმკ)

წყარო

ბავ
ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება

წყარო

წინ
წინააღმდეგობა / Resistance

წყარო

ილი
თავისუფალი არხი “ილიონი”

წყარო

კვ
ემზარ კვიციანი

წყარო

ირ
გოგავა ირაკლი

წყარო

ჰოტ
Hotnews.ge

წყარო

წს
wnews.ge

წყარო

სირც
სირცხვილის კორიდორი

წყარო

გ,
შენ ხარ საქართველო

წყარო

12
ტელეკომპანია TV12

წყარო

საქარ
საქართველო უპირველეს ყოვლისა

წყარო

ანტ
ანტი-პარადოქსი

წყარო

rua
შოთა აფხაიძე

წყარო

sa
News Front საქართველო

წყარო

ტვ
თვალსაზრისი.გე - Tvalsazrisi.ge

წყარო

სტა
"სტალინი"

წყარო

ტიმ
Timenews.ge

წყარო

qaer
ქართული გვერდი/Georgian Page

წყარო

კა
კარდჰუ

წყარო

sd
აპოლიტიკური გაერთიანება "ლილე"

წყარო

st
TS • news

წყარო

ჯაბა - Copy
ჯაბა მუსელიანის ბლოგი

წყარო

რტ
Russia Today

წყარო

Zero Hedge
Zero Hedge

წყარო

სპუტ
სპუტნიკ საქართველო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist