დასპონსორებული პოსტით შუღლის გამაღვივებელი გზავნილი ვრცელდება

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

9
VIEWS

20 ოქტომბერს ფეისბუქ გვერდმა “Armen Ararad” დასპონსორებული, ეთნიკური შუღლის გამაღვივებელი პოსტი გამოაქვეყნა, რომელიც საქართველოში მცხოვრები ეთნიკურ სომხებს მიემართება და მათ სომხეთში დაბრუნებისკენ მოუწოდებს იმ არგუმენტით, რომ საქართველოში მათ “სახურავს ყოველთვის ექნება ხვრელი”. პოსტი ასევე მოიცავს საქართველოს რუკის ნახატს, რომელზეც სომხეთის დროშაა გამოსახული. პოსტს 17 საათში უკვე 7 400-ზე მეტი ნახვა აქვს.

აღსანიშნავია, რომ გვერდი Armen Ararad 2020 წლის 29 სექტემბერს შეიქმნა და ის 4 ოქტომბერს დეზინფორმაციული შინაარსის პოსტს ავრცელებდა. პოსტში სამცხე-ჯავახეთი წითლად იყო მონიშნული და სომხეთის ნაწილად წარმოდგენილი, ხოლო პოსტის აღწერაში ეწერა: “ახალქალაქი არის სომხეთი. ახალციხე არის სომხეთი”. “მითების დეტექტორის” პუბლიკაციის შემდეგ გვერდმა პოსტი წაშალა.

ამჟამად გვერდზე შუღლის გამაღვივებელი დასპონსორებული პოსტის გარდა, გამოქვეყნებულია ერთი ნახატი, რომელზეც მამაკაცი იარაღით და სანთლითაა გამოსახული. სხვა პოსტები გვერდზე არ იძებნება.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: შეცდომაში შემყვანი
ქვეყანა/ორგანიზაცია: სომხეთი
წყარო
ასევე დაგაინტერესებს

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist