დაპირისპირება პუტინის ტატუს გამო თურქეთში თუ ნასვამი მამაკაცების ჩხუბი რუსეთში?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

10.7k
VIEWS

3-8 აგვისტოს ქართულმა და რუსულენოვანმა ფეისბუქ-მომხმარებლებმა (1, 2, 3, 4, 5) გამოაქვეყნეს ფოტო, რომელიც პლაჟზეა გადაღებული და მასზე ერთმანეთთან ფიზიკურად დაპირისპირებული რამდენიმე ადამიანი ჩანს. პოსტების თანახმად, თურქეთში რუს ტურისტ გოგონას მხარზე პუტინის ტატუს გამო მთვრალი უკრაინელები თავს დაესხნენ, თუმცა გოგონა რუსეთის საბრძოლო სამბოს ჩემპიონი აღმოჩნდა და მასთან ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ ერთ-ერთი უკრაინელი მამაკაცი სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

Screenshot 31 1 დაპირისპირება პუტინის ტატუს გამო თურქეთში თუ ნასვამი მამაკაცების ჩხუბი რუსეთში?

3 აგვისტოს ისტორია რუს სამბოისტ გოგონასა და მთვრალ უკრაინელებზე კრემლისტურმა მედია  tsargrad.tv-მაც გამოაქვეყნა. მასალაში წყაროდ კრემლისტი ექსპერტის – არმენ გასპარიანის ტელეგრამ-არხის პოსტია დასახელებული. tsargrad.tv-ს მასალაში წერია, რომ გასპარიანის პოსტში მითითებულ ბმულზე ინციდენტის ამსახველი ვიდეო გამოქვეყნებული არ არის. 9 აგვისტოს მდგომარეობით, გასპარიანის ტელეგრამზე პოსტი აღარ იძებნება.

Screenshot 33 1 დაპირისპირება პუტინის ტატუს გამო თურქეთში თუ ნასვამი მამაკაცების ჩხუბი რუსეთში?

გასპარიანის ტელეგრამ-არხზე და შემდეგ ფეისბუქ-პოსტებში გამოქვეყნებული კადრები თურქეთში რუსი სამბოისტისა და უკრაინელების დაპირისპირებას არ ასახავს. რეალურად, კადრები 2021 წლის ივლისის ვიდეოდან არის ამოჭრილი და ის არა თურქეთის რომელიმე პლაჟზე, არამედ რუსეთში, სამარას ოლქში მდებარე პოდჟაბნის კუნძულზეა გადაღებული. რუსული მედიის თანახმად, ფიზიკური დაპირისპირების მიზეზი არა პუტინის ტატუ, არამედ მთვრალი ბიჭების მხრიდან გოგონების გაცნობის მცდელობა გახდა.

2021 წლის 21 ივლისს რუსულენოვანმა გამოცემა smotrim.ru-მ ინციდენტის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა, მასალაში აღნიშნულია, რომ კონფლიქტი იმას მოჰყვა, რომ მთვრალმა ახალგაზრდებმა გოგონების გაცნობა სცადეს. ვიდეოში ასევე ჩანს, რომ ფიზიკურ დაპირისპირებაში ბიჭები იყვნენ ჩართული, ხოლო გოგონები მათ გაშველებას ცდილობდნენ. მასალაში წერია, რომ თვითმხილველების თქმით, ჩხუბის ერთ-ერთ მონაწილეს ნეკნები ჰქონდა მოტეხილი და ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. 

smotrim.ru ასევე წერს, რომ რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩხუბის ყველა მონაწილის იდენტიფიცირება მოახდინა, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 111-ე მუხლითაა აღძრული, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, სასჯელი კი 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთაა.

Screenshot 34 1 დაპირისპირება პუტინის ტატუს გამო თურქეთში თუ ნასვამი მამაკაცების ჩხუბი რუსეთში?

შესაბამისად, გავრცელებული კადრები არა პუტინის ტატუს გამო უკრაინის მოქალაქის მხრიდან თურქეთში მომხდარ თავდასხმას, არამედ რუსეთში 2021 წელს ადგილობრივებს შორის მომხდარ დაპირისპირებას ასახავს, რაც გოგონების გაცნობას უკავშირდებოდა.

არმენ გასპარიანის შესახებ

ფოტომანიპულაციასთან ერთად გავრცელებული რუსი სამბოისტის ისტორიის პირველწყარო კრემლისტი პროპაგანდისტის – არმენ გასპარიანის ტელეგრამია. 2018 წლის დეკემბერში რუსეთის ოპოზიციამ გასპარიანი “პუტინის პროპაგანდისტების სიაში” შეიყვანა.

არმენ გასპარიანი სოციალურ ქსელებში პუბლიცისტად, პოლიტოლოგად და “რუსეთის სამხედრო ისტორიული საზოგადოების” ცენტრალური საბჭოს წევრად პოზიციონირებს.

Screenshot 35 1 დაპირისპირება პუტინის ტატუს გამო თურქეთში თუ ნასვამი მამაკაცების ჩხუბი რუსეთში?

გასპარიანის ვებ-გვერდზე აღნიშნულია, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 15 მარტს ევროკავშირმა, დიდმა ბრიტანეთმა და შვეიცარიამ გასპარიანი ინდივიდუალური სანქციების მეოთხე პაკეტში შეიყვანეს

Screenshot 36 1 დაპირისპირება პუტინის ტატუს გამო თურქეთში თუ ნასვამი მამაკაცების ჩხუბი რუსეთში?

12 აპრილს უკრაინის უშიშროების სამსახურმა გასპარიანის წიგნზე “უკრაინის დენაციფიკაცია” საქმე აღძრა. 29 ივლისს კი უკრაინამ გასპარიანი ძებნილთა სიაში შეიყვანა.

Screenshot 37 1 დაპირისპირება პუტინის ტატუს გამო თურქეთში თუ ნასვამი მამაკაცების ჩხუბი რუსეთში?

მის ვებ-გვერდზე ასევე აღნიშნულია, რომ გასპარიანი 2015 წლიდან 5 წლის ვადით მოლდოვაში პერსონა ნონ გრატად იყო გამოცხადებული.

2019 წელს არმენ გასპარიანი “რადიო სპუტნიკის” ეთერში ისტორიის გაყალბებას ცდილობდა და აცხადებდა, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო ოქტომბრის რევოლუციამდე და საბჭოთა მმართველობის პირველ წლებში საქართველოს შემადგენლობაში არ შედიოდა და იქ იძულებითი გაქართველების პოლიტიკა გატარდა. ამ თემაზე ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა
წყარო

წყარო

gasp
არმენ გასპარიანი

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist