დაიწერა თუ არა ‘Jingle Bells,’ როგორც საშობაო სიმღერა?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

46
VIEWS

მომზადებულია Snopes.com-ის მასალის მიხედვით

შობის დღესასწაულის პერიოდში, ალბათ, Jingle Bells-ს ყველგან მოისმენთ. სიმღერა თოვლით დაფარულ მინდვრებში ციგით სრიალისას მიღებული მხიარულების შესახებ მოგვითხრობს. თუმცა, რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, სიმღერის ავტორს მისი სულ სხვა დღესასწაულისთვის გამოყენება ჰქონდა განზრახული.

მიუხედავად იმისა, რომ ისტორიკოსები დღემდე კამათობენ იმაზე, თუ როდის, სად და რატომ შეიქმნა სიმღერა, ერთი რამ მაინც ცხადია:  “Jingle Bells” XIX საუკუნის შუა პერიოდში, ჯეიმს პირპონტის მიერ დაიწერა. 1857 წელს, როდესაც პიერპონტი ჯერ კიდევ სავანაში (ჯორჯიის შტატი) ცხოვრობდა, სიმღერა “One Horse Open Sleigh”-ს სახელით დარეგისტრირდა, თუმცა მისი სათაური “Jingle Bells”-ით შეიცვალა, როდესაც იგი 1859 წელს ხელახლა გამოქვეყნდა. მიუხედავად იმისა, რომ სიმღერა ჯორჯიის შტატში გამოქვეყნდა, მასაჩუსეტსის შტატი დღემდე ამტკიცებს, რომ იგი რეალურად  მედფორდში, სიმპსონის ტავერნაში დაიწერა 1850 წელს დაიწერა:

“Jingle Bells” – დღეისათვის მსოფლიოში ცნობილი სადღესასწაულო მელოდია სიმპსონის ტავერნაში, მედფორდში, მასაჩუსეტსის შტატში 1850 წელს ჯეიმს პირპონტის (1822-1893) მიერ შეიქმნა. ტავერნა იდგა იმ ადგილას, რომელიც ახლა მედფორდის მოედნის მეცხრამეტე ნომერია. სიმღერა შეიქმნა ქალბატონ ოტის ვატერმენის თანდასწრებით, რომელმაც მოგვიანებით სიმღერის კომპოზიციის ადგილმდებარეობა დაადასტურა. 1857 წელს ჯეიმს პირპონტმა, ჯორჯიაში ყოფნისას, „Jingle Bells “-ის საავტორო უფლებები მოიპოვა. სიმღერის ტექსტი 1800-იანი წლების დასაწყისში სალემის ქუჩაზე გამართულ ციგით სრიალზე მოგვითხრობს.“

თავის მხრივ, სავანას მცხოვრებლები აღიარებენ, რომ “Jingle Bells” სავარაუდოდ მედფორდში, ზამთრის სეზონზე დაიწერა და თვლიან, რომ პიერპონტმა სიმღერა ჯორჯიაში მისი პირველი უთოვლო ზამთრის დროს დაწერა:

“ბევრი ადგილობრივი ისტორიკოსი თვლის, რომ პიერპონტმა “Jingle Bells” იმ დროს დაწერა, როდესაც სავანაში პირველი უთოვლო ზამთარი იყო. სიმღერა წარმადგენდა მის თოვლიან მასაჩუსეტსში აღზრდის ოდას.”

“დებატები სავანასა და მედფორდს შორის 1985 წელს დაიწყო, როდესაც სავანის მთავრობამ სიმღერის წარმომავლობის შესახებ ნიშანი პიერპონტის სახლთან აღმართა. 1989 წელს მედფორდის მერმა მაიკლ მაკგლინმა სავანას მაშინდელ მერს ჯონ რუსაკისს წერილი გაუგზავნა, სადაც ნათქვამია, რომ “Jingle Bells”-ის სამშობლო მედფორდი იყო, ვინაიდან სიმღერა სწორედ ქალაქ მედფორდში შეიქმნა. თუმცა, სავანელები დღესაც აცხადებენ სავანას “Jingle Bells”-ის სამშობლოდ, ვინაიდან სიმღერაზე საავტორო ულებების მოპოვებისას პიერპონტი სავანაში ცხოვრობდა.”

იმის მიუხედავად, თუ სად და როდის შეიძლებოდა დაწერილიყო “Jingle Bells”, აშკარაა, რომ მელოდია შობისთვის განკუთვნილი არ იყო. მართლაც, მისი არცერთი მონკავეთი არ მინიშნებას შობაზე ან დეკემბერზე (მისი ერთადერთი ასოციაცია ამ სეზონებთან არის თოვლი). სიმღერის წარმოშობის ისტორიებიდან ყველაზე პოპულარული ვერსია, რომ პიერპონტმა სიმღერა მადლიერების დღისადმი მიძღვნილ საკვირაო სკოლის ღონისძიების პროგრამისთვის დაწერა. სიმღერა იმდენად პოპულარული აღმოჩნდა, რომ ბავშვებს სთხოვეს, კვლავ ემღერათ სიმღერა საშობაოდ და მას შემდეგ ის ამ უკანასკნელ დღესასწაულს უკავშირდება.

ამ ვერსიას ზოგიერთი ისტორიკოსი კვლავ ეჭვის ქვეშ აყენებს, თუმცა, მათი აზრით, “Jingle Bells” შეუფერებელი იქნებოდა 1850-იან წლებში საკვირაო სკოლისთვის:

“არსებობს მოსაზრება, რომ სიმღერა, შესაძლოა, საბავშვო საეკლესიო გუნდისთვის ყოფილიყო დაწერილი. მარგარეტ დებოლტი, სავანელი ისტორიკოსი, წერდა, რომ „იმდროინდელი საკვირაო სკოლის პროგრამაში“ არ იქნებოდა დაშვებული ისეთი შინაარსი, როგორიცაა „მიდი, სანამ ახალგაზრდა ხარ“. ანალოგიურად, სიმღერა შინაარსის გამო საეკლესიო სიმღერად ვერ კლასიფიცირდება.  ისტორიკოსის აზრით, ეს იყო ჩვეულებრივი სიმღერა სრიალის, სწრაფი ციგებისა და ლამაზი გოგონების შესახებ.”

შესაძლოა, “Jingle Bells” არ დაწერილა როგორც საშობაო სიმღერა, თუმცა ახლა, მისი შექმნიდან 150 წელზე მეტი ხნის შემდეგ, ის ზამთრის არდადეგების სეზონის ძირითად ნაწილს წარმოადგენს. ისტორიკოსმა როჯერ ლი ჰოლმა აღნიშნა, რომ სიმღერა პირველად ედისონის მამაკაცთა კვარტეტის მიერ 1898 წელს ჩაიწერა, შემდეგ იგი ბენი გუდმენმა 1935 წელს და გლენ მილერმა 1941 წელს შეასრულეს, თუმცა სიმღერა შობის დღესასწაულის განუყოფელი ნაწილი არ გამხდარა მანამ, სანამ ბინგ კროსბიმ ჯაზის ვერსია არ შექმნა.

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist