დაგვიცავს თუ არა კორონავირუსისგან ლიმნის წვენი?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

494
VIEWS

2020 წლის 17 ნოემბერს ვებ-გვერდმა Tvalsazrisi.ge გამოაქვეყნა მასალა სათაურით,  ,,კოვიდი აღარ დაგემართებათ, თუ 3 დღეში ერთხელ ამ უმარტივეს მეთოდს გამოიყენებთ”.

აღნიშნულ მასალაში ლიმნის წვენზე და მისი გამოყენების ინსტრუქციაზეა საუბარი, რაც კოვიდ-19-სგან დაინფიცირების პრევენციულ გზად არის წარმოჩენილი. მასალას რუსული ტელეკომპანია Telecola TV-ის ვიდეო ახლავს, რომელიც ექიმ იოსეფ ვოსკისთან  ინტერვიუს ნაწყვეტს წარმოადგენს. ამ ვიდეოში ექიმი თავის 54-წლიანი სამედიცინო გამოცდილებაზე დაყრდნობით ვირუსიგან თავდაცვის მიზნით ლიმნის წვენით ყელისა და ცხვირის ღრუს დეზინფექციას რეკომენდაციას უწევს და გადაცემის წამყვანთან  ერთად მაყურებელს ამ პროცედურის სახლის პირობებში გამეორებისკენ მოუწოდებს.

Tvalsazrisi.ge ,,კოვიდისგან დაინფიცირების თავიდან არიდებას მარტივად შეძლებთ: დაწურეთ 2-3 ლიმონი. წვენის ნაწილი გამოივლეთ ყელში. დარჩენილ წვენში დაასველეთ ბამბიანი ჩხირი და 2-3 დღეში ერთხელ, გულმოდგინედ დაიმუშავეთ ამ ხსნარით ცხვირის ღრუ.”

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს  ლიმნის წვენი  კოვიდ 19-ის პრევენციის საშულებაა, მცდარია. ეს მტკიცება  კოვიდ 19-თან დაკავშირებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ გამოვლენილ მითებს შორის ერთ-ერთია. WHO-ს და აშშ-ს მეცნიერებათა, ინჟინერიისა და მედიცინის ეროვნული აკადემიის თანახმად, ლიმნის წვენი კოვიდ 19-ის პრევენციას ვერ უზრინველყოფს. BBC-ის მიხედვით, აღნიშნული მტკიცება კორონავირუსთან დაკავშირებით ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მითია. 

კოვიდ-19-ის პრევენციის მიზნით ლინმის წვენის გამოყენება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ გამოვლენილ მითებს შორის ერთ-ერთია. WHO-ს თანახმად,  არ არსებობს მეცნიერული მტკიცებულება, რომ ლიმნის წვენი covid-19-ის პრევენციისთვის ეფექტიანი საშუალებაა. აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, კორონავირუსის  პრევენციულ ზომებს შორის ამ დრომდე რჩება: სოციალური დისტანცია, პირბადის ტარება, ხელების ხშირი დაბანა და ზედაპირების (განსაკუთრებით კი საზოგადოებრივ ადგილებში) იშვიათი შეხება.

ასევე, აშშ-ს მეცნიერებათა, ინჟინერიისა და მედიცინის ეროვნული აკადემიის (NASEM) ინფორმაციით, ლიმნის წვენი ორგანიზმის ვირუსის შეღწევისგან დაცვასა და შეღწეული ვირუსების გავრცელების შეფერხებას ვერ უზრუნველყოფს. უფრო მეტიც, მართალია ლიმონი შეიცავს C ვიტამინს, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზმის ჯანმრთელობაში, თუმცა არ არსებობს მტკიცებულება, რომ ის იმუნური სისტემის ძლიერ დაცვას უზრუნველყოფდეს.

BBC-ის მიხედვით, პირველად ვირუსის ლიმონის წვენით მკურნალობის შესახებ მითი ჩინეთში გავრცელდა და მრავალგზის უარყოფის მიუხედავად, ის არ ძველდება. ექიმები არ უარყოფენ ლიმნის სასარგებლო თვისებებს ორგანიზმისთვის, თუმცა ის კოვიდ-19-თან მიმართებაში უძლურია.

წყაროდ დასახელებული რუსულენოვანი ინტერვიუ უკრაინულმა ფაქტების გადამოწმების პლატფორმამაც გადაამოწმა

აღნიშნული ინტერვიუ პირველად 21 სექტემბერს Telecola.TV-ის ფეისბუკ გვერდზე გამოქვეყნდა. უკრაინულმა ფაქტების გადამოწმების პლატფორმამ voxukraine.org აღნიშნული ვიდეოს გადამოწმებისას რამდენიმე ცრუ ინფორმაცია გამოჰყო, მათ შორის ვირუსის აეროზოლითა და ალკოჰოლით მკურნალობასთან დაკავშირებით. თუმცა, ვიდეოს ქართულ ვებ-გვერდზე გავრცელებულ ვერსიაში მხოლოდ ლიმნის წვენის გამოყენებაზეა საუბარი.

ცრუ-მკურნალობის შესახებ ინფორმაციის გავრცელება სოციალური ქსელში

18 ნოემბრის მდგომარეობით Tvalsazrisi.ge-ს მასალა ფეისბუკის 14 სხვადასხვა ჯგუფში გაზიარდა: კახა კალაძე თბილისის მერიპროტესტი! Protest! Протест!საქართველო და მსოფლიოირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერებიბიძინა ივანიშვილის მეგობრები “ფეისბუქზე” და სხვა. აღნულ მასალას ყველაზე დიდი ინტერაქცია ჯგუფში კახა კალაძე თბილისის მერი მოჰყვა, სადაც მას 70-მდე გაზიარება აქვს. სხვადასხვა ჯგუფში Tvalsazrisi.ge-ს მასალა ცრუ მკურნალობის შესახებ მომხმარებელმა Qeti Vadachkoria-მ და Tvalsazrisi.ge-ს ფეისბუკ გვერდმა გაავრცელეს.

იხილეთ ,,მითების დეტექტორის” მიერ მსგავს თემაზე მომზადებული სხვა მასალები:


 

არქივის ბმული: https://archive.ph/wFqew


მასალაში გამოყენებულია CrowdTangle-ის მონაცემები, რომელიც ფეისბუქის საძიებო ინსტრუმენტია

დარღვევის ტიპი: ცრუ მკურნალობა
წყარო

წყარო

ტვ
თვალსაზრისი.გე - Tvalsazrisi.ge

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist