დაბლოკეს თუ არა ბრიტნი სპირსის ინსტაგრამი ნატო-ს საწინააღმდეგო პოსტის გამო?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

7.1k
VIEWS

18 მარტს ფეისბუქ ჯგუფში Russian Canada-Русская Канада-ში მომხმარებელმა Selenge Piyadigama-მ ამერიკელი მომღერლის ბრიტნი სპირსის შესახებ პოსტი გამოაქვეყნა. აღწერის მიხედვით, ბრიტნი სპირსის ინსტაგრამ ანგარიში ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის საწინააღმდეგო პოსტის გამოქვეყნების გამო დაიბლოკა. კონკრეტულად კი მომღერალმა აღნიშნა, რომ მას სჯერა, დასავლური მედია უკრაინის შესახებ მხოლოდ ომის პროვოცირებისთვის საჭირო ინფორმაციებს აქვეყნებს. ფეისბუქ პოსტის მიხედვით, სპირსი განიცდიდა, რომ იემენის დაბომბვის შესახებ არავინ საუბრობდა და ნატოს ქმედებებს გმობდა.

Screenshot 32 2 დაბლოკეს თუ არა ბრიტნი სპირსის ინსტაგრამი ნატო-ს საწინააღმდეგო პოსტის გამო?

პოსტთან ერთად ბრიტნი სპირსის ორი ფოტოა გამოქვეყნებული, ერთ-ერთ მათგანში მომღერალს რუსეთის დროშის გამოსახულების მქონე მაისური აცვია, მეორე ფოტო ინსტაგრამის იმ პოსტის სქრინია, რომლის გამოც, ფეისბუქ მომხმარებლის მიხედვით, მომღერალი ინსტაგრამზე დაბლოკეს. ინსტაგრამ პოსტის გამოქვეყნების ადგილად საბჭოთა კავშირი, ლენინგრადია (Leningrad, USSR) მითითებული. 

Screenshot 33 2 დაბლოკეს თუ არა ბრიტნი სპირსის ინსტაგრამი ნატო-ს საწინააღმდეგო პოსტის გამო?

მტკიცება იმის შესახებ, რომ ბრიტნი სპირის ინსტაგრამ ანგარიში ნატო-ს საწინააღმდეგო და კომუნიზმის მხარდამჭერი პოსტის გამო დაბლოკეს, მცდარია. რეალურად, ბრიტნი სპირსმა საკუთარი ინსტაგრამ ანგარიშის დეაქტივაცია თავად გააკეთა, ხოლო პოსტში გამოქვეყნებული ორივე ფოტო გაყალბებულია. რეალურად, ინსტაგრამ პოსტში გამოყენებული ფოტო ბრიტნი სპირსმა 2021 წლის სექტემბერში სოფი ლორენის ციტატით გამოაქვეყნა, მეორე ფოტო კი 1999 წელსაა გადაღებული და ორიგინალ ვერსიაში მაისურზე რუსეთის დროშა გამოსახული არ იყო. 

საკუთარი ინსტაგრამ ანგარიშის დეაქტივაცია თავად ბრიტნი სპირსმა  16 მარტს გააკეთა. დეაქტივაციამდე ერთ-ერთ ბოლო პოსტში მომღერალმა დაწერა, რომ მას არ სურდა, ხალხს მის მიმართ სიბრალური გამოეხატა, რადგან სიყვარულმა და ყველას მიმართ სასიამოვნო დამოკიდებულებამ ზიანი მიაყენა, ამიტომ უნდოდა, რომ მისი შეშინებოდათ. 

Screenshot 34 1 დაბლოკეს თუ არა ბრიტნი სპირსის ინსტაგრამი ნატო-ს საწინააღმდეგო პოსტის გამო?

ბრიტნი სპირსი ინსტაგრამზე 19 მარტს დაბრუნდა და 19 მარტის პოსტში 3 დღით ანგარიშის დეაქტივაციის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია. 

Screenshot 35 2 დაბლოკეს თუ არა ბრიტნი სპირსის ინსტაგრამი ნატო-ს საწინააღმდეგო პოსტის გამო?

აღსანიშნავია, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დროს ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის საწინააღმდეგო ან რუსეთისა და საბჭოთა კავშირის მხარდამჭერი პოსტი ბრიტნი სპირსს არათუ ინსტაგრამზე, არამედ არც ტვიტერზე ან ფეისბუქზე არ გამოუქვეყნებია. 

  • გაყალბებული ინსტაგრამ პოსტი და ფოტო

ფეისბუქზე გავრცელებულ პოსტში გამოყენებული ორივე ფოტო პროგრამულად დამუშავებულია. რეალურად, ბრიტნი სპირსის ინსტაგრამ ანგარიშზე ფეისბუქ პოსტში გამოყენებული სქრინის იდენტური ფოტო არა 2022 წლის რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობისას, არამედ 2021 წლის 10 სექტემბერს გამოქვეყნდა. 

Screenshot 36 2 დაბლოკეს თუ არა ბრიტნი სპირსის ინსტაგრამი ნატო-ს საწინააღმდეგო პოსტის გამო?

აღწერაში კი ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსზე, კომუნიზმზე ან დასავლურ მედიაზე საუბარი არ არის. მომღერალი ამბობდა, რომ ის ამ და სერიის სხვა ფოტოებს თავიდან აქვეყნებდა, რადგან თავდაპირველად ისინი დაბალი ხარისხით აიტვირთა. სპირსის თქმით, ის უცვლელად აქვეყნებდა იმ აღწერას, რომელიც ფოტოების პირველ ვერსიას ახლდა თან. ფოტოს აღწერაში კი სოფი ლორენის ის ციტატაა მოყვანილი, სადაც იტალიელი მსახიობი ახალგაზრდობის შენარჩუნების საიდუმლოზე საუბრობს. 

რაც შეეხება ფეისბუქ პოსტში გამოქვეყნებულ მეორე ფოტოს, სადაც ბრიტნი სპირსის მაისურზე რუსეთის დროშა ჩანს, რეალურად, ცნობილი ფოტო 1999 წელს კალიფორნიაში გამოცემა Rolling Stones-ის გარეკანისთვისაა გადაღებული და ორიგინალ ფოტოზე რუსეთის ფედერაციის დროშა გამოსახული არ არის. 

Screenshot 37 2 დაბლოკეს თუ არა ბრიტნი სპირსის ინსტაგრამი ნატო-ს საწინააღმდეგო პოსტის გამო?


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ნატო
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist