დაარღვიეს თუ არა G7-ის წევრი ქვეყნების ლიდერებმა კოვიდ-რეგულაციები?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

43
VIEWS

2021 წლის 13 ივნისს ფეისბუქ მომხმარებელმა ნინო ასათიანმა თავის ანგარიშზე  G7 სამიტის ფარგლებში გადაღებული ფოტო გააზიარა, რომელზეც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, დედოფალი ელიზაბეტ II, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და სხვა ოფიციალური პირები ჩანან. ავტორი ყურადღებას ამახვილებს პოლიტიკური ლიდერებისგან მოშორებით მდგარ ადამიანებზე, რომელთაც პირბადეები უკეთიათ, რასაც მათ დისკრიმინაციად თვლის და კომენტარში აღნიშნავს, რომ ჰიტლერის მსგავსად, აღნიშნული პირები თავს სხვებზე რასობრივად აღმატებულად მიიჩნევენ.

;

გავრცელებული ინფორმაცია მანიპულაციურია, რადგან G7-სამიტზე კოვიდ-რეგულაციები ვრცელდებოდა და მონაწილეები მხოლოდ უარყოფითი PCR ტესტით დაიშვებოდნენ, ასევე სავალდებულო იყო სწრაფი ტესტის ყოვედღიურად ჩატარება. წევრი ქვეყნის ლიდერები და ევროკავშირის წარმომადგენლები დახურულ სივრცეში პირბადეს ატარებდნენ, ხოლო გარე სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო არ ყოფილა.

ნინო ასათიანის მიერ გავრცელებული ფოტო, რომელიც გარე სივრცეში არის გადაღებული,  ავთენტურია, თუმცა მისი აღწერილობა მანიპულაციურია, რადგან წესებს “დიდი შვიდეულის” წევრებიც იცავდნენ. „G7”-ის სამიტზე, რომელიც Covid-19 პანდემიის დაწყებიდან ფიზიკურ სივრცეში (კორნველში – დიდი ბრიტანეთი) პირველად ჩატარდა, შემდეგი სახის კოვიდ-რეგულაციები იყო შემუშავებული:

  • PCR ტესტის ნეგატიური პასუხი სამიტის ნებისმიერ სივრცეში დასაშვებად აუცილებელი იყო;
  • სამიტის მონაწილეებს (დელეგაციის წევრები, ჟურნალისტები, ადმინისტრაციული თანამშრომლები), ყოველდღიურად უნდა გაეკეთებინათ სწრაფი ტესტები;
  • პირბადეების ტარება დახურულ სივრცეებში  სავალდებულო იყო;
  • ორმეტრიანი სოციალური დისტანციის დაცვა აუცილებელი იყო;
  • ხელების რეგულარული დაბანა აუცილებელი იყო;
  • ერთობლივი ფოტოს გადაღების დროს, პირბადეების ტარების ვალდებულება არ მოქმედებდა. საერთო ფოტო ღია სივრცეში (ეზოში) გადაიღეს;
  • დიდი ბრიტანეთის კოვიდ წესების მიხედვით, ღია სივრცეში 30-მდე ადამიანის თავშეყრა იყო დაშვებული;
  • კოვიდ-ტესტების(PCR­­) ჩატარება სამიტის დასრულების შემდეგაც იყო სავალდებულო;

“G7”-ის სამდღიან სამიტს, რომელიც სასტუმრო „Carbis Bay”-ში გაიმართა,   დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი  ბორის ჯონსონი მასპინძლობდა. სამიტის შეხვედრები დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სამინისტროს კოვიდ-გაიდლაინებით წარიმართა. აღსანიშნავია, რომ G7-ის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები და ევროკავშირის ლიდერები კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზით არიან აცრილები. მოცემულ ფოტოებზე კი ვხედავთ, რომ G7 სამიტის ლიდერები რეგულაციებს იცავენ  და დახურულ სივრცეში პირბადეს ატარებენ.

;;


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: დიდი ბრიტანეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist