დაარღვევს თუ არა ამერიკული ჯარების განთავსება პოლონეთში ნატო-რუსეთის ხელშეკრულებას?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

რუსეთი ნატო
205
VIEWS

2020 წლის 25 ივნისს “სპუტნიკ საქართველოს” რუსულენოვანმა ვებ-გვერდმა გერმანიიდან ამერიკული ჯარების ნაწილის პოლონეთში სავარაუდო განთავსების შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრ გრუშკოს კომენტარი გამოაქვეყნა. გრუშკოს თქმით, ამერიკული ჯარების შესაძლო განთავსება პოლონეთში ნატოსა და რუსეთს შორის 1997 წელს გაფორმებული ხელშეკრულების “დამფუძნებელი აქტის” პრინციპებს ეწინააღმდეგება.

 

ალექსანდრ გრუშკო: “რა თქმა უნდა, ამას [აშშ-ს ჯარების განთავსებას პოლონეთში] უნდა შევხედოთ არა მხოლოდ იმ პერსპექტივიდან თუ რა შედეგი ექნება სამხედრო თავლსაზრისით რეგიონულ უსაფრთხოებაზე რუსეთისა და მისი მოკავშირეების ლეგიტიმური ინტერესების, პირველ რიგში კი ბელარუსის ინტერერესების, გათვალისწინებით, არამედ რუსეთ-ნატოს დამფუძნებელი აქტით განსაზღვრული  ფუნდამენტური პირობების შესრულების კუთხით, რაც მოიცავს ალიანსის ვალდებულებას, თავი შეიკავოს დამატებითი სამხედრო ძალების განთავსებისაგან”

1997 წელს ნატო-რუსეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულება პოლონეთში, და ზოგადად აღმოსავლეთ ევროპაში, ამერიკის სამხედრო ძალების განთავსებას არ კრძალავს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ნატოს ვალდებულება, თავი შეიკავოს არსებითი  საბრძოლო ძალების ევროპაში განთავსებიდან 1997 წელს არსებულ და იმ პერსპექტივიდან პროგნოზირებად უსაფრთხიების გარემოშია რელევანტური. ევროპული უსაფრთხოების გარემოს რადიკალური ცვლილება რუსეთის აგრესიულმა ქმედებებმა გამოიწვია, რაც რუსეთის მხრიდან  ამ აქტის ფუძემდებლური პრინციპების და მის მიერ აღებული ვალდებულებების დარღვევასაც წარმოადგენს. 

       1. ნატოს ვალდებულება, თავი შეიკავოს არსებითი  საბრძოლო ძალების ევროპაში განთავსებიდან, 1997 წელს არსებულ და იმ პერსპეტივიდან პროგნოზირებად უსაფრთხიების გარემოშია რელევანტური. 

ნატო-სა და რუსეთ შორის “დამფუძნებელი აქტი ნატოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ორმხრივი ურთიერთობის, თანამშრომლობისა და უსაფრთხოების შესახებ” 1997 წელს გაფორმდა. ხელშეკრულებაში ნატო ვალდებულებებს 1997 წელს არსებულ და იმ პერსპექტივიდან პროგნოზირებად უსაფრთხოების გარემოში იღებს, რაც სრულიად შეცვლილია.

1997 წელს გაფორმებულ ხელშეკრულებაში წერია: “ნატო ადატურებს, რომ არსებულ და პროგნოზირებად უსაფრთხოების გარემოში  ნატო  გააგრძელებს კოლექტიური თავდაცვის პრინციპის აღსულებას და სხვა მისიების განხორციელებას არა არსებითი საბრძოლო ძალების პერმანენტული განთავსებით, არამედ თავსებადობის, ინტეგრაციისა და შესაძლებლობების გაძლიერებით.” ამასთან, დოკუმენტში ნათქვამია, რომ ამ ტიპის ღონისძიებები განხორციელდება “აგრესიის საფრთხის”, “სამშვიდობო მისიებისა” და “წვრთნების” შემთხვევაში, რომელიც თავსებადია გაეროს ქარტიასთან, ეუთოს პრინციპებთან და  “ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულებასთან”.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ   ევროპაში კონვენციური ძალების განთავსებასთან დაკავშირებით რუსეთისათვისაც იდენტური შეზღუდვებით იმოქმედებს .

      2. რუსეთის აგრესიულმა ქმედებებმა 1997 წელთან შედარებით ევროპული უსაფრთხოების გარემოს ცვლილება გამოიწვია. რუსეთმა ნატო-სთან შეთანხმების პრინციპები და ვალდებულებები თავად დაარღვია.

1997 წლის ხელშეკრულებაში ხაზგასმულია, რომ  ნატო-რუსეთის ურთიერთობა 7 პრინციპს ეფუძნება, მათ შორის: “თავშეკავება დაშინების ან ძალის გამოყენებისგან როგორც ერთმანეთის წინააღმდეგ, ასევე სხვა ნებისმიერი სახელმწიფოს, მისი სუვერენულობის, ტერიტორიული მთლიანობის ან პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ”. ამასთან ერთად, დუკუმენტი განსაზღვრავს, რომ მნიშვნელოვანი ღირებულებაა “ყველა სახელმწიფოს სუვერენულობის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე მათი თანდაყოლილი უფლების პატივისცემა, აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების განმტკიცების მეთოდი”.

რუსეთმა ხელშეკრულების ფუძემდებლური პრინციპები დაარღვია:

  • 2008 წელს რუსეთი საქართევლოში შეიჭრა. მას ქვეყნის 20% აქვს ოკუპირებული და მცოცავ ანექსიას ახორციელებს
  •  2014 წელს რუსეთმა უკანონოდ მოახდინა ყირიმის ანექსია. მოსკოვი აგრძელებს უკრაინაში სეპარატისტების იარაღითა და სამხედროებით მხარდაჭერას.
  • საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ტეროტირებზე რუსეთს სამხედრო ბაზები ამ ქვეყნების ხელისუფლებების ნების საწინააღმდეგ აქვს განთავსებული.

რუსეთ-ნატო-ს აქტით მხარეებიi ხელშეკრულებების მნიშვნელობასა და პატივისცემასაც ადასტურებენ, რაც მათი ურთიერთობის ერთ-ერთ საფუძვლად არის მიჩნეული, ასეთ ხელშეკრულებას შორის საშუალო რადიუსის ბირთვული ძალების ხელშეკრულებაც(INF) არის დასახელებული.

რუსეთმა  საშუალო რადიუსის ბირთვული ძალების ხელშეკრულება(INF) დაარღვია:

  • რუსეთმა ისკანდერის ტიპის სარაკეტო სისტემა, რომელსაც ბირთვული შესაძლებობები  გააჩნია, კალინიგრადში განათავსა, საიდანაც ნატო-ს წევრ რამდენიმე ქვეყანის პოტენციურ საფრთხეს უქმნის.
  • რუსეთმა 1987 წლის საშუალო რადიუსის ბირთვული ძალების ხელშეკრულება(INF)  დაარღვია. ხელშეკრულება კრძალავდა სახმელეთო ან ბალისტიკური რაკეტების 500-დან 5500 კილომეტრის რადიუსით შექმნას, წარმოებას და განთავსებას. რუსეთმა კი 9M729 სარაკეტო სისტემა განავითარა, რომელიც საფრთხეს უქმნიდა ალიანსის ქვეყნებს.

რუსეთი მილიტარიზაციითა და საკუთარი სამხედრო ძალის პროვოკაციული დემონსტრირებით ევროპის უსაფრთხოების გარემოს დესტაბილიზაციას ახდენს

  • ყირიმის ანექსიის შემდეგ რუსეთმა შავ ზღვაში ფლოტისა და შეიარაღების გაძლიერება  დაიწყო, მაგალითად მან შავ ზღვაზე მანევრის შეზღუდვის ძლიერ ზონა (A2/AD) შექმნა, ყირიმში განლაგებული Tu-22M3-ის ბომბდამშენებით, საკრუიზო რაკეტების საშუალებით  კი ევროპის ნებიმიერ წერტილს შეუძლია მიწვდეს.
  • რუსეთმა ჯარისა და შეირაღების მოდერნიზაცია დაიწყო. შეიარაღების დიდი რაოდენობის განთავსებით საზღვრებთან რუსეთი არაერთ ნატო-ს წევრ ქვეყანას ემუქრება. გარდა ამისა, ფართო მასშტაბიანი წვრთნები, რომელიც მიზანში ნატო-ს წევრ ქვეყნებს იღებს და რუსეთის ფლოტის მოქმედებები შავ ზღვაში უსაფრთხოების გარემოს მუდმივ დესტაბლიზაციას  ახდენს.

 

დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, ნატო, პოლონეთი, რუსეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist