დააკავეს თუ არა გერმანიაში ქალი ძაღლის გასეირნების გამო?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

39
VIEWS

5 იანვარს ფეისბუქ-პროფილმა ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანები გერმანულენოვანი ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეოში ჩანს ასაკოვანი ქალი ძაღლთან ერთად, რომელიც პოლიციელებს ეკამათება. დაახლოებით 1-წუთიანი კამათის შემდეგ პოლიციელები ქალს ბორკილებს ადებენ და აკავებენ. პოსტის ავტორი წერს, რომ ქალი ძაღლის გასეირნების გამო დააპატიმრეს.

"
პოსტი დეზინფორმაციულია. რეალურად, ვიდეო 2021 წლის აპრილშია გადაღებული და ქალი არა ძაღლის გასეირნებისთვის, არამედ პოლიციისთვის საკუთარი თავის იდენტიფიცირებაზე უარის თქმისა და მათთვის შეურაცხყოფის მიყენების გამო დააკავეს.

ვიდეო ესტონურმა მედიასაშუალება Eesti Päevalehe-მ გადაამოწმა. როგორც სტატიაში ვკითხულობთ, ესტონურენოვან სოციალურ მედიაში ვიდეო იმ მტკიცებით გავრცელდა, რომ ქალი ქუჩაში პირბადის გარეშე გამოსვლის გამო დააკავეს. რეალურად კი მისი დაკავების მიზეზი არც პირბადე და არც ძაღლის გასეირნება ყოფილა. ქალმა საკუთარი თავის იდენტიფიცირებაზე უარი თქვა და პოლიციას შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც მათ ქალი დააკავეს.

კემპტენის პოლიციის თქმით, ქალის დაკავების მიზეზი ის გახდა, რომ მან საკუთარი თავის იდენტიფიცირებაზე უარი განაცხადა, შემდეგ კი აგრესიული გახდა და პოლიციელებს შეურაცხყოფა მიაყენა. გერმანიის კანონმდებლობის მიხედვით, ორივე ქმედება დანაშაულია და მათი ჩადენის საფუძველზე პოლიციას მოქალაქის დაკავების უფლება აქვს.

როგორც Eesti Päevalehe წერს, ქალი დააკავებიდან მალევე გაათავისუფლეს, მან კი პოლიციას უჩივლა. საჩივარი ადგილობრივმა სასამართლომ უახლოეს მომავალში უნდა განიხილოს.

2021 წლის 17 აპრილს გერმანიის ქალაქ კემპტენში კონსპიროლოგთა ჯგუფმა სახელად “Querdenken” 2 საპროტესტო აქცია დაგეგმა. ამ დროისთვის ქალაქში კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვები მოქმედებდა, მიუხედავად ამისა, მთავრობამ ერთი საპროტესტო აქციის ჩატარების ნებართვა გასცა, მეორეზე კი უარი იმ საბაბით განაცხადა, რომ ერთი უკვე იმართებოდა.  როგორც ადგილობრივი მედია საშუალების Allgäu.tv-ს ვებ-გვერდზე წერია, მიუხედავად ამ გადაწყვეტილებისა, კემპტენის ცენტრში ხალხი მაინც შეიკრიბა. ასაკოვანი ქალისა და პოლიციის კამათის ვიდეოც სწორედ ამ დღესაა გადაღებული. ამით აიხსნება ის ფაქტიც, რომ ტერიტორიაზე არაერთი პოლიციელია მობილიზებული.

"

მსგავსი დეზინფორმაცია ხორვატიაში მასწავლებლის დაკავებასთან დაკავშირებითაც გავრცელდა, შეცდომაში შემყვანი მტკიცების მიხედვით, მასწავლებელი კოვიდ-პასპორტის არქონის გამო დააკავეს. რეალურად, მისი დაკავების მიზეზი აგრესიული ქცევა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა გახდა. ვრცლად ამ თემაზე იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: გერმანია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist