COVID-19-ზე დეზინფორმაციის უკან ზოგჯერ კომერციული ინტერესი დგას – სამხრეთ აფრიკის შემთხვევა

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

medical-disposable-protective-face-masks_112337-1488
162
VIEWS

DFRLab-ის მასალა

ატლანტიკური საბჭოს ციფრული კრიმინალისტიკის კვლევის ლაბორატორიამ 2020 წლის იანვარი-მარტის პერიოდში გამოააშკარავა ფეისბუქ გვერდები, ჯგუფები და პროფილები, რომლებიც კორონავირუსზე ერთსა და იმავე ინფორმაციას ორგანიზებულად ავრცელებდნენ. აღნიშნული ანგარიშები შექმნილი იყო სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში და ყველა მათგანი სახის ნიღბებს ყიდდა.

როგორც DFRLab-ის გამოძიებამ აჩვენა, 33 ფეისბუქ ჯგუფის შემქმნელი აღმოჩნდა ერთი მარკეტინგული ფირმა, კეიპთაუნში ბაზირებული Fansgate, რომელიც ამ ანგარიშების საშუალებით COVID-19-ზე დეზინფორმაციას ავრცელებდა. Fansgate-ის მფლობელი ასევე იყენებდა ფეისბუქ გვერდს AppleBerry, საიდანაც ფეისბუქ ჯგუფებში არასამედიცინო ნიღბების მარკეტინგს აწარმოებდა.

"
წყარო: DFRLab

გარდა აშკარა ყალბი ამბებისა, აღნიშნული ქსელი ფეისბუქ მომხმარებლებზე ფსიქოლოგიურად მოქმედებდა და კორონავირუსის შესახებ ახალ ამბებს გაზვიადებულ და გამძაფრებულ კონტექსტში აქვეყნებდა. “უხანის ორი დამკრძალავი ბიურო დღეში 300-ზე მეტი ცხედრის კრემაციას ახდენს”; “აშშ-ის ბიოიარაღის შესახებ საკანონმდებლო აქტის შემქმნელი აცხადებს, რომ კორონავირუსი ბიოლოგიური ომის იარაღია”; “ჰუბეის პროვინციის ექიმები გვაფრთხილებენ უფრო საშიში და მომაკვდავი კორონავირუსით ხელახალი დაინფიცირების შესახებ, რომელიც უეცარ გულის შეტევას იწვევს”. ეს და სხვა მსგავსი ინფორმაციები საზოგადოებაში პანიკის გამოსაწვევად ყალბი პროფილების საშუალებით ფეისბუქ ჯგუფებში ვრცელდებოდა. სამიზნე ჯგუფს წარმოადგენდა როგორც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მოსახლეობა, ასევე ევროპაში, ფილიპინებში და ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები პირები.

Fangate-ისა და AppleBerry-ის შექმნილი ჯგუფები პოზიციონირებდნენ, როგორც საჯარო ინტერესის ჯგუფები და ქმნიდნენ შთაბეჭდილებას, თითქოს მათი მიზანი კორონავირუსის შესახებ განახლებული ინფორმაციის გავრცელება და ხალხის ინფორმირება იყო, თუმცა ეს ჯგუფები აღმოჩნდა კონსპირაციული თეორიების, დეზინფორმაციებისა და მანიპულაციური ცნობების გავრცელების ბუდე, სადაც თავად მოდერატორები ავრცელებდნენ ინფორმაციას ისეთი საეჭვო რეპუტაციის საიტებიდან, როგორებიცაა Breitbart, Zerohedge და Infowars.

|
წყარო: DFRLab

ფეისბუქ მომხმარებლების აღელვების შემდეგ, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ბაზირებული ფეისბუქ გვერდები და პროფილები პოტენციურ კლიენტებს სოციალურ ქსელში სთავაზობდნენ გამოსავალს: ნიღბების ნაკრებს 179 სამხრეთ აფრიკულ რანდად, იგივე 10$. “რას აკეთებს იმისთვის რომ დაიცვა საკუთარი თავი და ოჯახი?” ნიღბების შეთავაზება ამ მესიჯბოქსით ხდებოდა.

აღნიშნულ ფაქტის გამოძიების შემდეგ ფეისბუქმა Fansgate-თან დაკავშირებული არაავთენტური ანგარიშები წაშალა.

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist