COBRAID – “კობრა და აიდი” თუ რიგითი თერმოსკრინინგი?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

44
VIEWS

16 თებერვალს გამოცემამ tvalsazrisi.ge გამოაქვეყნა ინტერვიუ კარატეს ინსტრუქტორ კახა კაკაბაძესთან, სათაურით “კახა კაკაბაძე: ფრთხილად! მიმდინარეობს ტერორისტული სპეცოპერაცია “კოვიდპანდემია!”. სტატიაში კახა კაკაბაძე საუბრობს თერმოსკინინგზე და ამბობს, რომ მისი მთავარი დანიშნულება არა სიცხის გაზომვა, არამედ ადამიანის სკანირებაა. მისი მტკიცებით, ეს მოწყობილობა “მხეცისგან დაღდასმული” ადამიანის იდენტიფიცირებას მოახდენს და მხოლოდ ამის შემდეგ ექნება პიროვნებას პროდუქტების თუ აუცილებელი ნივთების ყიდვა-გაყიდვის უფლება. ავტორის მტკიცებით, საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ დიდ მარკეტებში დამონტაჟებულ სკრინინგ აპარატებს COBRAID („კობრაიდი“), კობრას ფორმა აქვს. ამასთან ერთად, ამ “ანტიქრისტეს მეფობის შემამზადებელი მექანიზმის” სახელწოდება შედგება ორი ნაწილისგან “კობრა” და “აიდი”, რომლის მთავარი ფუნქცია “ულტრაიისფერი დასხივების საშუალებით სამგანზომილებიანი შტრიხკოდის”  წაკითხვა იქნება.

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ანეკდოტური მტკიცებულებებია, რაც იმ კონსპირაციული თეორიის გაგრძელებაა, თითქოს პანდემია ადამიანების სამართავად არის შექმნილი.

“მხეცის ნიშნის სკანერი” თუ COVID-19 პანდემიის დიაგნოსტირების ერთ-ერთი საშუალება?

კახა კაკაბაძის მტკიცება, თითქოს თერმოსკინინგის აპარატი ადამიანის სკანირებისა და “მხეცის ნიშნის” იდენტიფიცირებისთვის გამოიყენება, იმ კონსპირაციულ თეორიათა ჯგუფს განეკუთვნება, რომელიც COVID-19 პანდემიას ან მასთან დაკავშირებულ საკითხებს “ეშმაკთან”, “მხეცთან” და “ანტი-ქრისტესთან” აკავშირებს, რაც გლობალური კონტროლის მცდელობად განიხილება. სინამდვილეში, ასეთი მოსაზრებები მოკლებულია სამეცნიერო მტკიცებულებებს და რელიგიის საფუძველზე მოსახლეობაში შიშის დანერგვას ისახავს მიზნად.

;

აპარატი, რომელიც “მხეცის ნიშნის” სამგანზომილებიანი შტრიხკოდის წასაკითხ საშუალებად არის წარმოდგენილი, სინამდვილეში მხოლოდ ადამიანის სხეულის ტემპერატურას კითხულობს. აპარატის უპირატესობაა მისი სისწრაფე და დისტანციის დაცვის შესაძლებლობა, რაც პანდემიის პირობებში პირდაპირ კონტაქტებს ამცირებს და  ხალხმრავალ ადგილებში ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

კახა კაკაბაძე “მხეცის შტრიხკოდის” წასაკითხი აპარატის ერთ-ერთ მაგალითად უთითებს კომპანია კიმატექის COBRAID-ის აპარატს, რომელიც ქართულ ბაზარზე პირველად 2020 წლის აგვისტოში გამოჩნდა. დისტრიბუტორი კომპანიის ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, რომ  ხალხმრავალი ადგილებისთვის განკუთვნილი COBRAID GO აპარატი პირთა იდენტიფიცირებას არ საჭიროებს და სამგანზომილებიანი შტრიხკოდის წაკითხვის ნაცვლად მომხმარებელს “ორგანზომილებიან” დახმარებას უწევს: ზომავს ტემპერატურას და უკონტაქტო დეზინფექციას ატარებს. ხოლო, COBRAID AI, რომელიც განკუთვნილია ობიექტებისთვის, სადაც კანონით განსაზღვრული წესებით თერმოსკრინინგი მიმდინარეობს, გვთავაზობს “სამგანზომილებიან” დახმარებას – ზემოთხსენებულ მომსახურებას ემატება  დაწესებულების თანამშრომლების აღრიცხვის მიზნით იდენტიფიცრება და კონკრეტული კომპანიისთვის შექმნილ გვერდზე ტემპერატურის შემოწმების შემდეგ ელექტრონული ჩანაწერის გაკეთება.

;;

მხეცის ნიშნის კონსპირაცია უცხოურ წყაროებში 

კონსპირაცია თითქოს ტემპერატურის საზომი აპარატით მოსახლეობა “ანტიქრისტეს ნიშნით’’ ინიშნება, რუსულ წყაროებშიც ვრცელდება: ამ თემას კონსპირაციული ვებ-გვერდი pandoraopen.ruzen.yandex.rucont.ws და pravdoiskanie.livejournal აშუქებდნენ, სადაც იდენტური შეთქმულებები სხვადასხვა დროს ვრცელდებოდა.

;

მხეცის ნიშანზე კონსპირაციები არც ინგლისურენოვანი წყაროების ყურადღების მიღმა რჩება. სინდი ჯეიკობსი არის ერთ-ერთი პირი, ვინც ქრისტიანებს მოუწოდებს, ტემპერატურის გაზომვა თავიდან აირიდონ.

;

ამ თემებზე შეთქმულებებს Qanon-ის სახელით ცნობილი კონსპირაციული ჯგუფის წევრებიც ავრცელებენ, რომლებიც ამტკიცებენ, რომ მხეცის ნიშნის წაკითხვა ზუსტად ამ აპარატით ხდება.

“მხეცის ნიშანზე” კონსპირაცია ადრეც ვრცელდებოდა, რასაც ვაქცინაციას და “მწვანე პასპორტებს” უკავშირებდნენ. დეტალები იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალაში:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: კონსპირაციის თეორია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist