ჩოგბურთელ დალილა იაკუპოვიჩის 2020 წლის ვიდეო უკონტექსტოდ ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

128
VIEWS

16 იანვარს ფეისბუქ-პროფილმა Zviad Bakuradze-მ ჩოგბურთელ დალილა იაკუპოვიჩის ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს, რომ ის კორტზე შეუძლოდ გახდა და დაეცა. პოსტის ავტორი წერს, რომ იაკუპოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობას ტოვებს. პოსტს ჩოგბურთელის ციტატაც ახლავს, რომელშიც ის ამბობს, რომ სუნთქვის პრობლემები არასდროს ჰქონია, თუმცა ამჯერად ვერ სუნთქავდა და დაეცა. პოსტის კომენტარებში ამ შემთხვევას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას უკავშირებენ.

Screenshot 1 ჩოგბურთელ დალილა იაკუპოვიჩის 2020 წლის ვიდეო უკონტექსტოდ ვრცელდება

ვიდეო და პოსტი, რომელშიც აღნიშნულია, რომ ჩოგბურთელი დალილა იაკუპოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ტურნირს გამოეთიშა, უკონტექსტო და შეცდომაში შემყვანია, რადგან ვიდეო 2 წლის წინ, 2020 წლის 13 იანვარსაა გადაღებული. იაკუპოვიჩის შეუძლოდ გახდომის მიზეზი მელბურნში რამდენიმეთვიანი ხანძრების გამო დაბინძურებული ჰაერი გახდა.

პოსტში მითითებული არ არის, თუ როდის მოხდა ვიდეოში ნაჩვენები შემთხვევა, რაც მკითხველს უქმნის შთაბეჭდილებას, რომ ვიდეო ახალია და 2022 წლის ავსტრალიის ღია პირველობაზეა გადაღებული, რომელიც 17 იანვარს დაიწყო და 30 იანვრამდე გაგრძელდება. რეალურად, იაკუპოვიჩის ვიდეო, რომელშიც ის მოედანზე შეუძლოდ ხდება და ეცემა, 2020 წლის ავსტრალიის ღია პირველობის საჩოგბურთო ტურნირიდანაა.

პოსტის კომენტარებში იაკუპოვიჩის სუნთქვის გაძნელების პრობლემას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას უკავშირებენ, რაც სრულიად შეუძლებელია, რადგან 2020 წლის იანვარში არათუ ვაქცინაცის პროცესი არ დაწყებულა, არამედ ჯერ მხოლოდ კორონავირუსის რამდენიმე შემთხვევა იყო დაფიქსირებული.

2020 წლის 13 იანვარს იაკუპოვიჩი იძულებული გახდა ჩემპიონატი საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაეტოვებინა მას შემდეგ, რაც სუნთქვის გაძნელებისა და ხველის პრობლემები შეექმნა, რისი მიზეზიც მელბურნში რამდენიმეთვიანი ხანძრების გამო დაბინძურებული ჰაერი გახდა.

დალილა იაკუპოვიჩის ციტატა, რომელიც პოსტს ახლავს, Associated Press-ის 2020 წლის 14 იანვარს გამოქვეყნებული სტატიიდანაა. იაკუპოვიჩი აღნიშნავდა, რომ ასთმა არ აქვს, სუნთქვის გაძნელებას არადროს შეუწუხებია და სიცხე მოსწონს კიდეც, თუმცა მელბურნში გამართულ ავსტრალიის ღია პირველობაზე მაინც შეუძლოდ გახდა. 

Screenshot 2 ჩოგბურთელ დალილა იაკუპოვიჩის 2020 წლის ვიდეო უკონტექსტოდ ვრცელდება

დეზინფორმაციული მტკიცებები ვაქცინაციის შემდეგ სპორტსმენების ჯანმრთელობის გაუარესებისა და გარდაცვალებების შესახებ “მითების დეტექტორმა” ადრეც გადაამოწმა, ვრცლად იხილეთ:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

 

დარღვევის ტიპი: შეცდომაში შემყვანი
ქვეყანა/ორგანიზაცია: ავსტრალია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist