ჩინეთში დაბადებული “გოჭ-ბავშვი” თუ იტალიელი ხელოვანის სკულპტურა?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

126
VIEWS

18 ნოემბერს ფეისბუქ-პროფილმა Aleqsandre Mgeladze-მ გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც წერს, რომ “ჩინეთში ღორმა გოჭ-ბავშვი დაბადა”. პოსტისთვის დართულ ვიდეოში ნაჩვენები არსება უმეტესად ბავშვის აგებულებისაა, თუმცა ღორის მსგავსი დინგი და ყურებიც აქვს.

გავრცელებული პოსტი ვიდეომანიპულაციას შეიცავს. რეალურად, ვიდეოში ნაჩვენები არსება იტალიელი ხელოვანის მიერ შექმნილი ჰიპერ-რეალისტური ფიგურაა და არა ბავშვი, რომელიც ჩინეთში ღორმა გააჩინა.

ვიდეოში ნაჩვენები არსება ჩინეთში დაბადებული ბავშვი არ არის, რეალურად ის იტალიელი ხელოვანის ლაირა მაგანუკოს ერთ-ერთი ნამუშევარია. მაგანუკო რეალურთან მაქსიმალურად მიმსგავსებულ სკულპტურებს სილიკონისგან ამზადებს, მათი უმეტესობა საშინელებათა ჟანრშია შესრულებული და ხშირად ჰიბრიდულია, ანუ ადამიანისა და სხვადასხვა ცხოველის გარეგნულ მახასიათებლებს აერთიანებს. 

მაგანუკოს “გოჭ-ბავშვის” ჰიბრიდული სკულპტურის ფოტოები და ვიდეოები საკუთარ ინსტაგრამ გვერდზე 2018 წლის 26 ივლისს აქვს გამოქვეყნებული და მისი შეძენის მსურველებისთვის ბმულიც აქვს მითითებული, თუმცა ამ ეტაპზე “გოჭ-ბავშვის” ფიგურა ხელმისაწვდომი აღარ არის.

გარდა ამ კონკრეტული ფიგურისა, ლაირა მაგანუკოს სხვა არაერთი სილიკონის სკულპტურა აქვს შექმნილი, რომლებიც როგორც მის ინსტაგრამზე, ისე ვებ-გვერდზეცაა გამოქვეყნებული. მაგანუკოს ვებ-გვერდიდან ნამუშევრების შეძენა ნებისმიერ მსურველს შეუძლია, მათი ფასი საშუალოდ 400-დან 2000 ევრომდე მერყეობს, თუმცა ზოგიერთი სკულპტურა 6000-8000 ევროც კი ღირს.

მსგავსი ვიზუალის ფოტოები, რომლებშიც ერთ ჩვილ ბავშვს კუდი, დანარჩენ ორს კი ზედმეტი კიდურები და ჭარბთმიანი ზურგი ჰქონდათ, 2021 წელსაც ვრცელდებოდა. ამ ანომალიებს ბავშვის მშობლების მიერ კორონავირუსის ვაქცინით აცრას უკავშირებდნენ, თუმცა რეალურად ფოტოზე კუდი პროგრამულად იყო ჩასმული, ჭარბთმიანობა და ზედმეტი კიდურები კი იშვიათი “მაქციის სინდრომით” დაბადებულ ბავშვებს აღენიშნებოდათ. ამ თემაზე ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” სტატია:

ადამიანისა და ცხოველის შეჯვარების ექსპერიმენტზე 2020 წელს საუბრობდა კრემლისტური გამოცემა “ნიუსფრონტიც”, რომელსაც გამოყვანილი ჰიბრიდის საილუსტრაციოდ ვიდეო თამაშის კადრი ჰქონდა გამოყენებული:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: იტალია, ჩინეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist