ჩეჩნეთის პარლამენტის დეპუტატები კადიროვის გამო ინსტაგრამს პროტესტს უცხადებენ

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

e819e4a53ebf459e97c26893102c39e6
141
VIEWS

Vesti.ru-ს ცნობით, ჩეჩნეთის პარლამენტის დეპუტატებმა ინსტაგრამის დატოვება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ამ სოციალურ ქსელში ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის რამზან კადიროვის ანგარიში დაიბლოკა.

დაბლოკვის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ჩეჩნეთის პარლამენტის სპიკერმა მაგომედ დაუდოვმა თავისი ანგარიში დახურა. მან განაცხადა, რომ იგი არ გამოიყენებს ინსტაგრამს, სანამ კადიროვის გვერდს ბლოკი არ მოეხსნება. РИА Новости  ჩეჩნეთის  პარლამენტის პრესს სამსახურის ინფორმაციაზე დაყდრნობით იუწყება, რომ დეპუტატთა სრულმა შემადგენლობამ დაუნდოვის ინიციატივას მხარი დაუჭირა. ჩეჩნეთის პარლამენტში 41 დეპუტატია.

შაბათს დილიდან კადიროვის ინსტაგრამის პროფილმა მუშაობა შეყწვიტა. ასევე მისი ფეისბუკ გვერდიც აღარ მუშაობს.

"

კადიროვის განცხადებით, მისი ინსტაგრამი მას შემდეგ დაიბლოკა, რაც აშშ-ის ფინანსთა დეპარტამენტმა კადიროვი “მაგნიტსკის” სიაში შეიყვანა და სანქცია დაუწესა. კადიროვის განცხადებით, ასეთი ქმედებები მიუთითებს იმაზე, რომ სოციალური ქსელები მოჩვენებითად არიან დამოუკიდებელნი ოფიციალური ვაშინგტონისგან.

მაგნიტსკის აქტი

აშშ-მა მაგნიტსკის აქტი 2012 წელს მიიღო. აქტით განისაზღვრა სანქციები იმ პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან სერგეი მაგნიტსკის დაკავებაში, არადამიანურ მოპყრობასა და სიკვდილში. სანქციები ვრცელდება იმ პირებზეც, რომლემლაც ფინანსური მოგება ნახეს სერგეი მაგნიტსკის დაკავებით, არადამიანური მოპყრობითა და სიკვდილით ან/და ჩართულნი იყვნენ მაგნიტსკის მიერ გამომჟღავნებულ კრიმინალურ საქმიანობაში. კანონით ასევე სანქციები განისაზღვრა იმ პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან  იმ ინდივიდების მკლველობაში, წამებასა და სხვა ადამიანის უფლებების დარღვევაში, რომლებიც რუსი ოფიციალური პირების არალეგალურ საქმიანობის გამომჟღავნებას და ადამიანის უფლებების და თავისუფლებების დაცვას ცდილობენ.

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist