ჩაიძირა თუ არა ტიტანიკთან ერთად დაწყევლილი მუმია?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

111
VIEWS

მომზადებულია Snopes-ის მასალისმიხედვით

ფართოდ გავრცელებულ ლეგენდებს შორის არის გადმოცემა, რომ ტიტანიკის ჩაძირვის დროს ბორტზე დაწყევლილი მუმია იყო განთავსებული, რომელიც ხომალდთან ერთად ჩაიძირა.

მითი: ლეგენდის მიხედვით, ქრისტეშობამდე 1 500 წლით ადრე ეგვიპტეში პრინცესა ამენ-რა ცხოვრობდა. გარდაცვალების შემდეგ ის ლუქსორში მდებარე აკლდამაში მოჩუქურთმებული ხის კუბოთი დაკრძალეს. 1890-იან წლებში 4 მდიდარი ინგლისელი ლუქსორში მიმდინარე არქეოლოგიურ გათხრებს მოსანახულებლად ეწვია. მათ გამორჩეული დეკორაციების მქონე სარკოფაგის ყიდვა შესთავაზეს, რომელშიც პრინცესა ამენ-რას ნეშტი იყო დასვენებული. სარკოფაგი ერთ-ერთმა ინგლისელმა შეიძინა და სასტუმროში წაიღო, რამდენიმე საათში კი უდაბნოსკენ მიმავალი დაინახეს. მას შემდეგ ის აღარავის უნახავს. უბედურება შეემთხვა მის 3 თანმხლებ პირსაც.

მიუხედავად გზაში გადამხდარი სხვა ფათერაკებისა, სარკოფაგმა ინგლისამდე ჩააღწია, სადაც ის ლონდონელმა ბიზნესმენმა შეიძინა. მას შემდეგ, რაც ბიზნესმენის ოჯახის 3 წევრი საგზაო ინციდენტის შედეგად დაშავდა, ხოლო მისი სახლი ხანძარმა დააზიანა, მან სარკოფაგი ბრიტანეთის მუზეუმს გადასცა.

როდესაც სარკოფაგი სატვირთო მანქანიდან მუზეუმის ეზოში გადაჰქონდათ, მანქანა მოულოდნელად დაიძრა და გამვლელს დაეჯახა. საკოფაგის მუზეუმის კიბეზე ატანისას ერთ-ერთმა მტვირთავმა ფეხი მოიტეხა, მეორე კი 2 დღის შემდეგ მოულოდნელად, დაუდგენელი მიზეზით გარდაიცვალა.

მუზეუმის ეგვიპტურ დარბაზში სარკოფაგის განთავსების შემდეგ დარაჯები ამბობდნენ, რომ ხშირად ესმოდათ ტირილი და კაკუნის ხმა სარკოფაგიდან. ღამით საკუთარი ადგილებიდან ხშირად ცვიოდა სხვა ექსპონატები. ერთ-ერთი დარაჯი სამუშაო საათების დროს გარდაიცვალა, რის გამოც სხვებმა სამსახურის დატოვება მოისურვეს. საბოლოოდ მუმია სარდაფში ჩაიტანეს, თუმცა ერთ კვირაში რელოკაციის ზედამხედველი გარდაცვლილი იპოვეს, ერთ-ერთი დამხმარე კი სერიოზულად დაავადდა.

ამ დროისათვის მუმიის ამბავმა პრესამდეც მიაღწია. ერთ-ერთმა ჟურნალისტმა სარკოფაგს ფოტო გადაუღო, რომლის გამჟღავნების შემდეგაც სარკოფაგზე დახატული სახის ნაცვლად ადამიანის თავზარდამცემი სახე ჩანდა. გავრცელდა ცნობები, რომ ამის შემდეგ ფოტოგრაფი საკუთარ საძინებელში ჩაიკეტა და თავი მოიკლა.

მალევე მუზეუმმა სარკოფაგი კერძო კოლექციონერს მიჰყიდა. მას ოკულტიზმის ცნობილი მიმდევარი, მადამ ჰელენა ბლავაცკი ეწვია. მან კოლექციონერს ურჩია სარკოფაგი რაც შეიძლება მალე მოეშორებინა თავიდან. საბოლოოდ, სარკოფაგში ამერიკელმა არქეოლოგმა საკმაოდ მაღალი საფასური გადაიხადა და მისი ნიუ-იორკში გადატანა გადაწყვიტა. სარკოფაგმა 1912 წლის აპრილში ახალ მფლობელთან ერთად ინგლისი ნიუ-იორკის მიმართულებით ხომალდ ტიტანიკით დატოვა. აისბერგთან დაჯახების შედეგად სარკოფაგი და მასში მოთავსებული პრინცესა ამენ-რას მუმია ტიტანიკთან ერთად ატლანტის ოკეანის ფსკერზე ჩაიძირა.

თუმცა, ლეგენდის სხვა ვერსია მუმიის ისტორიას აქ არ ასრულებს. ამ ვერსიის მიხედვით სარკოფაგი ტიტანიკის ჩაძირვამდე ერთ-ერთ სამაშველო ნავზე გადაიტანეს და მან ამერიკაში, შემდეგ კი კანადაში ჩააღწია, მაგრამ კანადიდან ინგლისში ტრანსპორტირებისას, 1914 წლის 29 მაისს ხომალდ Empress of Ireland-ს, რომელზეც სარკოფაგი იყო განთავსებული ნორვეგიული სატვირთო გემი დაეჯახა და ჩაძირა.

რეალობა: ცნობილია, რომ ტიტანიკის ბორტზე მუმია არ იმყოფებოდა. 1985 წელს ტიტანიკის ისტორიული საზოგადოების პრეზიდენტმა, ჩარლზ ჰაასმა მოიპოვა წვდომა დოკუმენტებზე, რომელშიც ჩამოთვლილი იყო, თუ რა გადაჰქონდა ხომალდს. მათ შორის სარკოფაგი არ ყოფილა. გარდა ამისა, აცდენაა დროშიც, ვინაიდან, ლეგენდის მიხედვით, კოლექციონერს, რომელმაც სარკოფაგი მის უკანასკნელ მფლობელს მიჰყიდა, მისი სასწრაფოდ გაყიდვა ჰელენა ბლავაცკიმ ურჩია. ჰელენა ბლავაცკი მართლაც იყო ცნობილი ოკულტი, თუმცა ის 1891 წელს გარდაიცვალა, ტიტანიკის საბედისწერო ვოიაჟი კი 1912 წელს განხორციელდა.

რაც შეეხება მუმიას, სახელი ამენ-რა არა პრინცესას, არამედ ერთ-ერთ ეგვიპტურ ღვთაებას ეკუთვნის, ხოლო პიროვნება, ვისზეც, სავარაუდოდ, ისტორია მიუთითებს, ღვთაება ამუნის ქურუმი ქალია, რომლის სარკოფაგის სახურავი (და არა მუმია) დღემდე ინახება ბრიტანეთის მუზეუმში და მისი ნახვა მეორე ეგვიპტურ ოთახშია შესაძლებელი (ექსპონატი No. 22542).

მითი დაწყევლილი მუმიის შესახებ უილიამ სტიდმა და დაგლას მარიმ შექმნეს. სტიდი ცნობილი ჟურნალისტი იყო,რომელსაც მისტიციზმის სჯეროდა. მარის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. არსებობს ვარაუდი, რომ ის ეგვიპტოლოგი იყო და ლეგენდაში ნახსენები მუმია ინგლისში მან ჩაიტანა, თუმცა ამის დამადასტურებელი მტკიცებულება არ არსებობს. სტიდმა და მარიმ საშიში ისტორია გამოიგონეს და ამტკიცებდნენ, რომ მუმია მათმა ნაცნობმა შეიძინა და იმ ოთახში, სადაც ის განათავსა, ყველაფერი დაიმსხვრა. ისინი ყვებოდნენ, რომ ყველგან, სადაც მუმია მიჰქონდათ, მას ნგრევა, ავადმყოფობა და სიკვდილი დაჰყვებოდა. ისტორიის გამოგონების შემდეგ ისინი ბრიტანეთის მუზეუმის ეგვიპურ ოთახს ეწვივდნენ და სწორდ აქ ნახეს ამუნის ქურუმის სარკოფაგის სახურავი, რამაც მათ სარკოფაგზე შემზარავი სახის გამოსახვის ისტორია შთააგონა. მათ ისტორია ჟურნალისტებს მოუყვნენ და ორი გამოგონილი ისტორიის გაერთიანება და ფართოდ გავრცელება ამდაგვარად მოხდა. ტიტანიკთან ერთად ჩაძირვის ნაწილი ისტორიას მას შემდეგ დაემატა, რაც უილიამ სტიდი ტიტანიკით ამერიკაში გაემგზავრა და მასთან ერთად ჩაიძირა. როგორც გადარჩენილთა მონათხრობიდან ირკვევა, სტიდმა დაწყევლილი მუმიის ისტორია თანამგზავრებსაც მოუყვა, მათ კი გადარჩენის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში ახსენეს.

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist