ჩაატარა თუ არა 2012 წელს დაფუძნებულმა მაკკეინის ინსტიტუტმა 1996 წელს თბილისში კონფერენცია?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

728
VIEWS

17 იანვარს ტელეკომპანია “ობიექტივის” გადაცემაში “სტუდია N8” პატრიოტთა ალიანსის წევრმა გურამ ნიკოლეიშვილმა თბილისში მაკკეინის ინსტუტის ორგანიზებით 1996 წელს გამართული საერთაშორისო კონფერენციის შესახებ ისაუბრა. ნიკოლეიშვილმა აღნიშნა, რომ კონფრენციას, 2019 წლის მსგავსად, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი დევიდ კრამერიც ესწრებოდა. ნიკოლეიშვილის მიხედვით, კონფერენციაზ ითქვა, რომ აფხაზეთის დასაბრუნებლად საქართველოს აფხაზეთთან ომი უნდა დაეწყო. 

გურამ ნიკოლაიშვილი, პატრიოტთა ალიანსი: „96 წელს მაკ კეინის ინსტიტუტმა ჩვენთან, როგორც, აი, 19 წელს, გამართა ასეთივე კონფერენცია და მაშინ იქ წარმოთქმული ის სიტყვა, აი,.. კრამერი იყო ზუსტად ჩამოსული და მაშინ თქვეს მათ, რომ საქართველომ რომ დაიბრუნოს აფხაზეთი, ამისათვის საჭიროა აფხაზეთთან ომი. ეს პირდაპირ არის, ეს ჩაწერილიც არის და საერთაშორისო დოკუმენტებიც გვაქვს…”

გავრცელებული ინფორმაცია 1996 წელს თბილისში გამართული საერთაშორისო კონფერენციის შესახებ მტკიცებულებების გარეშეა და ფაქტობრივ უზუსტობებს შეიცავს. რეალურად, მაკკეინის ინსტიტუტი 2012 წელს შეიქმნა, ხოლო ინტერნეტის ღია წყაროებში თბილისში 1996 წელს დევიდ კრამერის მონაწილეობით ჩატარებული საერთაშორისო კონფერენციის შესახებ ინფორმაცია არ იძებნება. 

გურამ ნიკოლაიშვილის განცხადება ფაქტობრივ უზუსტობას შეიცავს, კონკრეტულად კი მაკკეინის ინსტიტუტი, რომელსაც ის თბილისში საერთაშორისო კონფერენციის ჩატარებას მიაწერს, 1996 წელს არ არსებობდა და მხოლოდ 2012 წელს დაარსდა. მისი სათაო ოფისი ვაშინგტონში მდებარეობს, თავად ინსტიტუტი კი არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტის ნაწილია. ორგანიზაციის მიზანი დემოკრატიის, თანამშრომლობებისა და ადამიანის უფლებების დაცვაა. ასევე აშშ-სა და მის ფარგლებს გარეთ ლიდერების გაძლიერება. ინსტიტუტი ამერიკელი სენატორის, ჯონ მაკკეინის სახელს ატარებს. 

რაც შეეხება დევიდ კრამერს, ის საქართველოში 2019 წელს მაკკეინის ინსტიტუტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაზე “Now What?” ნამდვილად იმყოფებოდა. თუმცა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მან 1996 წელს თბილისში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, ღია ინტერნეტ წყაროებში არ იძებნება. 

Screenshot 1 2 ჩაატარა თუ არა 2012 წელს დაფუძნებულმა მაკკეინის ინსტიტუტმა 1996 წელს თბილისში კონფერენცია?
ფოტო: U.S. Department of State

1996 წელს დევიდ კრამერი 32 წლის იყო და აშშ-ს საჯარო სექტორში არ მუშაობდა. მან ამერიკის სახელწიფო დეპარტამენტში მუშაობა 2000 წლის აპრილში დაიწყო და აშშ-ის საჯარო დიპლომატიის საკონსულტაციო კომისიის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა დაიკავა. 2009 წლის ინავრამდე კრამერი სახელმწიფო დეპარტამენტში რამდენიმე პოზიციაზე მუშაობდა, მათ შორის დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და შრომის ბიუროს მდივნის თანაშემწედ და სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილედ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში.  

ამჟამად დევიდ კრამერი ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის მკვლევარია, სახელმწიფო დეპარტამენტში გატარებული წლების შემდეგ კი სხვადასხვა დროს Freedom House-ში, მაკკეინის ინსტიტუტსა და მარშალის ფონდში მუშაობდა. კრამერი ასევე არის თავისუფალი რუსეთის ფონდის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე

აღსანიშნავია, რომ 2019 წელს თბილისში საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის დროს საკონფერენციო დარბაზში პატიორტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი ტელეკომპანია “ობიექტივის” გადამღებ ჯგუფთან ერთად უნებართვოდ შეიჭრა. კრამერმა მათ ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდა. მოგვიანებით ინაშვილი კრამერისთვის საქართველოში ჩამოსვლის აკრძალვას ითხოვდა. 

Screenshot 2 2 ჩაატარა თუ არა 2012 წელს დაფუძნებულმა მაკკეინის ინსტიტუტმა 1996 წელს თბილისში კონფერენცია?

კონფერენციის შემდეგ “პატრიოტთა ალიანსი” და სხვა კრემლისტური აქტორები კონფერენციაზე ნატოს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის მიერ გაჟღერებული ინიციატივის შესახებ, რომელიც საქართველოს ნატოში გერმანიის მოდელით გაწევრიანებას გულისხმობს, დეზინფორმაციას და მანიპულაციურ ცნობებს აქტიურად ავრცელებდნენ. ამ თემაზე გაეცანით “მითების დეტექტორის” მასალებს:

დევიდ კრამერთან დაკავშირებით ყალბი ინფორმაცია  “პატრიოტთა ალიანსის მხარდამჭერმა” ფეისბუკ  გვერდმა ადრეც გაავრცელა. ამ თემაზე ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:

თემატიკა: პოლიტიკა
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

წყარო

სოლიდარობა მშვიდობისთვის
პოლიტიკური გაერთიანება „სოლიდარობა მშვიდობისთვის“

წყარო

ქართული
საზოგადოება “ქართული”

წყარო

United Neutral Georgia
საზოგადოებრივი მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველო”

წყარო

Untitled-1
საქართველო უპირველეს ყოვლისა - geo-first.com

წყარო

საქართველო-თუდეი
Sakartvelo Today News

წყარო

Untitled-1
შიინ ევროპისკენ

წყარო

skoti
სკოტ რიტერი

წყარო

Untitled-1
ერმილე ნემსაძე

წყარო

Untitled-1
iNews • აინიუსი

წყარო

პროფილი
ძალა სიმართლეშია

წყარო

Untitled-1
ემი ჯგუფი

წყარო

Untitled-1
InfoAnalytical.ge

წყარო

Untitled-1
სეზონი TV

წყარო

Untitled-1
Spacesnews • სივრცეები

წყარო

ზნ
zneoba.ge

წყარო

ტჰე
The Caucasian Telegraph

წყარო

ტაო
ტაონიუსი

წყარო

ფაქ
Fაქტები

წყარო

ცარ
Царьград

წყარო

ფონდ
სტრატეგიული კულტურის ფონდი - Фонд стратегической культуры (fondsk.ru)

წყარო

ახალი
ტელეკომპანია ახალი

წყარო

დავიტ
გიორგობიანი დავითი

წყარო

ახალ
ახალგაზრდული

წყარო

isa
ისაკაძე დავით

წყარო

მმკ
მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი (მმკ)

წყარო

ბავ
ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება

წყარო

წინ
წინააღმდეგობა / Resistance

წყარო

ილი
თავისუფალი არხი “ილიონი”

წყარო

კვ
ემზარ კვიციანი

წყარო

ირ
გოგავა ირაკლი

წყარო

ჰოტ
Hotnews.ge

წყარო

წს
wnews.ge

წყარო

სირც
სირცხვილის კორიდორი

წყარო

გ,
შენ ხარ საქართველო

წყარო

12
ტელეკომპანია TV12

წყარო

საქარ
საქართველო უპირველეს ყოვლისა

წყარო

ანტ
ანტი-პარადოქსი

წყარო

rua
შოთა აფხაიძე

წყარო

sa
News Front Georgia

წყარო

ტვ
თვალსაზრისი.გე - Tvalsazrisi.ge

წყარო

სტა
"სტალინი"

წყარო

ტიმ
Timenews.ge

წყარო

qaer
ქართული გვერდი/Georgian Page

წყარო

კა
კარდჰუ

წყარო

sd
აპოლიტიკური გაერთიანება "ლილე"

წყარო

st
TS • news

წყარო

ჯაბა - Copy
ჯაბა მუსელიანის ბლოგი

წყარო

რტ
Russia Today

წყარო

Zero Hedge
Zero Hedge

წყარო

სპუტ
სპუტნიკ საქართველო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist