Caucasian Telegraph არმენოფობიური ხასიათის დეზინფორმაციას და კონსპირაციებს აქვეყნებს

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

16
VIEWS

2020 წლის 2 ოქტომბერს ფეისბუქზე შეიქმნა ქართულენოვანი გვერდი The Caucasian Telegraph, რომელიც კორონავირუსთან და მსოფლიო პოლიტიკის სიახლეებთან ერთად პერიოდულად არმენოფობიურ ვიდეოებს აქვეყნებს. გვერდი ორი ადმინის მიერ საქართველოდან იმართება.

;

გვერდი ყარაბაღის კონფლიქტის განვითარებასთან ერთად გააქტიურდა, გამოქვეყნებული პოსტები ხშირად სომხურ დიასპორას მიემართება და მათ მსოფლიო საფრთხედ წარმოაჩენს, ჟღერდება ასევე პრორუსული, ანტიდასავლური და ჰომოფობიური გზავნილებიც.

  • ვიდეოები სომხური დიასპორის წინააღმდეგ 

29 ოქტომბერს გვერდზე გამოქვეყნდა რუსულენოვანი ვიდეო, სათაურით “სომხური დიასპორის ქსელი პუტინს ემუქრება.” ამავე დღეს განთავსდა ვიდეოს ქართულენოვანი ვერსიაც. ვიდეოში მთხრობელი სომხეთს ყარაბაღის ომში რუსეთის ჩართვის მცდელობის გამო ბრალს დებს, ასევე ნახსენებია, რომ სომხებს გააჩნიათ ტერორისტული ქსელები, ყურადღებაა გამახვილებული სომხური დიასპორის უფრო ადრეულ ანტირუსულ მცდელობებზეც, მაგალითად, კონსპირაციულ თეორიაზე, თითქოს მიხეილ გორბაჩოვი აშშ-ში სტუმრობისას სომხურმა დიასპორამ ყარაბაღის კონფლიქტის პროვოცირებისთვის მოისყიდა; გაჟღერებულია ანტიდასავლური და პრორუსული გზავნილები, ცნობილი რუსული პროპაგანდისტული გამოცემა “სპუტნიკი” კი მოხესნიებულია, როგორც ფსევდორუსული გამოცემა, რომელიც მისი რედაქტორის, მარგარიტა სიმონიანის, გავლენის გამო სომხურ ნარატივებს აშუქებს.

ვიდეოში ასევე ნათქვამია, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი დასავლური სპეც.სამსახურების დასმულია და ხელისუფლებაში სორორსის რევოლუციის შედეგად მოვიდა.

;

უკვე 6 ნოემბერს The Caucasian Telegraph-მა სომხური დიასპორა დაასახელა არა მარტო რუსეთისთვის საშიშად, არამედ გლობალურ საფრთხედაც და გამოაქვეყნა ვიდეო სათაურით: “სომხური დიასპორა გლობალურ საფრთხედ გადაიქცა, პირველი საფრანგეთი დაეცემა…” ვიდეოში აღნიშნულია, რომ საფრანგეთი, სადაც ყველაზე დიდი სომხური დიასპორაა, განადგურების განსაკუთრებული საფრთხის წინაშე დგას. ამგვარ საფრთხეზეა საუბარი აშშ-ს შემთხვევაშიც, ვიდეოს მიხედვით, დემოკრატებს სომხები მხარს უჭერენ და მათი გამარჯვება კატასტროფას გამოიწვევს. ვიდეოში ჟღერდება კონსპირაციები, ნახსენებია პარიზის მერის მოადგილე ანუშ ტორანიანი, რომელსაც, ვიდეოს ავტორის თქმით, სატანისტურ ჯგუფებთან აქვს კავშირი.

ვიდეო: “თუ ხელისუფლებაში მოვლენ დემოკრატები, რომლებსაც მხარს უჭერს სომხური ლობი, რომლებიც ასოცირდებიან მსოფლიო ცენტრის გავლენასთან და ყველგან ომისა და ქაოსის წარმოქმნასთან, მაშინ მათ შეუძლიათ შექმნან კიდევ უფრო მეტი ბოროტება და კონფლიქტების გაღვივება მსოფლიო მასშტაბით. ეს ის ძალებია, რომელთა გავლენითაც რომის პაპი ეწინააღმდეგება ტრადიციულ ღირებულებებს და ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზებას ითხვოს… ეს პროვოკატორები ანთებენ ომს სამხრეთ კავკასიაში რუსეთისა და თურქეთის საზღვრებთან… ანუშ ტორანიანი არის მსოფლიო სატანისტების დამხმარე, რომელიც მათი პატრონაჟით აღმოჩნდა პარიზის ვიცე მერის სავარძელში… ევროპა დაიღუპება, თუ გაიმარჯვებს სომხური ფაშიზმი.

;

წინა ვიდეოს მსგავსად, აქაც მეორდება ნარატივი იმის შესახებ, რომ სომხეთი რუსეთისგან დახმარებას ითხოვს მაშინ, როცა თავად არ ითვალისწინებს მის ინტერესებს. ნახსენებია ისიც, რომ საფრანგეთის არჩევნებში სომხური დიასპორა მაკრონის უჭერდა მხარს, მაშინ, როცა რუსეთის ინტერესებში მარინ ლე პენის გამარჯვება შედიოდა.

ვიდეოში აღნიშნულია ისიც, რომ ემანუელ მაკრონი სომხურ დიასპორას მხარს იმიტომ უჭერს, რომ თავადაც წარმოშობით სომეხია, თუმცა ღია წყაროებში მაკრონის წინაპრების შესახებ არსებული ინფორმაციით იგივე არ დასტურდება. მაკრონის ბებია-ბაბუების უმეტესობა ფრანგი, ერთ-ერთი დიდი ბაბუა კი ინგლისელი იყო.

  • მტკიცებულებების გარეშე გავრცელებული ვიდეო სომხური სამხედრო გეგმების შესახებ

16 ნოემბერს ამავე ფეისბუქ გვერდმა გაავრცელა ვიდეო, აღწერით “სომხეთის ბინძური ჩანაფიქრი გამოაშკარავდა.” ვიდეოს ავტორის მტკიცებით, სომხეთი s-300-ის ტიპის სარაკეტო სისტემებით აზერბაიჯანის საჰაერო სივრცეში საერთაშორისო სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებას გეგმავდა. ვიდეოს თანახმად, სომხეთის მიზანი იყო, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნა აზერბაიჯანს დაბრალებოდა. ვიდეოში აღნიშნული შემთხვევა უკრაინის საჰაერო სივრცეში მალაიზიური თვითმფრინავის ჩამოგდებასთან არის შედარებული,  ამასთანავე ნათქვამია, რომ ჩანაფიქრი აზერბაიჯანის მიერ s-300-ების განადგურების გამო ვერ განხორციელდა.

16 ნოემბერსვე გამოქვეყნდა ამავე ვიდეოს რუსულენოვანი ვერსიაც.

;

30 სექტემბერს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ ხოჯალის რეგიონში დაპირისპირებისას მოწინააღმდეგის S-300-ის სისტემა გაანადგურა. 17 ოქტომბერს კი აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც S-300-ის განადგურებაა ასახული. თუმცა სარაკეტო სისტემის განადგურების მიზეზად სომხეთის სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდების მცდელობა არ დასახელებულა.  შესაბამისად სომხეთის გეგმის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია მტკიცებულებების გარეშეა.

ამასთანავე აღსანიშნავია, რომ The Caucasian Telegraph- ის ვიდეოში ძირითადად გამოყენებულია კადრები რუსულ, თურქულ და ინგლისურენოვანი ინტერნეტში სხვადასხვა დროს გავრცელებული ვიდეოებიდან.  მაგალითად, ვიდეოს ერთ-ერთი კადრი სულაც არ ასახავს სომხურ-აზერბაიჯანულ კონფლიქტს, ის პირველად გამოჩნდა თურქული არხის  Ulusal Kanal-ის 2020 წლის 15 მაისის სიუჟეტში, სადაც საუბარი S-400-ის სარაკეტო სისტემებს ეხებოდა.

;

ვიდეოს კიდევ ერთი კადრი პირველად 2017 წლის 21 სექტემებერს რუსეთის მეხუთე არხმა გამოაქვეყნა და ბურიატიაში S-300-ების გამოცდას ასახავს.

;

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: კონსპირაციის თეორია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აზერბაიჯანი, რუსეთი, სომხეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist