ბრეგაძე და კრემლის მედია ავღანელი ლტოლვილების საქართველოში დასახლებაზე დეზინფორმაციას ავრცელებენ

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

55
VIEWS

2021 წლის 27 აგვისტოს, ულტრანაციონალისტური მოძრაობა “ქართული მარშის” ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ საკუთარ Facebook გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც იგი ამტკიცებს, რომ საქართველოში ავღანელი ლტოლვილების მასობრივი შემოყვანა და დასახლება იგეგმება. ბრეგაძემ აგრეთვე განაცხადა, რომ მისი ორგანიზაცია ამ ყველაფერს არ დაუშვებს, ვინაიდან მოცემული ნაბიჯი ქვეყნისთვის დემოგრაფიული კატასტროფის ტოლფასი იქნება.

სანდრო ბრეგაძე, ქართული მარში: “საქართველოს არ აქვს იმის საშუალება, რომ ავღანეთიდან ლტოლვილები მიიღოს!!! განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც გაჭირვებისა და უმუშევრობის გამო საქართველოდან უამრავი ჩვენი თანამემამულე იძულებულია წავიდეს ემიგრაციაში!!! ანუ რა გამოდის – ქართველებს მასობრივად ვუშვებთ საქართველოდან და მათ ნაცვლად ავღანელი ლტოლვილები ჩამოგვყავს, ეს 3 მილიონიანი ქვეყნისთვის სრული დემოგრაფიული კატასტროფაა!!! საქართველო ვერ და არ გახდება ავღანელი ლტოლვილების თავშესაფარი.”

27 აგვისტოს მონაცემებით,  ბრეგაძის პოსტს 200 რეაქცია და 105 გაზიარება აქვს.

აღსანიშნავია, რომ ბრეგაძის პოსტამდე ერთი დღით ადრე, 26 აგვისტოს, Საქართველოს მიერ ავღანელი მიგრანტების მიღებასთან დაკავშირებული დეზინფორმაცია რუსულენოვანი მედია-სააგენტო “NewsFront”-ის გვერდზეც გავრცელდა. “ლტოლვილები ავღანეთიდან – ამერიკის სიურპრიზი საქართველოს” ამ სათაურის სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობა მოცემული ქმედების პოტენციურ სავალალო შედეგებს ვერ აანალიზებს, ვინაიდან მიგრანტების ამხელა ნაკადს საქართველოს დემოგრაფიული სურათის შეცვლა შეუძლია.

“საქართველოს ხელმძღვანელობა ვერ აანალიზებს თავიანთ ქმედებებს. ქართული პროდასავლური ლიბერალური პოლიტიკური ელიტა ვერ ხვდება, რომ მიგრაციულ ნაკადებს შეუძლიათ შეცვალონ ეროვნული, რელიგიური და დემოგრაფიული მდგომარეობა ქვეყანაში. თანამედროვე კაცობრიობამ იცის ისტორიული, ეკონომიკური და სამხედრო-პოლიტიკური მოვლენებით გამოწვეული ადამიანების მასობრივი მიგრაციის მრავალი მაგალითი და მათი უარყოფითი შედეგები.”

1

Სტატია აგრეთვე აღნიშნავს, რომ საქართველოში ავღანელი მიგრანტების ნაკადის შემოსვლა გამოიწვევს დესტაბილიზაცას არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ მთელი სამხრეთ კავკასიის რეგიონში, ვინაიდან დადგება რადიკალური ისლამის გავრცელების საფრთხე. Მსგავსი ტიპის სტატია News Front-ის ქართულმა ვერსიამაც გამოაქვეყნა.

Აღსანიშნავია, რომ NewsFront-ის რუსულენოვანი სტატიის ავტორად შოთა აფხაიძეა მითითებული, რომელიც ცოტა ხნის წინ ავრცელებდა დეზინფორმაციას, თითქოს ამერიკელმა ჯარისკაცებმა ქაბულის აეროპორტში მშვიდობიან მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნეს:

26 აგვისტოს, NewsFront-ის მსგავსად, რუსულმა მედია სააგენტო “Sputnik Georgia”-მ შემდეგი მანიპულაციური სათაურის მქონე სტატია გამოქვეყნა: საქართველო ავღანეთიდან ლტოლვილების ნაწილს მიიღებს.” სტატია 647 ჯერ ინახა და 84 ჯერ გაზიარდა.

2

სტატია გააზიარა სპუტნიკ საქართველოს Facebook გვერდმა შემდეგი აღწერით: “მთავრობის მონაცემებით, ავღანეთიდან ლტოლვილების ცხოვრების ყველა ხარჯს საერთაშორისო ორგანიზაციები დაფარავენ.”

3

სტატია აგრეთვე გაზიარდა ჯგუფ “საერთაშორისო სტალინური მოძრაობა”-ში შემდეგი აღწერით: არ მივცეთ ამ ფაშისტურ ხელისუფლებას ქვეყანა გადააქციოს ამერიკა-რუსეთის საბრძოლო პოლიგონად!“

4

მტკიცება, რომ საქართველო ავღანელი ლტოლვილების მასიურ შემოყვანასა და დასახლებას გეგმავს დეზინფორმაციაა. საქართველოს მთავრობის მიერ გაკეთებულ განხადებაში ნათქვამია, რომ ქვეყანამ მიიღო გადაწყვეტილება, დროებითი თავშესაფარი მისცეს არა ავღანელ მოსახლეობას, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციების ავღანეთიდან ევაკუირებულ თანამშრომლებს. იგივე ფაქტი დადასტურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკანიანმა და მტკიცებას რუსული სააგენტოების მიზანმიმართული დეზინფორმაცია უწოდა.

რეალურად, 2021 წლის 26 აგვისტოს, საქართველოს მთავრობამ ავღანეთიდან საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ინსტიტუტების თანამშრომლებისა და პარტნიორების სასწრაფო ევაკუაციაში მონაწილეობის შესახებ განცხადება გაავრცელა, სადაც საერთაშორისო ჰუმანიტარული კრიზისის თავიდან აცილებაში საქართველოს როლს გაუსვა ხაზი და გამოკვეთა ის პასუხისმგებლობები, რასაც საქართველო ამ პროცესში ასრულებს:

“როგორც ცნობილია, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციები და პარტნიორი სახელმწიფოები, ახორციელებენ თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრების სასწრაფო ჰუმანიტარულ ევაკუაციას ავღანეთიდან. საქართველომ, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის ღირსეულმა წევრმა, პარტნიორებთან კონსულტაციების საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება, ჩართულიყო ამ პროცესში. შედეგად, ქართული მხარე დათანხმდა რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის, კერძოდ დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნული ფონდის (NED), საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI), აზიის განვითარების ბანკის (ADB) საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) და მსოფლიო ბანკის (WB) მომართვას, დახმარება აღმოუჩინოს მათ თანამშრომლებს ევაკუაციის და საქართველოს ტერიტორიაზე დროებითი განთავსების პროცესში.”

საქართველოში ავღანელი ლტოლვილების დასახლების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკანიანიც გამოეხმაურა. მისი თქმით, აღნიშნული პირები საქართველოს ტერიტორიას სატრანზიტო პუნქტად იყენებენ და უახლოეს პერიოდში გადამისამართებულნი იქნებიან სხვადასხვა ქვეყნებში.

დავით ზალკანიანი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი: “რუსული სააგენტოების მხრიდან მიზანმიმართულად ვრცელდება დეზინფორმაცია, თითქოს თბილისმა და საქართველომ ავღანელი ლტოლვილები შეიფარა, და რომ ჩვენ თბილისი ავღანელი ლტოლვილების თავშესაფარ ადგილად ვაქციეთ. ეს არის დროებითი ღონისძიება და უახლოეს პერიოდში მოხდება მათი შემდგომი გადამისამართება ამერიკის და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში.”

უკანასკნელი დღეების განმავლობაში, საქართველოში ავღანელი ლტოლვილების მიღების საკითხი ქართულ ტრადიციულ მედიაშიც განიხილებოდა. თალიბანის მიერ ქაბულის აღებისა და ამერიკული ძალების ქვეყნიდან გასვლისთანავე გამოიკვეთა სპეკულაციები იმის შესახებ, რომ დასავლეთი მიგრანტების ნაკადს ვერ გაუმკლავდებოდა და ადრე თუ გვიან საქართველოსაც მოსთხოვდა ლოტოლვილების მიღებასა და დასახლებას:

თარიღი/მედია გზავნილი
საქინფორმი, 17 აგვისტო არნო ხიდირბეგიშვილი, საქინფორმის მთავარი რედაქტორი: “სააკაშვილი იმედოვნებს, რომ ავღანელი ლტოლვილები პანკისში დაბინავდებიან და იქ დესტაბილიზაციას მოაწყობენ, რასაც სარიიდან გაქცეულმა ბოებიკებმა ვერ შეძლეს!”
ობიექტივი, 17 აგვისტო დავით თარხან-მოურავი, პატრიოტთა ალიანსი: “უდავოდ ჩვენამდე მოვა ეს თემა, უდავოდ ჩვენ გვეტყვიან ჩვენი ამერიკელი მეგობრები … რომ აბა, ეხლა მიიღეთ თქვენ ლტოლვილები ავღანეთიდან. არავითარ შემთხვევაში საქართველომ, რა თქმა უნდა, არ უნდა მიიღოს ავღანელი ლტოლვილები!”
საქინფორმი, 20 აგვისტო გიგლა ბარამიძე, პოლიტიკოსი: “20 ივლისს ვწერდი, რომ ლტოლვილების ნაკადი იქნება და ჩვენი მეგობარი პარტნიორები დაიწყებენ ჩვენს დამუშავებას, რომ მივიღოთ ნაწილი. კატეგორიული უარი უნდა ვთქვათ, რადგან ჩვენ საკუთარი ლტოლვილები გვყავს. და თუ ძალიან უნდა ამერიკას, ლტოლვილების მცირე ნაწილს მივიღებთ სოხუმში, გალში, გაგრაში, როდესაც დაგვეხმარებიან ამ ტერიტორიების აღდგენაში”.
ნიუსფრონტი, 22 აგვისტო რედაქცია: ”აჰყვება თუ არა საქართველო უკრაინას?! – უკრაინა აშშ-ს რისკის ჯგუფში შემავალი ავღანელების მიღებას სთავაზობს! [სათაური] საქართველოს ხელისუფლებამ აქამდე გაკეთებული განცხადებების მიხედვით, გამორიცხა ავღანეთიდან ლტოლვილების მიღება, მაგრამ რამდენად სანდოა უკრაინას ყველაფერში აყოლილი ხელისუფლება, თავად განსაჯეთ.”

 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: მიგრაცია
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ავღანეთი
წყარო

წყარო

rua
შოთა აფხაიძე

წყარო

ქარტტ
ქართული მარში

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist