ბრძოლა “შიდა მტერთან” და კოჰაბიტაცია რუსულ პროპაგანდასთან

სდს
1.4k
VIEWS

რუსული პროპაგანდა საქართველოს ხელისუფლებას პოლიტიკის დოკუმენტებში ქვეყნის წინაშე არსებულ საფრთხედ აქვს აღიარებული. დეზინფორმაციასთან ბრძოლის მიზნით, საქართველოს მთავრობასთან და სხვადასხვა სამინისტროებთან ფუნქციონირებენ სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახურები, ხოლო კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მედიის მომხმარებელთა მედეგობის გაზრდის მიზნით მედიაწიგნიერების ფუნქცია დაემატა, რომლის ფარგლებშიც 2019 წლიდან ვებ-პორტალი მედიაკრიტიკა ამოქმედდა.

იმის გასარკვევად, თუ რამდენად ებრძვიან სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახურები და მარეგულირებლის საკომუნიკაციო პლატფორმები დეზინფორმაციის გამოწვევებს, “მითების დეტექტორმა” შემდეგი გვერდები შეისწავლა: 1. მთავრობის სტრატკომის, 2. შსს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის; 3. თავდაცვის სამინისტროს სტრატკომის და 4. კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მედიაკრიტიკის ფეისბუკ გვერდები, მათი სამიზნეები და ის თემები შეისწავლა, რომელზეც აღნიშნული პლატფორმები რეაგირებდნენ.

"

"

სტრატკომების ერთიანი მონაცემები

სტრატკომებიდან ყველაზე ადრე, 2018 წლის 24 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს ფეისბუქ გვერდი შეიქმნა, რომელმაც 2020 წლის 4 ივნისს სახელი შეიცვალა და მთავრობის სტრატკომად გადაკეთდა, ხოლო 2020 წლის 3 ივნისს შსს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის სახელით ცალკე ფეისბუქ გვერდი შეიქმნა. თავდაცვის სამინისტროს სტრატკომის ფეისბუქ გვერდი კი 2020 წლის 5 თებერვალიდან ფუნქციონირებს.

"

დაფუძნების შემდეგ სტრატეგიული კომუნიკაციების ფეისბუკ გვერდებს სულ კონკრეტულ დეზინფორმაციაზე 28-ჯერ აქვთ რეაგირება მოხდენილი. როგორც ცხრილიდან ჩანს, გარკვეულ თემებთან დაკავშირებით თავდაცვის სტრატკომის გვერდი არ აკონკრეტებს, თუ უშუალოდ რომელი წყაროების მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციაზე რეაგირებს.


# მთავრობის სტრატკომი მედია სხვა
1 თბილისის ხელმეორედ ჩაკეტვა timer.ge “გაბედე”
2 გახარიამ ბაკურიანში უკანონო მშენებლობის ნებართვა გასცა TV-პირველი
3 ტრაბზონის დეპუტატის განცხადება ქართულ კორუფციაზე მთავარი არხი
4 საგამოცდო ცენტრების ანტისანიტარია მთავარი არხი
5 სავალდებულო ვაქცინაციაზე ხელმოწერა შორე შანიძე
6 დაგებული გზის ყალბი ფოტოები “გაბედე”
7 ლუგარის ლაბორატორია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
# შსს სტრატკომი მედია სხვა
1 რუსეთის მოქალაქეებთან კონფლიქტის ვიდეო gazeta.ru
2 ბეშუმში დაპირისპირებაზე დაშავებულები რუსთავი 2; ტაბულა; ტვ25
3 ბეჟან ლორთქიფანიძის კადრები აქციიდან რუსთავი 2
4 20 ივნისის შემდეგ გახარია ჟურნალისტებს ემალება რუსთავი 2, TV-პირველი
5 ხელფასების ზრდა შსს-ში რუსთავი 2
6 სამართალდამცავების მიერ მოქალაქის ძალადობრივი დაკავება მთავარი
7 თბილისში მამაკაცის გატაცება ფორმულა
8 სიუჟეტი შაქარაშვილის საქმეზე მთავარი
9 ბერა ივანიშვილის მეგობრის მართლმსაჯულებაში უკანონო ჩარევა მთავარი
10 თურქეთის მოქალაქეების მიერ საქართველოს საზღვრის გადმოკვეთა მთავარი
11 COVID-19-ით გარდაცვალებულთა სტატისტიკის გაყალბება მთავარი
# თავდაცვის სტრატკომი მედია სხვა
1 ღარიბაშვილთან ასოცირებული ყალბი გვერდი ფბ გვერდი “ახალი ძალა”
2 კომპანია “სერპანტინის” ლობირება TV-პირველი; მთავარი
3 მინისტრის ვილა ბაკურიანის რეკრეაციულ ზონაში მთავარი
4 5 სამხედროს საავადმყოფოში გადაყვანა (COVID-19)
5 სამხედროები და COVID-19
6 სავალდებულო სამსახურის სამხედროების დაინფიცირება
7 სამინისტროს გაყინული ღორის ხორცით მომარაგება TV-პირველი
8 დარბილებული ღორის ხორცით მომარაგება მთავარი
9 სამხედრო ფეხსაცმელები ნაციონალური მოძრაობა
10 ქალების სავალდებულო სამხედრო სამსახური

სტრატკომების რეაგირების სამიზნე ყველაზე ხშირად ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედია საშუალებები იყვნენ, მათგან ლიდერობს “მთავარი არხი” (10), მას თანაბრად მოსდევენ TV პირველი (4) და რუსთავი (4). აღსანიშნავია, რომ რუსთავი 2-ის სიუჟეტებზე პასუხი შსს-ს სტრატკომის გვერდს 2019 წლის 5-10 აგვისტოს აქვს გამოქვეყნებული, ხოლო მას შემდეგ, რაც რუსთავი 2-ს მფლობელი და გენერალური დირექტორი შეიცვალა და არხის საინფორმაციო გუნდმა რუსთავი 2-დან ახლადშექმნილ მთავარ არხზე გადაინაცვლა, რუსთავი 2 შსს-ს სტრატკომის ფეისბუქ პოსტებში დეზინფორმაციის წყაროდ მოხსენიებული აღარ ყოფილა.

კრიტიკის ობიექტები ასევე იყვნენ ტაბულა (1), ფორმულა (1), TV 25 (1), timer-ი (1) და ერთ შემთხვევაში რუსული გამოცემა gazeta.ru, რომელმაც ანტისაოკუპაციო აქციების შემდეგ გაავრცელა მასალა, თითქოს საქართველოში რუსეთის მოქალაქეებს პრობლემები ექმნებოდათ.

"

სხვა შემთხვევებში მთავრობის სტრატკომები მოძრაობა “გაბედეს” (2), ნაციონალური მოძრაობის (1), ფბ გვერდის “ახალი ძალა (1) და კერძო პროფილის (1) მიერ გავრცელებულ ინფორმაციებზე რეაგირებდნენ. ერთჯერ მოხდა ასევე რეაგირება ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ბრალდებებზე მთავრობის სტრატკომის მხრიდან.

მარეგულირებლის მედიაკრიტიკა

მარეგულირებლის მედიაკრიტიკას 2019 წლის 5 ნოემბრიდან 2020 წლის 7 ივლისის პერიოდში  გამოქვეყნებული მასალებიდან 77 კონკრეტული  მედია საშუალებების ან ოპოზიციური მედიის მასალების კრიტიკას ეთმობა.  მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ კრიტიკა უმეტეს შემთხვევაში ხელისუფლების მიმართ არალოიალურად განწყობილ მედიებს ეხება, როგორიცაა მთავარი არხი (39 სტატია), რომელსაც ტვ პირველი (18 სტატია) და ფორმულა (17 სტატია) მოსდევენ. კრიტიკის სუბიექტებს შორისაა ასევე რუსთავი 2 (11 სტატია).

"

მონიტორინგის პერიოდში  ტელეკომპანია იმედის კრიტიკის 10 შემთხვევა  გამოვლინდა, თუმცა აღნიშნული სტატიები მხოლოდ სამჯერ იყო უშუალოდ ტელეკომპანია იმედის წინააღმდეგ მიმართული, დანარჩენ შემთხვევებში კი ის მხოლოდ სხვა ტელეკომპანიებთან ერთად იყო მოხსენიებული. აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო პერიოდში ტვ “იმედის” კრიტია” საგრძნობლად იკლებს და მედია პლატფორმა ძირითადად “მთავარი არხის”, ტვ პირველის და ფორმულას წინააღმდეგ არის ფოკუსირებული.

მხოლოდ რამდენიმე სტატიას ვხვდებით საზოგადოებრივ მაუწყებელზე, ტელეკომპანია მაესტროსა და ასევე ონლაინ გამოცემებზე (primetime.ge; resonancedaily.com; akhalitaoba.ge; newposts.ge; presa.ge; alia.ge).

სხვა ონლაინ გამოცემებთან ერთად მხოლოდ ერთხელ მოხვდა მედიაკრიტიკის ფოკუსში კრემლთან დაკავშირებული NewsFront Georgia კორონავირუსის დროს  საგანგებო მდგომარების გამოცხადებისა და თბილისის ჩაკეტვის შესახებ.

მედიაკრიტიკის ფოკუსში მოხვდნენ ასევე რადო თავისუფლება, ნეტგაზეთი, on.ge და სხვა ონლაინ გამოცემები.

მითების დეტექტორი” ადრეც წერდა, რომ მარეგულირებლის მედიაკრიტიკის პოსტები, რომლებიც ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ არხებს ეხება, ხშირად დასპონსორებულია. დასპონსორებულ სტატიებში მოხვდა მასალა ნეტგაზეთის წინააღმდეგ, რომელსაც მანიპულაციური ფოტო და სათაური ახლავს თან (“ცალმხრივად გამჭვირვალე (ნეტ)გაზეთი”).

მედიაკრიტიკის სტატიას, რომელიც ფეისბუკისადმი მედიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ  გამოქვეყნებული მიმართვის პასუხად დაიწერა, ნეტგაზეთიც გამოეხმაურა. როგორც რედაქცია აცხადებს, მედიაკრიტიკა გამოყენებული ფოტოთი მანიპულირებს და მკითხველი შეცდომაში შეჰყავს.

“სტატიას ილუსტრაციად ახლავს ნეტგაზეთის ლოგო, რომლის ფონზე ჩანს დიდი რაოდენობით ფული. სათაურში გამჭვირვალობაზე აქცენტი და დამუქებულ ფონზე ფულის დიდი რაოდენობის გამოსახვა კომბინაციაში ქმნის მანიპულირების ნათელ მაგალითს და მკითხველში აჩენს ასოციაციას, რომ სტატია შესაძლოა ეხება ნეტგაზეთის გაუმჭვირვალე ფინანსებს. თუმცა აღნიშნულ სტატიაში ამაზე საუბარი არ არის და ვერც იქნება.”

"

""

აღსანიშნავია, რომ ეუთოს  დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) შეფასებით, ნეგაზეთი იმ გამოცემათა შორის მოხვდა, ვინც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს დაბალანსებულად აშუქებდა.

რომელი მედიები ვერ ხვდებიან მარეგულირებლის კრიტიკის ობიექტივში?

"

მარეგულირებლის  კრიტიკის ობიექტივში არ ხვდებიან ისეთი მედიები, რომლებიც ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებში სიძულვილის ენის და ანტიდასავლური განწყობების გაღვივების, ასევე დეზინფორმაციის გავრცელების გამო ფიგურირებენ; მედიაკრიტიკა არც ხელისუფლებასთან აფელირებული Post TV-ის შესახებ მასალებს აფასებს, რომლის ერთ-ერთი წამყვანი მარეგულირებლის მედია პლატფორმის ავტორიც არის.

მონიტორინგის პერიოდში არ გამოვლინდა სტატიები, რომლებიც რუსული დეზინფორმაციის მთავარ ქართულ წყაროებს გააკრიტიკებდა, როგორებიცაა: მედია-კავშირი ობიექტივი, სპუტნიკი, ასავალ-დასავალი, საქართველო და მსოფლიო და საქინფორმი. News Front Georgia, რომელიც ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით დეზინფორმაციებს რეგულარულად ავრცელებს, მარეგულირებლის კრიტიკის საგანი მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებულ თემატიკაზე სხვა ონლაინ გამოცემებთან ერთად გახდა. ამ მედიების მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციებზე მონაცემების მოძიება როგორც ადგილობრივი ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციების ვებ-გვერდებზე, ასევე ევროკავშირის EUvsDisinfo-ზეც არის შესაძლებელი.

""

გარდა იმისა, რომ მედიაკრიტიკას არცერთი მასალა არ აქვს გამოქვეყნებული პატრიოტთა ალიანსთან დაკავშირებულ ტვ “ობიექტივზე”, რომელიც თურქოფობიური და ჰომოფობიური განცხადებების გამო სიძულვილის ენის ბოლო წლების ანგარიშებში მუდმივად ფიგურირებს, მარეგულირებლის ვებ-პლატფორმის სტატიების ავტორად ამ ტელეკომპანიის წამყვანი და აღმასრულებელი პროდუსერი ზვიად ავალიანი გვევლინება, რომელიც მაყურებელს 5 ივნისს დაემშვიდობა. ზვიად ავალიანის Facebook გვერდის თანახმად, ის ამჟამად მედიაკრიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელია. გამოცემა “ნეტგაზეთის” წინააღმდეგ სტატიის ავტორადაც ზვიად ავალიანი გვევლინება.

"

ზვიად ავალიანს “მედიაკრიტიკაზე” 2019 წლის 5 ნოემბერს გამოქვეყნებული აქვს რეცენზია, სათაურით “რას ნიშნავს პრორუსული მედია?”, რომელშიც ავტორი საქართველოში რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლას “კუდიანებზე ნადირობას” ადარებს, რომლის მიზანიც განსხვავებული სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედია საშუალებების მარგინალიზაციაა.

 

წყარო

წყარო

Untitled-1
საქართველო უპირველეს ყოვლისა - geo-first.com

წყარო

საქართველო-თუდეი
Sakartvelo Today News

წყარო

Untitled-1
შიინ ევროპისკენ

წყარო

skoti
სკოტ რიტერი

წყარო

Untitled-1
ერმილე ნემსაძე

წყარო

Untitled-1
iNews • აინიუსი

წყარო

პროფილი
ძალა სიმართლეშია

წყარო

Untitled-1
ემი ჯგუფი

წყარო

Untitled-1
InfoAnalytical.ge

წყარო

Untitled-1
სეზონი TV

წყარო

Untitled-1
Spacesnews • სივრცეები

წყარო

ზნ
zneoba.ge

წყარო

ტჰე
The Caucasian Telegraph

წყარო

ტაო
ტაონიუსი

წყარო

ფაქ
Fაქტები

წყარო

ცარ
Царьград

წყარო

ფონდ
სტრატეგიული კულტურის ფონდი - Фонд стратегической культуры (fondsk.ru)

წყარო

ახალი
ტელეკომპანია ახალი

წყარო

დავიტ
გიორგობიანი დავითი

წყარო

ახალ
ახალგაზრდული

წყარო

isa
ისაკაძე დავით

წყარო

მმკ
მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი (მმკ)

წყარო

ბავ
ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება

წყარო

წინ
წინააღმდეგობა / Resistance

წყარო

ილი
თავისუფალი არხი “ილიონი”

წყარო

კვ
ემზარ კვიციანი

წყარო

ირ
გოგავა ირაკლი

წყარო

ჰოტ
Hotnews.ge

წყარო

წს
wnews.ge

წყარო

სირც
სირცხვილის კორიდორი

წყარო

გ,
შენ ხარ საქართველო

წყარო

12
ტელეკომპანია TV12

წყარო

საქარ
საქართველო უპირველეს ყოვლისა

წყარო

ანტ
ანტი-პარადოქსი

წყარო

rua
შოთა აფხაიძე

წყარო

sa
News Front Georgia

წყარო

ტვ
თვალსაზრისი.გე - Tvalsazrisi.ge

წყარო

სტა
"სტალინი"

წყარო

ტიმ
Timenews.ge

წყარო

qaer
ქართული გვერდი/Georgian Page

წყარო

კა
კარდჰუ

წყარო

sd
აპოლიტიკური გაერთიანება "ლილე"

წყარო

st
TS • news

წყარო

ჯაბა - Copy
ჯაბა მუსელიანის ბლოგი

წყარო

რტ
Russia Today

წყარო

Zero Hedge
Zero Hedge

წყარო

სპუტ
სპუტნიკ საქართველო

წყარო

gasp
არმენ გასპარიანი

წყარო

დე
გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა

წყარო

აა
ალტ-ინფო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist