ბორის გრებენშიკოვმა რუსეთის პროპაგანდისტულ არხებს სიმღერა “Вечерний мудозвон” მიუძღვნა

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

2
207
VIEWS

EUvsDisinfo აქვეყნებს მასალას, რომელიც ცნობილი რუსი როკ ვარსკვლავის და ჯგუფ “აკვარიუმის” სოლისტის ბორის გრებენშიკოვის  სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული დეზინფორმაციის კამპანიის წინააღმდეგ მიმართულ სიმღერას შეეხება.

სიმღერის სახელწოდებაა “вечерний мудозвон.” სასაუბრო რუსულ ენაზე мудозвон ნიშნავს ადამიანს, რომელიც სისულელეს ლაპარაკობს. თუმცა, სიმღერაში მთავარი ტექსტია:

“ის მოგიყვებათ, რასაც შეუკვეთავენ და გასცემს პასუხს შეკითხვას ყველას,

ხალხს აქვს სული, არ აქვს ფული, მერე რა? ცხვირი ხომ მოვხოცეთ ყველას.

ბზინავს როგორც ახალი მონეტა, მოწვეთავს მისგან ეთერზეთები,

და როცა ხალხი ჯვარს აცვამს ქრისტეს, მოყვება –  თურმე ქრისტე მტერია.”

სიმღერა გრებენშიკოვის ოფიციალურ Youtube არხზე 28 სექტემებრს გამოქვეყნდა და უკვე 2,557,235 ნახვა აქვს. Youtube-ს მომხმარებლები ვიდეოს ქვეშ კომენტარებს ტოვებენ: “კისილიოვ, გამოდი, გიცანით.”

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist