“ბოლო ჟამის ქრისტიანების” მიერ მკვდრადგამოცხადებული მღვდელი აკაპულკოს ტაძარში ისევ მსახურობს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

21
VIEWS

24 ნოემბერს ფეისბუქ ანგარიშმა “ბოლო ჟამის ქრისტიანები” ვიდეო შემდეგი წარწერით გამოაქვეყნა: “ვაქცინირებული კათოლიკე მღვდელი პირდაპირი ტრანსლაციისას მოკვდა.” ვიდეოში ჩანს სასულიერო პირი, რომელიც ქადაგების დროს წონასწორობას კარგავს და რამდენიმე ადამიანი მის დასახმარებლად მირბის.

"
გავრცელებული ვიდეოს აღწერა ყალბია. რეალურად, 2021 წლის 4 სექტემბერს სასულიერო პირი ქადაგებისას შეუძლოდ გახდა, თუმცა არ მომკვდარა და საკუთარი მდგომარეობა კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის არ დაუკავშირებია. ის ამჟამად საეკლესიო რიტუალებში აქტიურად მონაწილეობს. 

ვიდეოში ასახული სასულიერო პირი მამა ენჯელ კუევასია, რომელიც ქალაქ აკაპულკოს ერთ-ერთ ტაძარში (Parroquia Ntra Sra de Guadalupe) მსახურობს.  ადგილობრივი მედიის ცნობით, მან ქადაგებისას გონება 2021 წლის 4 სექტემბერს დაკარგა.

თუმცა 5 სექტემბერს ტაძრის ფეისბუქ გვერდის პირდაპირ ეთერში გამოჩნდა და აღნიშნა, რომ სამედიცინო დახმარების შედეგად თავს კარგად გრძნობდა და ჯანმრთელობას ყურადღებას აქცევდა. მან მრევლს ლოცვისთვის მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ რამდენიმე დღით დასვენება სჭირდეობოდა. მღვდელს საკუთარ გამოსვლაში არ უხსენებია, რომ მისი მდგომარეობა კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციასთან იყო კავშირში.

"
რამდენიმედღიანი დასვენების შემდეგ,  ბოლო დროს ტაძრის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ პირდაპირ ეთერებში მამა ენჯელ კუევასი ხშირად ჩნდება. ამ დროისთვის გვერდზე გამოქვეყნებულ ბოლო ვიდეოში ის პირველი დეკემბრის წირვაში მონაწილეობს.

"

ბოლო ჟამის ქრისტიანების მიერ გამოქვეყნებული ვიდეო ინტერნეტში 23 ნოემბრიდან ყალბი აღწერით ფართოდ ვრცელდებოდა, ვიდეო AP News-ისა და Reuters-ის ფაქტების ანალიტიკოსებმაც გადაამოწმეს.


 

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: მექსიკა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist