“ბოლო ჟამის ქრისტიანების” დეზინფორმაცია შინძო აბეს მკვლელობის შესახებ

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

100
VIEWS

11 ივლისს ფეისბუქ ანგარიშმა “ბოლო ჟამის ქრისტიანები” იაპონიის ყოფილი პრემიერის შინძო აბეს შესახებ პოსტი გამოაქვეყნა. აღწერის მიხედვით, 8 ივლისს მოკლული აბე WEF-ის (მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი) ბრძანებებს არ ემოჩილებოდა, 1.6 მილიონი დოზა ვაქცინა უკან გააგზავნა და მოქალაქეებს ივერმექტინით მკურნალობის ნება დართო. პოსტს თან ერთვის ფოტო, რომელზეც  იგივე წარწერები ინგლისურ ენაზეა დატანილი. 

Screenshot 5 4 “ბოლო ჟამის ქრისტიანების” დეზინფორმაცია შინძო აბეს მკვლელობის შესახებ

მტკიცება იმის შესახებ, რომ აბე მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ბრძანებების შეუსრულებლობის, 1.6 მილიონი ვაქცინის შეჩერებისა და მოქალაქეებისთვის ივერმექტინით მკურნალობის ნებართვის მიცემის გამო მოკლეს, ყალბია. რეალურად, აბემ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 2020 წლის აგვისტოში იაპონიაში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის დაწყებამდე ექვსი თვით ადრე დატოვა, ხოლო ივერმექტინი იაპონიაში კოვიდ-19-ის სამკურნალო ავტორიზებული პრეპარატი არ არის. 

იაპონიის პრემირ-მინისტრი შინძო აბე თანამდებობიდან 2020 წლის აგვისტოში ჯანმრთელობის პრობლემების გამო გადადგა, მაშინ კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინების შექმნა ჯერ კიდევ მიმდინარეობდა.  კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია იაპონიაში ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული ადამიანების აცრით 2021 წლის 17 თებერვალს დაიწყო. თანამდებობის დატოვებამდე 2020 წლის მაისში შინძო აბე  ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტებს შეხვდა და მათთან ერთად  კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინებისა და ეფექტური მკურნალობის გზების განვითარებისთვის საერთო თანამშრომლობა კიდევ ერთხელ დაადასტურა. 

რაც შეეხება იაპონიის მიერ კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის 1.6 მილიონი დოზის დაბრუნებას, შემთხვევა 2021 წლის აგვისტოში მოხდა. იაპონიაში მაშინ “მოდერნას” ვაქცინის 1.63 მილიონი დოზის შეჩერება მოხდა. კომპანიისა და იაპონური მხარის განმარტებით, ვაქცინების უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის ეჭვქვეშ დასაყენებლად რაიმე სახის მტკიცებულება აღმოჩენილი არ ყოფილა, თუმცა რადგან ადგილობრივმა დისტრიბუტორმა შეფუთვისას ვაქცინების რამდენიმე პარტიის დაბინძურების შესახებ ინფორმაცია მიიღო, გადაწყდა, პრომ პრევენციის მიზნით ვაქცინების მხოლოდ ამ ნაწილის გავრცელება შეჩერებულიყო. 

აღსანიშნავია, რომ ამჟამად იაპონიის მოსახლეობის 82.2% სრულად ვაქცინირებულია. 

Screenshot 6 5 “ბოლო ჟამის ქრისტიანების” დეზინფორმაცია შინძო აბეს მკვლელობის შესახებ
წყარო: Our World in Data

გავრცელებული პოსტის მიხედვით, აბემ მოქალაქეებს ივერმექტინით მკურნალობის ნება დაროთ. რეალურად, “ივერმექტინი” იაპონიის ფარმაცევტული და სამედიცინო სააგენტოს (PMDA) მიერ Covid-19-ის სამკურნალოდ ავტორიზებული მედიკამენტების ჩამონათვალში არ გვხვდება. 

რაც შეეხება შინძო აბეს მკვლელობას, ყოფილი პრემიერი 8 ივლისს ნარას პრეფექტურაში 41 წლის იაპონელმა ტეცუია იამაგამიმ ხელნაკეთი იარაღით მოკლა. 

იამაგამიმ გამოძიებას უთხრა, რომ აბე იმიტომ მოკლა, რომ ფიქრობდა, ყოფილი პრემიერ-მინისტრი იაპონიაში კონკრეტული რელიგიური ჯგუფის იდეოლოგიას ავრცელებდა, ხოლო იამაგამის დედის გაკოტრება სწორედ ამ ჯგუფისთვის გაკეთებულმა შეწირულობებმა გამოიწვია. აბეს მკვლელობის შესახებ გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს. 

შინძო აბეს მკვლელობა პანდემიასა და კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაშიც დაუკავშირეს, რაც არაერთმა ფაქტების ანალიტიკოსმა ორგანიზაციამ გადაამოწმა. 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: იაპონია, საქართველო
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist