Boikot-ი თუ გარსია ლორკას დახვრეტის წინ წაკითხული ლექსი?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

1.1k
VIEWS

15 დეკემბერს ფეისბუკ გვერდმა History of World Cinema ფოტო შემდეგი აღწერით გამოაქვეყნა: “ესპანელი დრამატურგი და პოეტი – ფედერიკო გარსია ლორკა დახვრეტის დროს ლექსს კითხულობს..(1936 წ, 19 აგვისტო). ტექსტს თან ახლავს შემდეგი სტრიქონებიც: “შენს ბედს რად დაჰყვა ცრემლმორეული მწარე ფორთოხლის გემო, გიტარასავით გადამსხვრეულო ესპანეთო ჩემო…”, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ლორკა სიკვდილის წინ სწორედ ამ ლექსს კითხულობდა და თანდართული ფოტოც სწორედ ამ სცენას ასახავს.

"
რეალურად, სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრი ესპანელი პოეტის, ლორკას სიკვდილს არ ასახავს, ის ესპანური მუსიკალური ჯგუფის Boikot-ის ვიდეოკლიპიდანაა ამოჭრილი, რომელიც 2011 წელს გადაიღეს. ლორკას დახვრეტის ამსახველი კადრი არ არსებობს და ფოტოზე აღბეჭდილი მამაკაცი არც ფიზიკური მახასიათებლებით ჰგავს ლორკას, რომელიც სიკვდილის დროს 38 წლის იყო; ამასთანავე პოსტში წარმოდგენილი ლექსი ქართველ პოეტს, შოთა ნიშნიანიძეს ეკუთვნის.

ფედერიკო გარსია ლორკას გარდაცვალების ზუსტი გარემოებები და მისი ნეშტის ადგილსამყოფელი ესპანეთის უახლესი ისტორიის ერთ-ერთ დიდ საიდუმლოებად კვლავ რჩება. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვერსიის მიხედვით, იგი ფრანკოისტებმა 19 აგვისტოს გამთენიისას გრანადის პროვინციაში, ვიზნარისა და ალფაკარის დამაკავშირებელ გზაზე მოკლეს და მისი ცხედარი იქვე დამარხეს.

ლორკას  გარდაცვალებიდან დაახლოებით 29 წლის შემდეგ, გრანადის პოლიციას პოეტის სიკვდილის გარემოებების შესახებ ანგარიშის დაწერა სთხოვეს. 2015 წელს გავრცელებული დოკუმენტების თანახმად, ლორკას მისი რწმენა-წარმოდგენებისა და იდეოლოგიის გამო დევნიდნენ, “სოციალისტსა და თავისუფალ მასონს” უწოდებდნენ და ჰომოსექსუალიზმში ამხელდნენ. 1936 წლის აგვისტოში, სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ, სახლს, რომელში ლორკა იმალებოდა, ოფიცრებმა ალყა შემოარტყეს, დაკავების შემდეგ ის მანქანით გადაიყვანეს “ფუენტე გრანდეს” სახელით ცნობილ ადგილას, სადაც შემდეგ მოკლეს და იქვე დამარხეს. ლორკას აღიარების შინაარსის შესახებ დეტალები არ გავრცელებულა და შესაბამისად, არც ის არის ცნობილი, თუ რას ამბობდა ესპანელი პოეტი სიკვდილის წინ.

სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტო, რომელზედაც შუა ხნის კაცს იარაღს უმიზნებენ, სინამდვილეში, ესპანური მუსიკალური ჯგუფის Biokot-ის ვიდეოკლიპის კადრია, რომელიც 2011 წელს გადაიღეს. კლიპის სიუჟეტი ფრანკოს რეჟიმის შესახებ ისტორიული მეხსიერების გაცოცხლებასა ისახავს მიზნად და ლორკას ისტორიასთან ერთად ხუან რამონ ხიმენესის, მიგელ ერნანდესისა და ანტონიო მაჩადოს ისტორიებით არის შთაგონებული.
"
"
აღსანიშნავია ისიც, რომ ფოტოზე მოქმედება დახურულ სივრცეში ხდება, ლორკა კი შენობის გარეთ დახვრიტეს. ამასთანავე ფოტოზე გამოსახული მამაკაცი ხანში შესულია, ლორკა კი გარდაცვალების დროს 38 წლის იყო. ისინი ერთმანეთს არც ფიზიკური მახასიათებლებით გვანან.
"
მარცხნიდან:ფედერიკო გარსია ლორკა, კადრი ესპანური  ჯგუფის კლიპიდან

ვინ არის ლექსის ავტორი?
ლექსი, რომელსაც თითქოს სიკვდილის წინ ლორკა კითხულობდა, სინამდვილეში ქართველ პოეტს, შოთა ნიშნიანიძეს ეკუთვნის და მას “ლორკას უკანასკნელი მონოლოგი” ჰქვია:

შენ ბედს რა დაჰყვა ცრემლგარეული

მწარე ფორთოხლის გემო!
გიტარასავით გადამსხვრეულო,
ო, ესპანეთო ჩემო!
ბედნიერი ვარ აწ და მარადის,–
მე მოკლული ვარ შენთვის,
ბედნიერებას ვეღარ წამართმევს
ვერა კაცი და ღმერთი.
იმ ღამით დათვრნენ გვარდიელები,
რა ეშმას საქმეს მორჩნენ.
სტვენით, ღრიალით და სიმღერებით
სცლიდნენ ვეება ტოლჩებს.
სვამდნენ…მღეროდნენ, უბრაგუნებდნენ
დუქნის იატაკს დეზებს…
და არც იცოდნენ უგუნურებმა–
ჩემსას მღეროდნენ ლექსებს…


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ესპანეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist