ბლოგერმა მარიუპოლიდან, რომელსაც რუსული მედია ყალბ ფეხმძიმობას აბრალებდა, ბავშვი გააჩინა

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

15.1k
VIEWS

9 მარტს რუსმა სამხედროებმა ქალაქ მარიუპოლის ბავშვთა საავადმყოფო და სამშობიარო სახლის შენობები დაბომბეს. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, 17 ადამიანი დაშავდა, სამი კი დაიღუპა. დაშავებულთა ფოტოები სოციალურ ქსელში ფართოდ გავრცელდა, თუმცა 10 მარტიდან რუსულმა მედია საშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ  ფოტოები, რომელზეც საჰაერო იერიშის შედეგად დაზარალებული ადამიანები არიან ასახულები, დადგმულია უკრაინელების მიერ. რუსული მედიასაშუალებების, RT на русском, Новости Первого канала მტკიცებით, ორსული ქალის როლი მარიუპოლელმა ბლოგერმა შეასრულა. მათი ვერსიით, უკრაინელების მიერ გავრცელებულ ფოტოებზე ერთი და იგივე გოგო არის ასახული.

1. ბლოგერმა მარიუპოლიდან, რომელსაც რუსული მედია ყალბ ფეხმძიმობას აბრალებდა, ბავშვი გააჩინა

2 3 ბლოგერმა მარიუპოლიდან, რომელსაც რუსული მედია ყალბ ფეხმძიმობას აბრალებდა, ბავშვი გააჩინა 3 3 ბლოგერმა მარიუპოლიდან, რომელსაც რუსული მედია ყალბ ფეხმძიმობას აბრალებდა, ბავშვი გააჩინა4 2 ბლოგერმა მარიუპოლიდან, რომელსაც რუსული მედია ყალბ ფეხმძიმობას აბრალებდა, ბავშვი გააჩინა

რუსული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მარიუპოლში სამშობიარო სახლის დაბომბვისას დაზარალებული, ორსული ქალის როლი მარიუპოლელმა ბლოგერმა შეასრულა, სიმართლეს არ შეესაბამება. მარიუპოლელი მარიანა საჰაერო იერიშის მომენტში მართლაც იმყოფებოდა მარიუპოლის მე-3 საავადმყოფოს სამშობიარო მეთვალყურეობის განყოფილებაში და 11 მარტს მისი ახალშობილის ფოტოებიც გავრცელდა.

11 მარტს უკრაინელმა ჟურნალისტმა  ოლგა ტოკარიუკიმ “ტვიტერზე” მარიუპოლელი  ორსული გოგოს შესახებ პოსტი გამოაქვეყნა, სადაც იგი წერდა, რომ მარიანა პოდგურსკაიას შვილი შეეძინა და რომ ის თავს კარგად გრძნობს. ჟურნალისტი ასევე წერდა, რომ ისინი ამ დროისთვის ისევ მარიუპოლში იმყოფებიან და მათ გათბობა არ ჰქონდათ.

5 2 ბლოგერმა მარიუპოლიდან, რომელსაც რუსული მედია ყალბ ფეხმძიმობას აბრალებდა, ბავშვი გააჩინა

სოციალურ ქსელში ასევე გავრცელდა მარიუპოლელი მარიანასა და მისი ახალშობილის ფოტოები.

6 1 ბლოგერმა მარიუპოლიდან, რომელსაც რუსული მედია ყალბ ფეხმძიმობას აბრალებდა, ბავშვი გააჩინა 7 ბლოგერმა მარიუპოლიდან, რომელსაც რუსული მედია ყალბ ფეხმძიმობას აბრალებდა, ბავშვი გააჩინა

10 მარტს რუსული მედია საშუალებები იმის დასადასტურებლად, რომ მარიანა რეალურად ორსულად არ იყო,  ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ მარიუპოლელმა ბლოგერმა თავისი ტელეგრამ არხი (@gixie_beauty) 25 თებერვალს შექმნა და მას ინსტაგრამ ანგარიშზე ისეთი ფოტოები არ ედო, რომლებიც დაადასტურებდა, რომ ის ნამდვილად ორსულად იყო.

რეალურად, მარიანა პოდგურსკაიას აქვს ორი ინსტაგრამ ანგარიში, რომელთაგანაც ერთი მისი პირადი ანგარიშია (krevvetochka), მეორეზე კი (gixie_beauty)  ის თავის მოვლის შესახებ რჩევებს იძლევა.  აღსანიშნავია, რომ მას თავისი ორსულობის ამსახველი ფოტოები თავის ბლოგზე აქვს გამოქვეყნებული.

8 ბლოგერმა მარიუპოლიდან, რომელსაც რუსული მედია ყალბ ფეხმძიმობას აბრალებდა, ბავშვი გააჩინა

ხაზგასასმელია, რომ 11 მარტს გავრცელებულ ფოტოზე ბლოგერის პარტნიორი – იური ვიშმირსკიც (vyshemirskij)  ჩანს. მამაკაცი მარიანას სხვა ფოტოებზეც არის მონიშნული.

9 ბლოგერმა მარიუპოლიდან, რომელსაც რუსული მედია ყალბ ფეხმძიმობას აბრალებდა, ბავშვი გააჩინა 10 ბლოგერმა მარიუპოლიდან, რომელსაც რუსული მედია ყალბ ფეხმძიმობას აბრალებდა, ბავშვი გააჩინა
იური ვიშიმირსკის ინსტაგრამის საკუთარ ანგარიშზე მარიანას ორსულობის განსხვავებული ფოტოებიც აქვს გამოქვეყნებული.

11 ბლოგერმა მარიუპოლიდან, რომელსაც რუსული მედია ყალბ ფეხმძიმობას აბრალებდა, ბავშვი გააჩინა

რაც შეეხება ტელეგრამის ანგარიშს, მარიანას განმარტებით, მან ტელეგრამის შექმნის გადაწყვეტილება  25 თებერვალს იმის გამო მიიღო, რომ ინსტაგრამი შეფერხებით მუშაობდა.

12 ბლოგერმა მარიუპოლიდან, რომელსაც რუსული მედია ყალბ ფეხმძიმობას აბრალებდა, ბავშვი გააჩინა
ამასთანავე, რუსული მედიასაშუალებები ამტკიცებდნენ, რომ უკრაინელების მიერ გავრცელებულ სამივე ფოტოზე, სადაც ორსული ქალი ჩანდა, ერთი და იგივე ადამიანი, მარიუპოლელი ბლოგერი – მარიანა პოდგურსკაია იყო ასახული. გარდა ამისა, მათი მტკიცებით, შეუძლებელი იყო მისი პოლიკლინიკაში ყოფნა, რამდენადაც იმ დროისთვის კლინიკა აზოვის ბატალიონს ჰქონდა დაკავებული. კადრებზე დაკვირვების შემდეგ კი ცხადი ხდება, რომ ფოტოებზე რეალურად ორი სხვადასხვა ადამიანია გამოსახული. ამის შესახებ ფაქტების გადამოწმების უკრაინული პლატფორმა Stopfake წერს.

13 ბლოგერმა მარიუპოლიდან, რომელსაც რუსული მედია ყალბ ფეხმძიმობას აბრალებდა, ბავშვი გააჩინა 14 ბლოგერმა მარიუპოლიდან, რომელსაც რუსული მედია ყალბ ფეხმძიმობას აბრალებდა, ბავშვი გააჩინა

10 მარტს რუსულ მედიაში ასევე გავრცელდა დეზინფორმაცია იმის შესახებ, რომ მარიუპოლის N1 სამშობიაროზე საჰაერო თავდასხმა იმის გამო განხორციელდა, რომ იქ “აზოვის” ბატალიონს საცეცხლე პოზიცია ეკავა და შენობაში ამ დროს პაციენტები არ იმყოფებოდნენ. რეალურად, კი რუსული სამხედრო ძალები მარიუპოლის მე-3 საავადმყოფოს დაესხნენ თავს. საავადმყოფო სამშობიარო სახლსა და საბავშვო პოლიკლინიკას აერთიანებს და მასში თავდასხმის დროს პაციენტები იმყოფებოდნენ.
ამის შესახებ ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის”  მასალა:
ვინ ავრცელებს დეზინფორმაციას მარიუპოლში სამშობიარო სახლის დაბომბვის შესახებ?


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist