BioNTech-ის დამფუძნებლის ვაქცინაციის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

22
VIEWS

6 დეკემბერს ფეისბუქ ანგარიშმა “ბოლო ჟამის ქრისტიანები” კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის ერთ-ერთი გამომგონებლის, კომპანია BioNTech-ის თანადამფუძნებლის უღურ შაჰინის ვიდეო გამოაქვეყნა. აღწერის მიხედვით, დოქტორი შაჰინი უსაფრთხოების მიზეზების გამო ვაქცინის მიღებაზე უარს ამბობს.

"
მტკიცება იმის შესახებ, რომ დოქტორი უღურ შაჰინი კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის მიღებაზე უარს “უსაფრთხოებსი მიზეზების” გამო ამბობს, მცდარია. რეალურად, მეცნიერი სრულად ვაქცინირებულია, ხოლო ვიდეო 2020 წლის 22 დეკემბრის ინტერვიუს ნაწილია, შაჰინი კი განმარტავს, რომ ჯერჯერობით მას ვაქცინის მიღების სამართლებრივი უფლება არ აქვს. 

“ბოლო ჟამის ქრისტიანების” მიერ გამოქვეყნებული ვიდეო ნაწყვეტია უღურ შაჰინთან DW-ს ინტერვიუდან, რომელიც 2020 წლის 22 დეკემბერს გამოქვეყნდა.

"
ინტერვიუს დასაწყისში ჟურნალისტი შაჰინს ევროკავშირში Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის ავტორიზაციას ულოცავს და ვაქცინაციის პროცესისა და პანდემიის მართვის შესახებ სხვადასხვა შეკითხვას უსვამს, ბოლოს კი ამბობს, რომ ერთი პირადი კითხვაც აქვს, კონკრეტულად კი აინტერესებს, თავად მან გაიკეთა თუ არა ვაქცინა. შეკითხვაზე შაჰინი პასუხობს, რომ მას ჯერჯერობით სამართლებრივად არ აქვს უფლება, რომ ვაქცინა გაიკეთოს. შაჰინი ამბობს, რომ მას სურს მისი თანამშრომლები და თავადაც ვაქცინირებულნი იყვნენ, რათა მუშაობა და ვაქცინების წარმოება სრული დატვირთვით განაგრძონ, ამიტომ კონპანია ამ ჯგუფისთვის ვაქცინების შეთავაზებაზე მუშაობას გეგმავს, თუმცა შაჰინის თქმით კომპანიის თანამშრომლებისთვის კლინიკურ კვლევებში მონაწილეობა აკრძალული იყო. მეცნიერი იმედოვნებს, რომ ამ საკითხს სამართლიან და სამართლებრივ გადაწყვეტას მოუძებნიან.

დოქტორი უღურ შაჰინი: “ამჟამად მე ვაქცინის მიღების სამართლებრივი უფლება არ მაქვს, რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა, რომ ეს შესაძლებელი იყოს, ჩვენი მიზანია 2021 წლისთვის 1.3 მილიარდი დოზა ვაწარმოოთ და ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მუშაობას 24/7-ზე ყოველგვარი შეფერხებების გარეშე გავაგრძელებთ. ჩვენ ჩვენი კოლეგები და გუნდი კოვიდ-19-სგან უნდა დავიცვათ, რადგან მათი ინფიცირება შეფერხებებს, დროის გაწელვასა და დაკარგულ ვაქცინებს ნიშნავს. ამიტომ ვფიქრობთ, ჩვენს პარტნიორებსა და გუნდის წევრებს დამატებითი ვაქცინები შევთავაზოთ. (…) ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ აქამდე ჩვენ არ გვქონდა უფლება კლინიკურ კვლევებში მონაწილეობა მიგვეღო, ეს კომპანიაში დასაქმებულთათვის აკრძალულია. (…) ვფქირობ, ამ ყველაფრის სამართლებრივ და სამარლიან გადაწყვეტას ვიპოვით. (buy ambien india) “

მნიშვნელოვანია ისიც, რომ გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა იენს შპანმა გერმანიის მოსახლეობის ვაქცინაციის გეგმა 2020 წლის 18 დეკემბერს გამოცხადა. გეგმის მიხედვით, კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი 27 დეკემბრიდან იწყებოდა და პირველ რისკ ჯგუფში 80 წელს გადაცილებული ადამიანები, მოხუცთა თავშესაფრების პერსონალი და კოვიდ-19-ით დაავადებულებზე მზრუნველი ინფიცირების მაღალი რისკის მქონე სამედიცინო პერსონალი შედიოდა.

აღსანიშნავია, რომ გერმანული გამოცემა BILD-ის 2021 წლის 18 მარტის ინტერვიუში უღუნ შაჰინმა ვაქცინის მეორე შემქმნელ ოზლემ ტურეცთან ერთად აღნიშნა, რომ მათ ვაქცინის პირველი დოზა BioNTech-ის სხვა თანამშრომლებთან ერთად უკვე გაიკეთეს. ბრიტანული გამოცემა The Times-ისთვის მიცემულ ინტერვიუში შაჰინმა ვაქცინის პირველი დოზის მიღების დროც დააკონკრეტა და თქვა, რომ პირველი აცრა თანამშრომლებთან ერთად იანვრის ბოლოს გაიკეთა.

დეზინფორმაცია იმის შესახებ, რომ დოქტორი უღუნ შაჰინი ვაქცინირებული არ არის, Reuters-ისა და Dogruluk PAYI-ის ფაქტების ანალიტიკოსებმაც გადაამოწმეს. BioNTech-ის წარმომადგენელმა როიტერსთან განმარტა, რომ შაჰინი სრულად ვაქცინირებულია, მან Pfizer/BioNTech-ის კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა 2021 წლის დასაწყისში გაიკეთა,  და ვაქცინის ბუსტერ დოზა ნოემბერში მიიღო.

კოვიდსაწინააღმედგო ვაქცინის მიღებაზე უარის თქმის შესახებ დეზინფორმაცია “მითების დეტექტორმა” Pfizer-ის დირექტორ ალბერტ ბურლაზეც გადაამოწმა, ვრცლად იხილეთ:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist