ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანები ვაქცინაციის შედეგად შემცირებული იმუნიტეტის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებს

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

116
VIEWS

2022 წლის 29 მარტს ფეისბუქ ანგარიშმა „ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანები“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ პოსტი გამოაქვეყნა. პოსტის მიხედვით, ოფიციალური მონაცემები აჩვენებს, რომ დიდ ბრიტანეთში, კანადასა და ახალ ზელანდიაში სამჯერ ვაქცინირებული ადამიანების უმრავლესობას შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომის (შიდსის) ახალი ფორმა უვითარდება. აღწერის მიხედვით, ვაქცინირებულებს არავაქცინირებულებთან შედარებით ვირუსებთან, ბაქტერიებთან, კიბოსთან და სხვა დაავადებებთან საბრძოლველად იმუნური სისტემა 75-80%-ით დაუქვეითდათ. ანგარიში წყაროდ ვებ-გვერდ dailyexpose.uk-ის სტატიას ეყრდნობა.

Screenshot 2 7 ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანები ვაქცინაციის შედეგად შემცირებული იმუნიტეტის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებს

მტკიცება იმის შესახებ, რომ დიდ ბრიტანეთში, კანადასა და ახალ ზელანდიაში სამჯერ ვაქცინირებულ ადამიანებს შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომის (შიდსის) ახალი ფორმა უვითარდებათ ყალბია და არასწორ გამოთვლებს ეყრდნობა. რეალურად, სამივე ქვეყანაში მოსახლეობის უმრავლესობა ვაქცინირებულია, შესაბამისად, ინფიცირების მაღალი დონე ვაქცინირებულ ადამიანებში ფიქსირდება, თუმცა ვაქცინაცია იმუნიტეტის დაქვეითებასა და შიდსის ახალ ფორმას არ იწვევს. 

“ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანების” მიერ წყაროდ მოყვანილი Daily Expose-ის სტატიის სტატისტიკური მონაცემები არასწორ გამოთვლებს ეყრდნობა. მასალის შესავალში ნათქვამია, რომ ინგლისში ვაქცინით შეძენილი იმუნიტეტის ეფექტიანობა სამჯერ აცრილ მოსახლეობაში ბუნებრივ იმუნიტეტთან შედარებით 80%-ით დაეცა, რაც ნიშნავს, რომ ადამიანებს ვირუსებთან, ბაქტერიებთან და კიბოსთან საბრძოლველად იმუნიტეტის მხოლოდ 20% დარჩათ. ამასთანავე აღნიშნული წყაროს მტკიცებით, კანადაში იმუნიტეტის ეფექტიანობის შემცირების მაჩვენებელი 75%-ია, ახალ ზელანდიაში კი 74%, იმუნიტეტის ამდენად შემცირება კი იმუნოდეფიციტის სინდრომის განვითარებას იწვევს. 

სტატიაში სამ ქვეყანაში ვაქცინირებულთა და არავაქცინირებულთა შორის კორონავირუსით ინფიცირების რაოდენობებია მოყვანილი. მასალაში ნათქვამია, რომ ინფიცირების დონე ვაქცინირებულებში ბევრად მაღალია, ვიდრე არავაქცინირებულებში, რაც მოსახლეობის იმუნიტეტის დაქვეითებასა და იმუნოდეფიციტის სინდრომის განვითარებაზე მიანიშნებს.   თუმცა, რეალურად, ის ფაქტი, რომ ინფიცირების მაჩვენებელი არავაქცინირებულებში უფრო ნაკლებია, ვიდრე ვაქცინირებულებში, ვაქცინირებულთა იმუნიტეტის დავადრნას არ ადასტურებს.  პირველი თებერვლის მონაცემებით, დიდი ბრიტანეთის  მოსახლეობის 72.1% სრულად ვაქცინირებული იყო, მათი 55.6% კი ბუსტერ დოზითაც იყო აცრილი.  კანადის შემთხვევაში მოსახლეობის 79.5% სრულად ვაქცინირებული იყო, მათგან 41.%-ს კი ბუსტერ დოზაც მიღებული ჰქონდა. ახალ ზელანდიაში ეს მაჩვენებლები 77.3%-სა და 27.6%-ს შეადგენდა.

Screenshot 3 7 ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანები ვაქცინაციის შედეგად შემცირებული იმუნიტეტის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებს
წყარო: Our World in Data

Daily Expose-სა და “ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანების” პოსტში მოყვანილი სამივე ქვეყნის მონაცემები პირველი თებერვლის შემდგომ სტატისტიკას ეყრდნობა, რაც ნიშნავს, რომ სამივე ამ ქვეყანაში სრულად ვაქცინირებული მოსახლეობა უმრავლესობას წარმოადგენს და არაფერია უცნაური იმაში, რომ ინფიცირების ყველაზე მაღალი დონეც მოსახლეობის უმრავლესობაში ფიქსირდება. 

მართალია, ამჟამად ინფიცირების მაჩვენებელი ვაქცინირებულებში უფრო მაღალია, ვიდრე არავაქცინირებულებში, რადგან მოსახლეობის უმრავლესობა უკვე სრულად ვაქცინირებულია, თუმცა, მაგალითად, კანადის მონაცემები ცხადყოფს, რომ ვაქცინაციის დაწყებიდან 2022 წლის 20 მარტამდე პერიოდში ინფიცირების, ჰოსპიტალიზებისა და სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საერთო ჯამში არავაქცინირებულ მოსახლეობაში დაფიქსირდა. 

Screenshot 6 6 ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანები ვაქცინაციის შედეგად შემცირებული იმუნიტეტის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებს
წყარო: Health-infobase.canada.ca

რაც შეეხება მტკიცებას იმის შესახებ, რომ სამჯერ აცრილ ადამიანებში ინფიცირების მაღალი დონე იმუნური სისტემის დაქვეითებაზე მიანიშნებს, რეალურად, იმუნიტეტი ინფექციის  თავიდან აცილების გარდა, ინფიცირების შემდეგ დაავადებასთან ბრძოლის ფუნქციასაც ასრულებს, ხოლო ის, რომ აცრილი ადამიანი კორონავირუსით მაინც დაავადდა, არ ნიშნავს, რომ მისი იმუნიტეტი იმდენად დაქვეითდა, რომ შიდსი უვითარდება.   ცნობილია ისიც, რომ ვაქცინაციის შედეგად დაცვა დროთა განმავლობაში იკლებს, შესაბამისად, ვაქცინაციის თავიდან ჩატარება ხდება საჭირო, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ვაქცინაცია იმუნიტეტს აზიანებს. ხაზგასასმელია ისიც, რომ ვაქცინაციის შედეგად იმუნური სისტემის გაძლიერება არა ერთმა კვლევამ დაადასტურა. 

ბუნებრივ და ვაქცინაციის შედეგად მიღებულ იმუნიტეტთან დაკავშირებით საინტერესოა ისიც, რომ 2021 წლის ოქტომბრის აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მიერ გამოქვეყნებულმა  ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ არავაქცინირებული ზრდასრულებს, რომლებიც 3-6 თვით ადრე იყვნენ ინფიცირებულნი, სრულად ვაქცინირებულ ზრდასრულებსთან შედარებით რეინფიცირების ხუთჯერ მეტი შანსი აქვთ. 

Screenshot 4 7 ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანები ვაქცინაციის შედეგად შემცირებული იმუნიტეტის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებს

ბიბლის მორწმუნე ქრისტიანების პოსტში შიდსის ახალი სახეობის შესახებ საუბრისას გამოყენებულია ჰეშთეგი #VAIDS, რომელიც იშიფრება როგორც  vaccine acquired immunodeficiency syndrome ანუ ვაქცინით შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი. ამ ტერიმინს ანტივაქსერები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შედეგად დაქვეითებული იმუნიტეტის მნიშვნელობით იყენებენ. რეალურად, ასეთი დაავადება არ არსებობს ისევე, როგორც არ არსებობს იმის მეცნიერული მტკიცებულება, რომ ვაქცინაცია შიდსს ან მის რაიმე ფორმას იწვევს. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” სტატიები:

წყაროების  შესახებ 

The Daily Expose 2020 წლის ნოემბერში, გაერთიანებულ სამეფოში შეიქმნა. ვებ-გვერდი Covid-19-ის კონსპირაციულ თეორიებსა და ვაქცინაციის საწინააღმდეგო სიახლეებს ხშირად აქვეყნებს. ვებ-გვერდზე ავტორების, რედაქტორების ან მფლობელების შესახებ ინფორამცია ხელმისაწვდომი არაა. 

Screenshot 5 7 ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანები ვაქცინაციის შედეგად შემცირებული იმუნიტეტის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებს

გამოცემის მიერ გავრცელებული ინფორმაციები არაერთმა ფაქტების გადამამოწმებელმა ორგანიზაციამ გადაამოწმა, მათ შორის fullfact-მა და politicact-მა. ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული დეზინფორმაცია საქართველოში ადრეც გავრცელდა, ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” სტატია:

რაც შეეხება ფეისბუქ ანგარიშს “ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანები,” ანგარიშის მიერ ანტივაქსერული შინაარსის დეზინფორმაციები და კონსპირაციები “მითების დეტექტორმა” არაერთხელ გადაამოწმა, ვრცლად იხილეთ:


მითების დეტექტორის ლაბორატორია


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist