4 იანვარს ფეისბუქ ანგარიშმა “ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანები” გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ნათქვამია, რომ ბიზნესმენი ირაკლი ჭკადუა, რომელიც სამჯერ იყო აცრილი, გარდაიცვალა. ““ვაქცინა” ძალიან ეფექტურია” – ნათქვამია პოსტში. ირაკლი ჭკადუას ფოტოები ატვირთულია ალბომში სახელწოდებით “მხეცის ინექციის მსხვერპლნი”.
მტკიცება, რომ ირაკლი ჭკადუას გარდაცვალება ვაქცინაციას უკავშირდება, სიმართლეს არ შეესაბამება.
“მითების დეტექტორი” ინფორმაციის გადასამოწმებლად დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ ირაკლი ჭკადუას გარდაცვალებას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინასთან კავშირი არ აქვს.
ფეისბუქ ანგარიშს “ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანები” კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შემდეგ მცდარი და მანიპულაციური ინფორმაცია წარსულშიც არაერთხელ გაუვრცელებია. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მიერ მომზადებული მასალები:
- 86% თუ 1% – ფაიზერის კვლევაში მონაწილე ბავშვების რამდენ პროცენტს გამოუვლინდა მძიმე გვერდითი მოვლენები?
- ბრიტანეთის ავიახაზების 4 პილოტის დაღუპვის ვაქცინაციასთან კავშირზე დეზინფორმაცია ვრცელდება
- დეზინფორმაცია, თითქოს ვაქცინის მიღებიდან 3 დღეში 45 000 ადამიანი გარდაიცვალა
- კალათბურთელი, რომლის გარდაცვალებასაც ვაქცინაციას უკავშირებენ, ცოცხალია
- სლოვენიის სამედიცინო უნივერსიტეტის მედდა თუ ანტივაქსერი? – ვინ ავრცელებს დეზინფორმაციას ვაქცინების შესახებ?
- “მხეცის ნიშანი” თუ პიცერიის ნომერი – რას ასახავს “ბოლო ჟამის ქრისტიანების” ვიდეო?
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია