ბერმუდის სამკუთხედში წყალქვეშა პირამიდის აღმოჩენის ამბავი სათავეს სატირული გამოცემიდან იღებს 

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

25.1k
VIEWS

2021 წლის 18 მაისს ქლიქბაით გვერდმა intermedia.ge გამოაქვეყნა სტატია, სათაურით: “მეცნიერებმა ბერმუდის სამკუთხედში აღმოჩენილ პირამიდებს ვერაფერი გაუგეს”. სტატიის თანახმად, ბერმუდის სამკუთხედში ზღვის ფსკერზე 150 მეტრის სიმაღლის მინის იდუმალი პირამიდა გასული საუკუნის 70-იან წლებში ჩარლზ ბერლიცის სამეცნიერო ჯგუფმა ექსპედიციისას აღმოაჩინა. სტატიაში ნათქვამია, რომ პირამიდა “სამკუთხედის” ცენტრში მდებარეობს და სწორედ ის იწვევს იმ ანომალიურ მოვლენებს, რომლებსაც ბერმუდის სამკუთხედს მიაწერენ, თუმცა ამერიკის მთავრება ამ აღმოჩენის შესახებ ინფორმაციის დამალვას ცდილობდა. intermedia.ge იმასაც აღნიშნავს, რომ 1990-იან წლებში ბერმუდის სამკუთხედში ოკეანოგრაფმა ვერლაგ მეიერმა სხვა 2 პირამიდაც აღმოაჩინა.

;
2021 წლის 28 მაისის მდგომარეობით intermedia.ge-ის სტატია 300-ზე მეტმა ფეისბუქ მომხმარებელმა გააზიარა.

ცნობა ბერმუდის სამკუთხედის ფსკერზე იდუმალი პირამიდის აღმოჩენის შესახებ დეზინფრომაციაა, რომლის განსხვავებული ვერსიები ინტერნეტფორუმებსა და ქლიქ-ბაით გვერდებზე 2012 წლიდან ვრცელდება და სათავეს ამერიკული სატირული გამოცემის 1990 წლის სტატიიდან იღებს. მსგავსი მტკიცებულება არ არსებობს. ამასთანავე, intermedia.ge-ის სტატიაში ნახსენები ჩარლზ ბერლიცი სინამდვილეში ამერიკელი ლინგვისტი და პოლიტიგლოტი იყო, ხოლო “ცნობილი ოკეანოგრაფი ვერლაგ მეიერი”  სატირულმა გამოცემამ გამოიგონა. 

ბერმუდის სამკუთხედის ფსკერზე პირამიდის აღმოჩენის შესახებ სენსაციური ამბავი პირველად ამერიკული სატიკური გამოცემის The Weekly World News-ის 1990 წლის მაისის ნომერში დაიბეჭდა. intermedia.ge-ის მიერ ნახსენები ოკეანოგრაფი ვერლაგ მეიერიც პირველად სწორედ სატირული ჟურნალის სტატიაში გამოჩნდა და რეალურად ასეთი პიროვნება არ არსებობს.

; ;
The Weekly World News-ის მიერ შეთხზული ამბავი 2012 წელს სხვადასხვა ვებ-გვერდზე და ბლოგზე გამოჩნდა, თუმცა დროთა განმავლობაში სახე იცვალა და სხვადასხვა სტატიაში პირამიდის აღმომჩენად ზოგჯერ გამოგონილი ოკეანოგრაფი ვერლაგ მაიერია დასახელებული, ზოგჯერ – “ფრანგულ-ამერიკული სამეცნიერო ექსპედიცია”, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში – ნატურალისტი რეი ბრაუნი. 2012 წლის ერთ-ერთი სტატიის მიხედვით, ბრაუნმა პირამიდები 1968 წელს ბაჰამის კუნძულებთან ახლოს აკვალანგით ყვინთვისას შემთხვევით აღმოაჩინა, თუმცა ჟანგბადის სიმცირის გამო პირამიდის დეტალურად შესწავლა ვერ მოახერხა. Google-ის საძიებო სისტემა დოქტორი რეი ბრაუნის ძიებისას რამდენიმე გვერდის ბმულს გვიჩვენებს, სადაც რეი ბრაუნი ბერმუდის სამკუთხედის პირამიდის კონტექსტშია მოხსენიებული, თუმცა საკუთრივ მისი სამეცნიერო საქმიანობის შესახებ ინფორმაცია არ იძებნება. ამასთანავე, სხვადასხვა სტატიაში რეი ბრაუნის მიერ პირამიდის აღმოჩენის ისტორია განსხვავებულადაა მოთხრობილი, ამბის ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, რეი ბრაუნმა იდუმალ პირამიდას ფოტოები და ვიდეო გადაუღო, თუმცა მისი კამერა შტორმმა გაანადგურა, ხოლო ბრაუნმა პირამიდისთვის ახალი სურათების გადასაღებად უკან დაბრუნება ვერასდროს ვეღარ მოახერხა, რის გამოც “აღმოჩენის” დამადასტურებელი მტკიცებულებად ბრაუნის მონათხრობის გარდა არაფერი მოიპოვება.

intermedia.ge-ის სტატიაში “ბერმუდის სამკუთხედის პირამიდის” კიდევ ერთი აღმომჩენი ჩარლ ბერლიცა. ვარლაგ მეიერისა და რეი ბრაუნისაგან განსხვავებით, იგი რეალური პიროვნებაა, თუმცა ბერლიცი არა ოკეანოგრაფი, არამედ ამერიკელი ლინგვისტი და პოლიგლოტი იყო. ჩარლზ ბერლიცს პარანორმალური მოვლენების შესახებ არაერთი წიგნის ავტორი იყო, ხოლო მისი ერთ-ერთი ბესტსელერი სწორედ ბერმუდის სამკუთხედს ეხება. წიგნი 1974 წელს გემოიცა და მსოფლიოს მაშტაბით მისი 20 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა. ითვლება, რომ ბერმუდის საკმუთხედთან დაკავშირებულ მითების პოპულარიზაციას სწორედ ბერლიცის წიგნმა შეუწყო ხელი. რაც შეეხება ბერმუდის სამკუთხედის ფსკერზე “პირამიდების აღმოჩნას”, ამ კონტექსტში ჩარლზ ბერლიცის სახელი პირველად ფრანგულ ფორუმზე გამოჩნდა.  ფორუმის მიხედვით, ბერლიცმა წყალქვეშა პირამიდა საკუთარი თვალით ნახა და იგი ეგვიპტის პირამიდებზე მაშტაბური აღმოჩნდა.

ქართულ ინტერნეტსივრცეში The Weekly World News-ის კიდევ ერთი სატირული ახალი ამბავი იქცა დეზინფორმაციის წყაროდ, რომლის მიხედვითაც, NASA-ს მეცნიერებმა ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპით “ღვთის სასუფევლის” სურათები გადაიღეს. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” სტატია:
“ცნობა “ცათა სასუფევლის” შესახებ სატირა აღმოჩნდა”

ბერმუდის სამკუთხედის შესახებ

ბერმუდის სამკუთხედი ატლანტიკის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში, ფლორიდის ნახევარკუნძულითა და ბერმუდის არქიპელაგით შემოსაზღვრული ტერიტორიაა, რომელსაც გემებისა და თვითმფრინავების იდუმალებით მოცულ გაუჩინარებებს მე-19 საუკუნიდან უკავშირებენ, თუმცა ამერიკის ოკეანისა და ატმოსფეროს ეროვნული ადმინისტრაციის მიხედვით, არ არსებობს მტკიცებულებები, რომ ბერმუდის სამკუთხედში თვითმფრინავები და გემები იმაზე ხშირად უჩინარდებიან, ვიდრე სხვა მსგავსი ფართობისა და სატრანსპორტო დატვირთვის მქონე სხვა ტერიტორიებში.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: სატირა
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist