Bellingcat ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში რუსეთის სპეცსამსახურების კვალს ხედავს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

dgdg
155
VIEWS

2019 წლის 23 აგვისტოს ბერლინის ცენტრში საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი მოკლეს. მკვლელობის ფაქტზე ჟურნალისტთა საერთაშორისო ჯგუფმა Bellingcat, გერმანულმა გამოცემა Der Spiegel-მა და რუსულმა The Insider-მა ერთობლივი ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარეს

მედიისთვის ცნობილი ფაქტები

დაქირავებულმა მკვლელმა ხანგოშვილს მაყუჩიანი პისტოლეტიდან სამჯერ ესროლა, აქედან ორჯერ – თავში. გასროლის შემდეგ მკვლელმა პისტოლეტი და პარიკი მდინარეში მოისროლა და რამდენიმე წუთის მერე ტურისტებს შეერია. 

მედია იუწყება, რომ ეჭვმიტანილი 49 წლის მამაკაცია, სახელად ვადიმ ს., რომელმაც მკვლელობამდე 6 დღით ადრე მოსკოვიდან პარიზში, ხოლო იქედან – გერმანიაში ჩავიდა. დაკავებულმა მკვლელობასთან რაიმე კავშირი უარყო და რუსეთის საკონსულოს წარმომადგენლებთან შეხვედრა მოითხოვა. 

ვინ არის ზელიმხან ხანგოშვილი

ზელიმხან ხანგოშვილი დიდი ხანია მოსკოვის გამოცხადებული მტრების სიაშია. 1999-2002 წლებში ის ჩეჩნეთში რუსეთის ჯარის წინაარმდეგ იბრძოდა და ომის შემდგომ პანკისის ხეობიდან აგრძელებდა ჩეჩნეთის მხარდაჭერას. არ არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც ხანგოშვილის მიერ ისლამისტების მხარდაჭერას დაადასტურებს. თუმცა, რუსეთი ამტკიცებს, რომ ის ტერორისტია. ხანგოშვილი გერმანიაში თავშესაფარს ელოდებოდა.  

ჟურნალისტური გამოძიების შედეგები

ჟურნალისტურმა გამოძიებამ დაადგინა, რომ დაქირავებული მკვლელი საფრანგეთიდან ბერლინში 1970 წელს დაბადებული ვადიმ ანდრეის ძე სოკოლოვის სახელზე ოფიციალურად გაცემული პასპორტით ჩავიდა. 

მიუხედავად იმისა, რომ პასპორტი მოქმედია, ასეთი სახელისა და გვარის ადამიანი რუსეთის მონაცემთა ბაზებში არ არსებობს. 

არ არის ნამდვილი სანკტ-პეტერბურგის მისამართიც, რომელიც “სოკოლოვმა” ვიზის განაცხადის შევსებისას მიუთითა. 

მოსკოვიდან პარიზში გასაფრენად ვადიმ სოკოლოვს აუცილებლად მოუწევდა საპასპორტო კონტროლის გავლა, სადაც დოკუმენტში მითითებულ მის სახელსა და გვარს რუსეთის მონცემთა ბაზებს შეადარებდნენ და შეუსაბამობას დაადგენდნენ.  Bellingcat აღნიშნავს, რომ მოვლენები ორი შესაძლო სცენარით განვითარდა: ან მესაზღვრე ოფიცრები წინასწარ იყვნენ გაფრთხილებულები, რომ სოკოლოვი ოპერატიული თანამშრომელი იყო და ამიტომ შეუფერხებლად გაატარეს, ან საზღვრის გადაკვეთის მომენტისათვის მისი მონაცემები ჯერ კიდევ მოიპოვებოდა მონაცემთა ბაზაში. 

"

ვადიმ სოკოლოვის ფოტო, რომელიც ვიზის აპლიკაციაზე იყო თანდართული. წყარო: Bellingcat

ორივე სცენარი დასაშვებია. რუსეთის სასაზღვრო კონტროლის სისტემა ფედერალური უსაფრთხოების სამსახურს (ФСБ) ექვემდებარება და შესაძლებელია “სოკოლოვისთვის” აერიდებინათ საპასპორტო კონტროლის გავლა. მეორე სცენარი სპეცსმასახურების წარსულ პრაქტიკას უფრო შეესაბამება. მონაცემთა ბაზაში სპეციალურად “სოკოლოვისთვის”  ახალი ჩანაწერი შეიქმნა, ხოლო ბერლინში მისი დაპატიმრების მერე გაქრა. სკრიპალების საქმესთან დაკავშირებული გრუ-ს ოფიცრებს რუსულ მონაცემთა ბაზებში ორი იდენტობა ჰქონდათ: ნამდვილი და ყალბი. Bellingcat-ის მიერ მათი გამოაშკარავებისთანავე ბაზებიდან გაქრა მათი როგორც ნამდვილი ისე ყალბი იდენტობა. 

ნებისმიერ შემთხვევაში, ვადიმ სოკოლოვის პიროვნება ახალია. მისი პასპორტი 2019 წლის 18 ივლის, პარიზში გაფრენამდე რამდენიმე დღით ადრეა გაცემული. 

სოკოლოვის პასპორტი ისეთივეა, როგორიც გრუ-ს თანამშრომლების 

2009 წელს რუსეთმა ბიომეტრიული პასპორტები დანერგა და ახალი დოკუმენტის გაცემისას მოქალაქეებს ავტომატურად  ბიომეტრიულ პასპორტს აძლევენ. ძველი სტილის პასპორტს ქვეყანა მხოლოდ მოქალაქის განსაკუთრებული მოთხოვნისას გასცემს. 

ვადიმ სოკოლოვის 2019 წელს აღებული პასპორტი არაბიომეტრიულია. ის ძველი სტილისაა. Bellingcat-ის მიერ აქამდე იდენტიფიცირებული გრუ-ს ყველა ოფიცერი (20-ზე მეტი) ძველი სტილის პასპორტს ფლობდა. დიდი ალბათობით “სოკოლოვმა” ძველი პასპორტი იმიტომ აიღო, რომ თავიდან აერიდებინა წინააღმდეგობა ფარული აგენტის თითის ანაბეჭდებსა და  რეალური ადამიანის მონაცემთა ბაზებში დაცულ ანაბეჭდებს შორის. 

სვირინგები

ხანგოშვილის მკვლელობისათვის დაკავებულ მამაკაცს სხეულზე სამი სვირინგი აქვს, რაც უჩვეულოა, რადგან რუსეთის სპეცსამსახურები თანამშრომლებს სხეულის მოხატვას უკრძალავენ. ეს ფაქტი შესაძლოა მიანიშნებდეს, რომ ბრალდებული არ არის შტატიანი თანამშრომელი ან მას ტატუების გაკეთების უფლება ხანგრძლივი საიდუმლო ოპერაციის მიზნებისავთვის მისცეს. სვირინგების კიდევ ერთი შესაძლო ახსნა  ისაა, რომ “სოკოლოვი” წარსულში საპატიმროში იჯდა. ყოფილი პატიმრების დაქირავებულ მკვლელებად გამოყენება რუსეთის სპეცსამსახურებისათვის უჩვეულო არ არის. ამის სულ მცირე ორი მაგალითი არსებობს. ერთ-ერთ საქმეში ФСБ-მ უკრაინაში ადგილობრივი სამხედრო დაზვრევის წევრის აფეთქების მიზნით კორუფციისათვის დაკავებული ყოფილი პოლიციელი გაგზავნა. 

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist