3-5 სექტემბერს ფეისბუქ-გვერდმა Tbilisi International-მა რამდენიმე პოსტი გამოაქვეყნა (1,2,3,4,5,6,7), რომელთა თანახმადაც თბილისის აეროპორტი დაკარგულ ბარგს ყიდის. პოსტებს თან ერთვის ბარგის ფოტოები, ფოტოებზე ასევე ჩანს ყვითელი ბანერი ფასით, რამდენიმე ბანერზე წარწერა ქართულ ენაზეა, ხოლო დანარჩენზე – ებრაულ ენაზე.
თბილისის აეროპორტის სახელით შექმნილი გვერდი თაღლითური შინაარსისაა და თბილისის აეროპორტთან კავშირი არ აქვს. ინფორმაცია ბარგის გაყიდვის შესახებ ოფიციალურმა გვერდმა უარყო. ფეისბუქ-გვერდი დაკავშირებულია თაღლითურ საიტთან, რომელიც მომხმარებლებს პირადი მონაცემების შეყვანის შემდეგ შესყიდვის განხორციელებას სთავაზობს. ფოტოები, რომელსაც გვერდი იყენებს რეალურად ლონდონის ჰითროუს და ედინბურგის აეროპორტებშია გადაღებული და ყვითელი ბანერი ფოტოებში პროგრამულად არის ჩასმული.
თაღლითური გვერდის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ აეროპორტი დაკარგულ ბარგს ჰყიდის, თბილისის და ბათუმის აეროპორტების ოფიციალური გვერდი 4 სექტემბერს გამოეხმაურა და უარყო.
თაღლითური გვერდი Tbilisi International 3 სექტემბერს შეიქმნა და პოსტებსაც ამ დღიდან აქვეყნებს.
ყველა გამოქვეყნებულ პოსტს დართული აქვს ბმული, რომელსაც ბარგის “შესაძენ” გვერდზე გადაჰყავს მომხმარებელი. თაღლითურ გვერდი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ლოგოს იყენებს.
საიტის ვებ-მისამართი არ შეესაბამება აეროპორტის მისამართს, ტექსტში დაშვებულია შეცდომები, რაც მიანიშნებს, რომ ის ავტომატურად არის ნათარგმნი. ვებ-გვერდი მომხმარებელს რამდენიმე “კი” და “არა” ტიპის შეკითხვაზე პასუიხს გაცემას სთხოვს, რის შემდეგად გადაჰყავს, გვერდზე, სადაც გათამაშების სტილში უნდა აირჩიონ ერთ-ერთი “ჩანთა”.
ბარგის “მოგების” შემდეგ მომხმარებელი გადადის გვერდზე, სადაც გარკვეული პირადი მონაცემები უნდა შეიყვანოს. საბოლოოდ მომხმარებელი, შესყიდვის გასაფორმებელ გვერდზე გადადის სადაც საბანკო ბარათის მონაცემები უნდა შეიყვანოს, თუმცა აქ გადასახდელი თანხა 1$-ია და არა 5.50 ლარი, რომელიც ბარგის ფასზე იყო მითითებული.
სავარაუდოდ გვერდის მიზანი, ინტერნეტ-მომხმარებლების პირადი ინფორმაციის და საბანკო მონაცემების შეგროვებაა.
აღსანიშნავია, რომ ყველა ფოტო, რომელსაც თაღლითური ფეისბუქ გვერდი პოსტებში იყენებს, ლონდონის ჰითროუს აეროპორტშია გადაღებული.
თაღლითური გვერდი მიერ გამოქვეყნებული ფოტო | რეალური ფოტო |
ჰითროუს აეროპორტი 2022 წელი. წყარო: ბრიტანელი ჟურნალისტი კრისტიან მიტჩელი |
|
ედინბურგის აეროპორტი, 2022 წელი წყარო: The Scottish Sun |
|
ჰითროუს აეროპორტი, 2022 წელი. წყარო: Forbes |
|
ჰითროუს აეროპორტი, 2014 წელი. წყარო: Daily Mail |
აღსანიშნავია, რომ მსგავსი თაღლითური გვერდები სხვა აეროპორტების სახელითაც შექმნილა. მაგალითად დოჰას აეროპორტის სახელით 2023 წელს შექნილია ყალბი გვერდი, რომელსაც იდენტური პოსტი ინგლისურ ენაზე აქვს გამოქვეყნებული.
აღსანიშნავია, რომ ამ პოსტის და ქართულენოვანი პოსტების კომენტარებში, სავარაუდოდ ყალბი პროფილების დატოვებული იდენტური კომენტარების ნახვაა შესაძლებლები, რომელთა მიზანიც მომხარებლების მოზიდვა და პოსტებისთვის მეტი დამაჯერებლობის შეძენაა.
იგივე ტიპის თაღლითური გვერდები რომის აეროპორტების სახელითაც შეიქმნა, ეს გვერდები იტალურმა ფაქტების გადამოწმების სამსახურმა Open-მა გადაამოწმა.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.