ბარაკ ომაბას ვიდეო გაყალბებული გახმოვანებით ვრცელდება

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

194
VIEWS

2022 წლის 14 აგვისტოს Facebook მომხმარებელმა “ბნელი უბნელესი” გამოაქვეყნა ამერიკის ყოფილი პრეზიდეტის ბარაკ ობამას ვიდეო სათაურით “ობამამ: კარგია ჯარში რომ გვყავს ბევრი ელტონ ჯონებიო”. ვიდეოს ფრაგმენტს რუსულენოვანი გახმოვანება აქვს, რომელშიც ბარაკ ობამას მიმართავენ კითხვით, იცის თუ არა, რომ ამერიკულ ჯარში ძალიან ბევრი ჰომოსექსუალი მსახურობს. რუსული გახმოვანების მიხედვით, ობამა პასუხობს, რომ საქმის კურსშია თუ რა ხდება ამერიკულ ჯარში და აღნიშნავს რომ ეს ამერიკელი არტისტები ელტონ ჯონი და ჯორჯ მაიკლი არიან  “პეძიკები”, ხოლო ამერიკულ ჯარში ნამდვილი მებრძოლი “პედერასტები” მსახურობენ. 

Screenshot 8 6 ბარაკ ომაბას ვიდეო გაყალბებული გახმოვანებით ვრცელდება

გავრცელებული ვიდეოს რუსული გახმოვანება არ ემთხვევა ორიგინალ აუდიოს. რეალურად, ბარაკ ობამას არც ელტონ ჯონი და ჯორჯ მაიკლი და არც ჰომოსექსუალობა არ უხსენებია, ის არჩევნებში ხმის მიცემის მნიშვნელობაზე საუბრობდა.

2016 წლის 28 აპრილს ამერიკის 44-ე პრეზიდეტი ბარაკ ობამა თეთრ სახლში ჟურნალისტიკის სტუდენტებს შეხვდა და კითხვა-პასუხის რეჟიმში მათ სხვადასხვა თემაზე, მათ შორის იმიგრაციაზე, წყლის კრიზისზე, სირიელი ლტოლვილებსა და სამოქალაქო ჩართულობაზე ესაუბრა. “ბნელი უბნელესის” მიერ გავრცელებული ვიდეო ფრაგმენტი სწორედ ამ შეხვედრიდან არის. Facebook-ზე გავრცელებული ვიდეო სტუდენტებთან გამართული შეხვედრის ჩანაწერის სხვადასხვა კადრებს მოიცავს: დამონტაჟებული ვიდეოს 00:00 – 0:10 კადრს ორიგინალ ვიდეოში ვპოულობთ 27:25 – 27:35  მონაკვეთზე; 0:11 – 0:43 წთ-ის კადრს – 35:03 – 35:34 ნაწილში; 0:44 – 00:50 წთ-ს – 27:19 – 27:25-ზე;  ხოლო, რუსული ვერსიის  0:51 -0:59 წთ-ზე ასახული კადრი შეგვიძლია ვიხილოთ შეხვედრის ჩანაწერის 32:02 – 32:11 წუთზე.

Screenshot 9 5 ბარაკ ომაბას ვიდეო გაყალბებული გახმოვანებით ვრცელდება Screenshot 10 4 ბარაკ ომაბას ვიდეო გაყალბებული გახმოვანებით ვრცელდება
კადრი დამონტაჟებული ვიდეოდან კადრი ორიგინალი ვიდეოდან

Screenshot 11 5 ბარაკ ომაბას ვიდეო გაყალბებული გახმოვანებით ვრცელდება Screenshot 12 4 ბარაკ ომაბას ვიდეო გაყალბებული გახმოვანებით ვრცელდება
კადრი დამონტაჟებული ვიდეოდან კადრი ორიგინალი ვიდეოდან

დამონტაჟებულ ვიდეო ფრაგმეტში ბარაკ ობამა საუბრობს სამოქალაქო ჩართულობაზე. კერძოდ, იგი პასუხობს ერთ-ერთი დამსწრე სტუდენტის კითხვას იმის თაობაზე, თუ რა შესაძლო გეგმები აქვს ობამას ადმინისტრაციას დემოკრატიისადმი რწმენის გამოცოცხლების კუთხით. “ბნელი უბნელესის” მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში გამოყენებულია ბარაკ ობამას პასუხის მცირე მონაკვეთი, სადაც იგი საუბრობს ცინიზმსა და ხმის მიცებაზე და აღნიშნავს, რომ ცინიზმი ხელისუფლებაში მყოფ პირებს აწყობთ, ხოლო ამის დაძლევა არჩევებში მონაწილეობით არის შესაძლებელი. გარდა ამისა, ობამა ასევე საუბრობს კარგი ამბების გაშუქების მნიშვნელობაზეც და ჟურნალისტებს ეუბნება, რომ მთავრობის შეცდომებზე წერასთან ერთად, რაც მთავრობას უფრო მეტი ყურადღებისა და პასუხისმგებლობისკენ უბიძგებს, ასევე უნდა ვიფიქროთ ისეთი ამბების გაშუქებაზეც, რაც, ნამდვილად კარგად მუშაობს.

შეხვედრის სრულ ჩანაწერში ვხედავთ, რომ ბარაკ ობამა არ საუბრობს  ჰომოსექსუალიზმზე და სამხედრო სამსახურზე. იგი არც ელტონ ჯონს და ჯორჯ მაიკლს ახსენებს. 

გაყალბებული ციტატები რეალური ციტატები
“ჯერ კიდევ ძველ რომში მეომრები წლობით იმყოფებოდენ საბრძოლო ლაშქრობებში, ეს იმდენად აახლოვებდათ მათ, რომ, როგორც წესი, ერთმანეთი უყვარდებოდათ და ეს ხელშეწყობილი იყო. ….  ეს ამერიკელი არტისტები ელტონ ჯონი და ჯორჯ მაიკლი არიან  “პეძიკები”, ხოლო ამერიკულ ჯარში მსახურობენ ნამდვილი მებრძოლი “პედერასტები””. “აქ პოლიტიკური დღის წესრიგი დგას, ძალაუფლების მქონე პირებს არ სურთ ცვლილებები. მათ სურთ ცინიზმი, რადგან, რა თქმა უნდა, არსებული სისტემა გულდასაწყვეტია ყველა დანარჩენისთვის, თუმცა ის მუშაობს მათთვის… 

…თქვენ, როგორც ჟურნალისტებმა, ცინიზმის შემცირებაში მონაწილეობა უნდა მიიღოთ. ძალიან ძნელია კარგი ამბების გამოქვეყნება. თქვენ დაგავალებენ ისეთ ამბების შესახებ დაწერას, რაც არ მუშაობს.”

ასევე აღსანიშნავია, რომ ვიდეოს კომენტარებში, Facebook მომხმარებელი მარი ოკარე წერს, თითქოს ბარაკ ობამას ცოლი, მიშელ ობამა წარსულში კაცი იყო. 

Screenshot 13 5 ბარაკ ომაბას ვიდეო გაყალბებული გახმოვანებით ვრცელდება

ამ თემაზე შეგიძლიათ იხილოთ “მითების დეტექტორის” მიერ გადამოწმებული მასალა:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist