ბაიდენის ციტატა, ჯავშანჟილეტი და თავდამსხმელი – ყალბი ამბები ტრამპის მკვლელობის მცდელობაზე

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

ყალბი ამბები ტრამპის მკვლელობის მცდელობაზე
162
VIEWS

13 ივლისიდან სოციალურ ქსელში ამერიკის ყოფილ პრეზიდენტ, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით არაერთი ცრუ ინფორმაცია ზიარდება. მათ შორის, ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა, რომელიც ყალბი ამბების გავრცელებაში ხშირად არის შემჩნეული, გამოაქვეყნა თავდასხმისას გადაღებული დონალდ ტრამპის ფოტო, რომელის საფუძველზეც ამტკიცებდა, თითქოს ტრამპისათვის ნასროლი ტყვია მკერდთან ჯავშან ჟილეტმა შეაჩერა. ასევე ზაქარეიშვილის მტკიცებით, დონალდ ტრამპზე თავდამსხმელი საიდუმლო სამსახურის მიერ იდენტიფიცირებული პირი არ არის და ტრამპს ორი სხვადასხვა იარაღიდან ესროლეს. 

ასევე, გამოცემა ,,პოლიტიკოს” სტატიაზე დაყრდნობით, ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ჯო ბაიდენმა ტრამპის შესახებ თქვა: ,,დებატების დრო დამთავრდა, დროა ტრამპს მოხვდეს კეფაში,” – აღნიშნულ ციტატას რამდენიმე დღის წინ მომხდარ თავდასხმას უკავშირებენ და მასში ჯო ბაიდენის ბრალეულობას ხედავენ. 

trampi3 ბაიდენის ციტატა, ჯავშანჟილეტი და თავდამსხმელი - ყალბი ამბები ტრამპის მკვლელობის მცდელობაზე

გავრცელებული ინფორმაცია ფაქტობრივ უზუსტობებს და კონსპირაციულ თეორიებს შეიცავს: 1) ტრამპის პიჯაკზე ნატყვიარი არ ყოფილა; 2) კონტექსტის გათვალისწინებით, ჯო ბაიდენი მოწინააღმდეგის მიზანში ამოღებასა და მეტოქისთვის პოლიტიკურ შეტევას გულისხმობდა და არა კეფაში სროლას; 3) ოფიციალური ინფორმაციით თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა.

  • დონალდ ტრამპისთვის ნასროლი ტყვია ჯავშანჟილეტს არ შეუჩერებია

ფოტოზე მითითებული დეტალი ტრამპისათვის ნასროლი ტყვიის კვალს არ ასახავს. მაღალი გარჩევადობის ფოტოზე კარგად ჩანს, რომ ის ყოფილი პრეზიდენტის დაცვის წევრის პიჯაკის ნაწილია და არა ნატყვიარები. აღნიშნული ინფორმაცია ამერიკულმა ფაქტების გადამოწმების პლატფორმა Lead Stories-მაც გადაამოწმა

trampi4 ბაიდენის ციტატა, ჯავშანჟილეტი და თავდამსხმელი - ყალბი ამბები ტრამპის მკვლელობის მცდელობაზე trampi5 ბაიდენის ციტატა, ჯავშანჟილეტი და თავდამსხმელი - ყალბი ამბები ტრამპის მკვლელობის მცდელობაზე

ასევე არც სხვა რაკურსით გადაღებულ ფოტოებში არ ჩანს ნასროლი ტყვიის კვალი ტრამპის სამოსზე.

trampi6 ბაიდენის ციტატა, ჯავშანჟილეტი და თავდამსხმელი - ყალბი ამბები ტრამპის მკვლელობის მცდელობაზე

  • თქვა თუ არა ბაიდენმა სიტყვები “ტრამპს კეფაში უნდა მოხვდეს”?

,,პოლიტიკოს” მიერ 8 ივლისის გამოქვეყნებული სტატია კონსპირაციის თეორიების გავრცელების საფუძველი გახდა. სტატია შეეხებოდა ბაიდენისა და დონორების საუბრის ჩანაწერს, რომლის ფრაგმენტებიც გამოცემამ წერილობით გაავრცელა. სტატიაში ვკითხულობთ, რომ ბაიდენმა დონორებს შემდეგი სიტყვებით მიმართა: ,,მე ერთი საქმე მაქვს და ეს ტრამპის დამარცხებაა. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, მე ვარ საუკეთესო, ვისაც ამის გაკეთება შეუძლია. ასე რომ, დავასრულოთ საუბარი დებატებზე, დროა, ტრამპზე ვფოკუსირდეთ”. ბაიდენმა გამოიყენა სიტყვა bullseye, რაც კონტექსტუალურად ამ შემთხვევაში პოლიტიკურად ტრამპის მიზანში ამოღებას გულისხმობს და არა პირდაპირი მნიშვნელობით კეფაში სროლას.

დონალდ ტრამპზე თავდასხმის შემდეგ, ბაიდენმა საკუთარი სიტყვები განმარტა. მან აღნიშნა, რომ ამ სიტყვის გამოყენება შეცდომა იყო, თუმცა, მისი თქმით, ციტატა ნიშნავდა შემდეგს: “მე ვიგულისხმე მასზე [ტრამპზე] ფოკუსირება. ფოკუსირება იმაზე, რასაც ის აკეთებს. ფოკუსი მის პოლიტიკაზე და იმ ტყუილებზე, რაც დებატებზე გააჟღერა”.

  • რამდენი იარაღიდან ესროლეს ტრამპს?

FBI-ის ინფორმაციით, ტრამპზე თავდამსხმელი 20 წლის თომას მეთიუ ქრუქსია და მკვლელობის მცდელობის დროს მარტო მოქმედებდა. მტკიცება, თითქოს ტრამპს სხვადასხვა იარაღიდან ესროლეს, ტვიტერზე გავრცელდა და წყაროდ CNN იყო მითითებული, თუმცა მედიას რეალურად ეწერა, რომ შეკრებაზე რამდენიმე სროლა იყო, სამი სხვადასხვა იარაღით. CNN-ს არ დაუწერია, რომ ტრამპს სამი იარაღი უმიზნებდა. ინფორმაცია ამერიკულმა ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაცია Lead Stories-მა გადაამოწმა, ისინი CNN-ის აუდიო მკვლევრებს დაუკავშირდნენ, რომლებმაც აღნიშნეს, რომ მათ უბრალოდ აუდიოს ანალიზი გააკეთეს და აკუსტიკური იმპულსები დათვალეს. ამ ეტაპზე, FBI-ის გამოძიებიდან და საიდუმლოს სამსახურის განცხადებებიდან ვიცით, რომ სნაიპერებმა ტრამპზე თავდამსხმელი ადგილზე გაანეიტრალეს, შესაბამისად, სავარაუდოდ, ეს ხნის იმ ფაქტს, რომ გასროლა სამი სხვადასხვა იარაღიდან მოხდა.

ტრამპის მკვლელობის მცდელობაზე ინტერნეტში არაერთი დეზინფორმაცია და კონსპირაციული თეორია გავრცელდა. მითების დეტექტორმა რამდენიმე მათგანი უკვე გადაამოწმა. ვრცლად იხილეთ:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist