ბაღათურიას დეზინფორმაცია, თითქოს ზელენსკი და ბლინკენი საქართველოს მეორე ფრონტის გახსნისკენ მოუწოდებენ

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

191
VIEWS

14 ივნისს ტელეკომპანია “ალტ-ინფოს” გადაცემაში “ალტერნატიული ხედვა” პარტია „ქართული დასის“ ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის 14 ივნისს გამართული ბრიფინგის განხილვისას განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ალექსეი დანილოვმა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა მოითხოვეს, ბაღათურიამ აქვე აღნიშნა, რომ, მათ მსგავსად, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ქართველებს რუსეთთან დაპირისპირებისკენ მოუწოდა.

ჯონდი ბაღათურია, ქართული დასი: “უშიშროების საბჭოს მდივანმა და პრეზიდენტმა მოითხოვა მეორე ფრონტის გახსნა ეს ერთი და მოვიდა დრო დაუპირისპირდეთ რუსეთსო, ენტონი ბლინკენმა ანუ ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა მინისტრმა მოგვიწოდა პირდაპირ.”

Screenshot 19 3 ბაღათურიას დეზინფორმაცია, თითქოს ზელენსკი და ბლინკენი საქართველოს მეორე ფრონტის გახსნისკენ მოუწოდებენ

მტკიცება, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა მოითხოვა, მცდარია, უკრაინის პრეზიდენტს მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია. ბაღათურია ასევე მანიპულირებს ენტონი ბლინკენის განცხადებით, რეალურად კი აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა საქართველოს არა რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლისკენ, არამედ საქართველოს მთავრობას დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად უკრაინის მხარდაჭერისა და ომში ჩადენილი დანაშაულებისთვის რუსეთის პასუხისმგებლობაში გადაცემისთვის ნაბიჯების გადადგმისკენ  მოუწოდა. 

ჯონდი ბაღათურიამ უკრაინის პრეზიდენტი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მეორე ფრონტის გახსნისა და რუსეთთან დაპირისპირებისკენ მოწოდებაში დაადანაშაულა, თუმცა  რეალურად პრეზიდენტ ზელენსკის საქართველოში მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებული განცხადება არასდროს გაუკეთებია. რაც შეეხება დანილოვის განცხადებას, უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა აღნიშნა, რომ თუ დნესტრისპირეთი, საქართველო და ყველა სხვა დაკავებული იქნებოდა ტერიტორიების დაბრუნებით, ეს უკრაინას ძალიან დაეხმარებოდა, რადგან რუსეთს სხვაგან მოუწევდა გადართვა. დანილოვის აღნიშნულ განცხადება ქართული ოცნების დეპუტატების და სხვა პოლიტიკოსების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.

ბაღათურია ასევე მანიპულირებს რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს როლის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით. ამასთან დაკავშირებით ბლინკენმა   საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილისთვის 22 აპრილს გამოგზავნილ წერილში ისაუბრა (წერილი პროტოკოლურად 23 მაისს გასაჯაროვდა).

Screenshot 18 6 ბაღათურიას დეზინფორმაცია, თითქოს ზელენსკი და ბლინკენი საქართველოს მეორე ფრონტის გახსნისკენ მოუწოდებენ
წყარო: https://1tv.ge/ 

წერილის ძირითად მიზანს ილია დარჩიაშვილისთვის თანამდებობაზე დანიშვნის მილოცვა წარმოადგენდა. ამას გარდა, სახელმწიფო მდივანმა საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის 30-წლიანი თანამშრომლობის მნიშვნელობას და გლობალური უსაფრთხოების მხარდაჭერაში საქართველოს მიერ გაწეულ ძალისხმევას გაუსვა ხაზი. 

წერილში ხაზგასმულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის მხარდაჭერა, ბლინკენი ასევე გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების განგრძობად ოკუპაციას.

გავრცელებული წერილის ბოლო ნაწილში ბლინკენი რუსეთის აგრესიის შესაკავებლად მთელი მსოფლიოს ძალისხმევის შესახებ საუბრობს და სწორედ ამ კონტექსტში საქართველოს ხელისუფლებას არა მეორე ფრონტის გახსნისკენ, არამედ უკრაინის მხარდასაჭერად და ომის დანაშაულებისთვის რუსეთის ფედერაციის პასუხისგებაში მისაცემად ყველა შესაძლო ნაბიჯის გადადგმისკენ მოუწოდებს:

ენტონი ბლინკენი, აშშ-ს სახელმწიფო მდივანი: “მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო პასუხობს რუსეთის სასტიკ და არაპროვოცირებულ ომს უკრაინის წინააღმდეგ, მე მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას უკრაინის მხარდასაჭერად და ომის დანაშაულებისთვის რუსეთის ფედერაციის პასუხისგებაში მისაცემად ყველა შესაძლო ნაბიჭი დაგადაგას.” 

რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს შესაძლო ჩართვის შესახებ შეერთებული შტატების პოზიცია საქართველოში აშშ-ს ელჩმა კელი დეგნანმა 13 ივნისს გაკეთებულ განცხადებაში განმარტა. მისი განცხადებით, ინფორმაცია, რომ აშშ-ს საქართველოს ომში ჩათრევა სურს “100 პროცენტით რუსული დეზინფორმაციაა” და სიმართლეს არ შეესაბამება. 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. (Diazepam) შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, საქართველო, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist