აზოვის ბატალიონის მეთაურის მოადგილის ლიკვიდაციის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

176
VIEWS

8 მაისს ფეისბუქ მომხმარებელმა კონსერვატიული მოძრაობა ხევი ქრისტიანი აზოვის ბატალიონის მეთაურის მოადგილის სვიატოსლავ პალამარის ლიკვიდირების შესახებ პოსტი გამოაქვეყნა. აღწერის მიხედვით, პალამარი 8 მაისს 15:27 საათზე მაშინ მოკლეს, როცა ტანკით აზოვსტალიდან გაქცევას ცდილობდა. პოსტს თან პალამარის და დაზიანებული ტანკის ფოტოები ახლავს. აღწერის მიხედვით, ეს სწორედ ის ტანკია, რომლითაც მეთაურის მოადგილე გარბოდა და ის თვითმფირნავმა დააფიქსირა. 

ანალოგიური ინფორმაცია ფეისბუკ ანგარიშმა Petar Petrović-მაც გაავრცელა.

მტკიცება იმის შესახებ, რომ სვიატოსლავ პალამარი ფოტოზე აღბეჭდილი ტანკით აზოვსტალიდან გაქცევის მცდელობისას 8 მაისს 15:27 საათზე მოკლეს, ყალბია. რეალურად, პალამარი 8 მაისს 15:19 საათზე პირდაპირ ეთერში გავიდა, ხოლო ფოტოზე აღბეჭედილი ტანკი 2 მაისის ვიდეოდანაა ამოჭრილი, ვიდეო მარიუპოლში გადაიღეს და პალამართან კავშირი არ აქვს. 

სვიატოსლავ პალამარი აზოვის ბატალიონის ოფიცერთან ილია სამოილენკოსთან ერთად 8 მაისს ტელეკომპანია hromadske-ს იუთუბ და ფეისბუქ გვერდებზე პირდაპირ ეთერში ჩაერთო. 

პირდაპირი ეთერი 2:04:10 საათს გაგრძელდა. აზოვის ბატალიონის მებრძოლები პირდაპირ ეთერში აზოვსტალში არსებულ მდგომარეობაზე საუბროდნენ. ვიდეოს სრული მიმდინარეობისას პალამარი ეთერში არ იყო, თუმცა სამოილენკოს მის ლიკვიდირებასთან დაკავშირებით არაფერი უთქვამს. ინფორმაცია პალამარის მკვლელობის შესახებ აზოვის ბატალიონის საინფორმაციო არხებით არც მოგვიანებით გავრცელებულა. 

10 მაისს პალამარმა აზოვსტალის მდგომარეობასთან დაკავშირებით Українська правда-თან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ქარხანაში დაჭრილი სამხედროები არიან და მათ ევაკუაციას ვერ ახერხებენ.

აღსანიშნავია ისიც, რომ პალამარის ფოტოსთან ერთად გამოქვეყნებული დაზიანებული ტანკის სურათი, რომლითაც, აღწერის მიხედვით, პალამარი გაქცევას ცდილობდა, რეალურად უფრო ძველია. ვიდეო, საიდანაც ტანკის კადრია ამოჭრილი 2 მაისს უკრაინულმა გამოცემა Ukraina 24/7-მა გამოაქვეყნა. 

მედიასაშუალების მიხედვით, კადრები მარიუპოლშია გადაღებული. აღწერის მიხედვით, სწორედ მარიუპოლში 2 მაისს აზოვსტალის ტერიტორიაზე არსებული შავი კვამლი დააფიქსირეს. ვიდეოში ან მის აღწერაში სვიატოსლავ პალამარი ნახსენები არ არის. 

აღსანიშნავია, რომ პალამარის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით დეზინფორმაციას რუსული მედია უფრო ადრეც ავრცელებდა. მაშინ აღნიშნული ინფორმაცია უკრაინულმა ფაქტების ანალიტიკოსმა ორგანიზაცია VoxUkraine-მა გადაამოწმა. 

“მითების დეტექტორმა” აზოვის ბატალიონის თანდამფუძნებლისა და ყოფილი მეთაურის ანდრიი ბილეცკის დაკავების შესახებ დეზინფორამცია წარსულში გადაამოწმა, ვრცლად იხილეთ:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist