ავსტრიელი პარლამენტარის გულის წასვლას ვაქცინაციას მანიპულაციურად უკავშირებენ

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

25
VIEWS

16 ოქტომბერს ფეისბუკ მომხმარებელმა ბოლო ჟამის ქრისტიანები გამოაქვეყნა პოსტი, რომლის თანახმადაც, გლობალისტ-ლუციფერიანული სექტის აცრილმა წევრმა პირდაპირ ეთერში სიტყვით გამოსვლისას გონება დაკარგა. პოსტს თან ახლავს ვიდეო, რომელშიც ავსტრიის პარლამენტის წევრი საუბრისას გონებას კარგავს და ეცემა. იდენტური ვიდეო 13 ოქტომბერს ფეისბუკ მომხმარებელმა Catrine Maraneli საკუთარ ანგარიშზეც გაავრცელა. პოსტის ავტორის მტკიცებით, ავსტრიის პარლამენტარმა ინსტაგრამზე ვაქცინაცია დააანანონსა, შემდეგ კი სიტყვით გამოსვლისას გონება დაკარგა.

""
ავსტრიელი პარლამენტარის მიერ ვაქცინაციის გამო სიტყვით გამოვლისას გონების დაკარგვა მტკიცებულების გარეშეა. პოლიტიკოსის მიერ გამოქვეყნებული პოსტებიდან ირკვევა, რომ ამ ინციდენტამდე კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით სულ ცოტა ერთი თვით ადრე აიცრა. ინციდენტის ვაქცინაციასთან კავშირი ავსტრიის რამდენიმე  პარლამენტარმა უარყო.

2021 წლის 12 ოქტომბერს ავსტრიის პარლამენტის რიგგარეშე სხდომა ყოფილი კანცლერის, სებასტიან კურცის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას მიეძღვნა. ავსტრიის ოპოზიციური სოციალ-დემოკრატიული პარტიის (SPO) წევრმა ევა-მარია ჰოლცლეიტნერმა სიტყვის დროს მოულოდნელად  გონება დაკარგა და დაეცა. სამედიცინო დახმარების მიღების შემდეგ პარლამენტარი გონს მოვიდა და შენობიდან გაიყვანეს.

2021 წლის 17 სექტემბერს  ევა-მარია ჰოლცლეიტნერის მიერ ინსტაგრამზე გამოქვეყნებული პოსტი, რომელშიც ავსტრიის პარლამენტარი გამომწერებს მეცნიერების ნდობისკენ და ვაქცინაციისკენ მოუწოდებს, ანტივაქსერებში კონსპირაციის წყაროდ იქცა და მათ 12 ოქტომბერს ჰოლცლეიტნერის მიერ გონების დაკარგვის ფაქტი ვაქცინაციას მანიპულაციურად დაუკავშირეს.
პარლამენტარმა 17 სექტემბერს Instagram-ის გამომწერებს ვაქცინაციისკენ მოუწოდა:

„ენდეთ მეცნიერების შედეგებსა და ტესტებს: სკეპტიციზმი ვაქცინაციის გამო უნაყოფობის შესახებ უსაფუძვლოა!  ჩვენ პარტიის ოთხი წარმომადგენელი ვთანხმდებით და ყველას ვურჩევთ, ენდონ არა ყალბ ”ექსპერტებს ”, არამედ იმ ექსპერტებს, რომლებსაც ნამდვილად ესმით რაღაც, რადგან მათ აქვთ შესაბამისი კომპეტენცია და მრავალწლიანი გამოცდილება. ჩვენ ვაქცინირებულები ვართ!”

ჰოლცლეიტნერი პოსტში ასევე აღნიშნავს, რომ იმ არხებზე, რომლებსაც ახალგაზრდები ყველაზე ხშირად იყენებენ,  ვაქცინაციის შესახებ სწორი ინფორმაცია უნდა ვრცელდებოდეს.

"

პოსტში ნამდვილად აღნიშნულია, რომ 4 პარლამენტარი, მათ შორის ევა ჰოლცლეიტნერი ვაქცინირებულია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვაქცინის მეორე დოზა მათ 17 სექტემბერს მიიღეს. პოსტი ავსტრიის პარლამენტარმა 2021 წლის 17 სექტემბერს გამოაქვეყნა, გონება კი თითქმის 1 თვის შემდეგ სიტყვით გამოსვლისას დაკარგა. 17 სექტემბერს გავრცელებულ პოსტში ნათქვამია, რომ პარლამეტარი აცრილია, თუმცა აცრის თარიღი არ არის დასახელებული. შესაბამისად, პარლამენტარის მიერ გონების დაკარგვა მანიპულაციურად უკავშირდება ამბავს, რომელიც 1 თვეზე დიდი ხნის წინაა მომხდარი.

12 ოქტომბერს მომხდარ ინციდენტს ავსტრიელი პარლამენტარი ნატაშა შტრობლი ტვიტერის ანგარიშზე გამოეხმაურა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევა-მარია ჰოლცლეიტნერის სისუსტეს კორონავირუსის უარმყოფელი საზოგადოება უსაფუძვლოდ უკავშირებს ვაქცინაციას და ეს ყველაფერი ძალიან სასტიკი პარალელური სამყაროა.
"
ნატაშა შტრობალის ტვიტი 12 ოქტომბერს ევა-მარია ჰოლცლეიტნერმაც გააზიარა.
"

12 ოქტომბერს თავის Twitter-ის ანგარიშზე პოლიტიკოსმა მადლობა გადაუხადა კოლეგებს, რომლებმაც ინციდენტის შემდეგ იზრუნეს მასზე და დაარწმუნეს, რომ არაფერი იყო საშიში.
"
ინციდენტს ავსტრიის ეროვნული საბჭოს კიდევ ერთი წევრი, ბარბარა ნესლერიც გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, ევას მიერ გონების დაკარგვის ვიდეო სოციალურ ქსელში კოვიდ-19-ის ვაქცინაციას მტკიცებულებების გარეშე დაუკავშირდა. “ეს მართლაც ძალიან დაბალი კლასია, ” – თქვა ნესლერმა.
"
ფეისბუქ მომხმარებლები “ბოლო ჟამის ქრისტიანები” და Catrine Maraneli კორონავირუსთან და ვაქცინაციასთან დაკავშირებულ დეზინფორმაციას ხშირად ავრცელებენ. “მითების დეტექტორის” ანგარიშების მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია წარსულში არაერთხელ გადაუმოწმებია:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

ქვეყანა/ორგანიზაცია: ავსტრია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist