აუკრძალა თუ არა უეფამ ნოიერს LGBT სამკლაურის ტარება? 

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

71
VIEWS

20 ივნისს ფეისბუქ გვერდმა “ბაიერნის ქართველი ფანები” გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ნათქვამია, რომ უეფამ გასცა ბრძანება, რომლის თანახმად, გერმანიის კაპიტანს მანუელ ნოიერს აღარ ექნება უფლება, თამაშებზე LGBT სამკლაური ატაროს, ხოლო ალიანც არენა ამ ფერებში აღარ განათდება. პოსტში ასევე ნათქვამია, რომ გერმანიის ნაკრებს მსგავსი ტიპის მხარდაჭერა აუკრძალეს და შესაძლოა ჯარიმაც კი დააკისრონ, რადგან ეს “პოლიტიკურ საქმიანობასთან კავშირშია”.

 

;

“ბაიერნის ქართველი ფანების” მიერ გავრცელებული ინფორმაცია მცდარია. გერმანიის ნაკრების კაპიტნისათვის უეფას LGBT უფლებების მხარდამჭერი სამკლაურის ტარება არ აუკრძალავს და გერმანიის ნაკრებისთვის ჯარიმის დაწესებას არ განიხილავს. გარდა ამისა, მცდარია მტკიცება, რომ ალიანც არენა ცისარტყელას ფერებში აღარ განათდება, ვინაიდან უეფას გადაწყვეტილება ამ საკითხზე 21 ივნისის მდგომარეობით უცნობია.

გერმანიის ნაკრების მეკარე და კაპიტანი მანუელ ნოიერი ევროპის ჩემპიონატის თამაშებს LGBT თემის მხარდასაჭერად ცისარტყელას ფერის სამკლაურით ატარებს. ნოიერის სამკლაურის თემა მას შემდეგ გახდა განსაკუთრებით აქტუალური, რაც გერმანელმა ულტრა-მემარჯვენე პოლიტიკოსმა, პარტია “ალტერნატივა გერმანიისათვის” წევრმა უვე იუნგემ ჰომოფობიური კომენტარი გააკეთა და ნაკრები თემის მიმართ მხარდაჭერის გამო გააკრიტიკა. მოგვიანებით მან ჰომოფობიური კომენტარის შემცველი ტვიტი წაშალა. იუნგეს კომენტარმა მკაცრი კრიტიკა დაიმსახურა, მათ შორის საკუთარი პარტიის წარმომადგენლებისგანაც.

ამის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ უეფა ნოიერის მიერ სამკლაურის ტარების საკითხს განიხილავდა. 20 ივნისს გერმანიის ნაკრების ოფიციალურ twitter-ზე გამოაქვეყნა განცხადება, რომ უეფამ გამოძიება შეწყვიტა და დაასკვნა, რომ სამკლაური “მრავალფეროვნების სიმბოლოა და შესაბამისად კარგ მიზანს ემსახურება”, ამგვარად ის არ არღვევს უეფას წესებს პოლიტიკური სიმბოლოების აკრძალვის თაობაზე და ნოიერს შეეძლება სამკლაური მომდევნო თამაშებზეც ატაროს. ამის გამო უეფა გერმანიის ნაკრებს ჯარიმას არ დააკისრებს.

;

“უეფამ გამოიძია სამკლაურის საკითხი და დაასკვნა, რომ ის კარგ მიზანს ემსახურება, მრავალფეროვნებას, ამიტომ, ნაკრების მიმართ დისციპლინარულ ზომებს არ მიიღებს”. – თქვა უეფას სპიკერმა.

მომდევნო შეხვედრას 23 ივნისს გერმანიის ნაკრები მიუნხენში, ალიანც არენაზე უნგრეთის ნაკრებთან ჩაატარებს. მიუნხენის ქალაქის საბჭო გამოვიდა ინიციატივით სტადიონი ცისარტყელას ფერებში განათდეს და ამ ჟესტით სოლიდარობა გამოუცხადონ უნგრეთის LGBT თემს, ვინაიდან გასულ კვირას უნგრეთის მთავრობამ მიიღო კანონი, რომელიც სკოლებში LGBT თემატიკის მასალებს კრძალავს.

მიუნხენის მერმა უეფას უკვე მიმართა ოფიციალური თხოვნით, სტადიონის ცისარტყელას ფერებში განათების ნებართვა მიიღონ. საბოლოო გადაწყვეტილებას სწორედ უეფა მიიღებს, თუმცა 21 ივნისისათვის უცნობია, გასცემს თუ არა ასოციაცია ამის ნებართვას.

აღსანიშნავია, რომ უეფა იძიებს უნგრეთის მიერ პორტუგალიასთან და საფრანგეთთან ჩატარებული თამაშების დროს მომხდარ სავარაუდო დისკრიმინაციულ შემთხვევებს. ბუდაპეშტში პორტუგალიასთან შეხვედრის დროს სტადიონზე ფანებს თან ჰქონდათ ჰომოფობიური შინაარსის ბანერები, ხოლო საფრანგეთთან მატჩის დროს ბანერები, რომლითაც ფრანგ ფეხბურთელებს მოუწოდებდნენ რასიზმის გასაპროტესტებლად მუხლის მოდრეკა შეეწყვიტათ.


მოამზადა ქეთი ხუციშვილმა


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: იდენტობა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: გერმანია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist