აცხადებს თუ არა ვაქცინაციაზე უარს გერმანული კლინიკების მომსახურე პერსონალის ნახევარი?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

28
VIEWS

10 იანვარს News Front-ის ქართულენოვანმა გამოცემამ გამოაქვეყნა სტატია, სათაურით “გერმანული კლინიკების მომსახურე პერსონალის ნახევარი კორონა-აცრებზე უარს აცხადებს!”. სტატიის თანახმად, აღნიშნული ინფორმაცია ARD-Deutschland-Trend-ის მიერ ჩატარებული ანონიმური გამოკითხვის შედეგად გახდა ცნობილი. მასალაში აღნიშნულია, თითქოს ვაქცინაზე უარის თქმის მიზეზი  ისაა, რომ  ვაქცინის გვერდითი ეფექტები უცნობია, მისი უსაფრთხოება დადასტურებული არ არის და არსებობს ცნობები ვაქცინირებულების  პრობლემებისა და ზოგიერთი მათგანის გარდაცვალების შესახებ. News Front ინფორმაციის წყაროდ გერმანულ გამოცემას Frankfurter Rundschau-ს უთითებს.

11-12 იანვარს მსგავსი ინფორმაცია  mix.metronome.ge-მ და tvm.ge-მაც  გამოაქვეყნეს. 12 იანვარს კი tvm.ge- ს სტატია  ფეისბუქ გვერდმა სტალინმაც გააზიარა.

;

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს გერმანიაში კლინიკების მომსახურე პერსონალის ნახევარი ვაქცნინაციაზე უარს აცხადებს,  მანიპულაციურია.  1. ARD-Deutschland-Trend-ს მსგავსი კველვა საერთოდ არ ჩაუტარებია. ამ თემაზე DGIIN-ისა და DIVI-ის ერთობლივი კვლევის თანახმად კი, გამოკითხული ექიმების 73% მხარს უჭერს ვაქცინაციას და მხოლოდ ექთნების 50%-ია წინააღმდეგი. შესაბამისად, ეს მონაცემი გამოკითხულთა სამედიცინო პერსონალის ნახევრად ვერ ჩაითვლება. 2. ფოტო, რომელიც სტატიას ერთვის  ექთნების მიერ ვაქცინაციაზე უარის თქმას არ უკავშირდება. 

  1. ARD-Deutschland-Trend-ს მსგავსი კვლევა საერთოდ არ ჩაუტარებია. ამ თემაზე DGIIN-ისა და DIVI-ის ერთობლივი კვლევის თანახმად კი, ვაქცინაზე უარს არა მთელი სამედიცინო პერსონალის, არამედ ექთნების ნახევარი აცხადებს. 

News Front-ის  ქართულენოვან მასალში აღნიშნულია, რომკლინიკების მომსახურე პერსონალის ნახევარი  სკეპტიკურად არის განაწყობილი ვაქცინის მიმართ და ეს ARD-Deutschland-Trend-ის ანონიმური გამოკითხვის შედეგად დადგინდა. თუმცა, მათ მიერვე ინფორმაციის წყაროდ მითითებულ ბმულში, რომელიც გერმანული გამოცემის Frankfurter Rundschau-ს სტატიაა, არსად არ არის აღნიშნული, რომ სამედიცინო პერსონალთან დაავშირებული  კვლევა  ARD-Deutschland Trend-მა ჩაატარა.

ARD-Deutschland-Trend-ი ზოგადად გერმიანიაში ვაქცინაციასთან დაკავშირებით მთელი მოსახლეობის განწყობას იკვლევდა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მათ სხვდასხვა დროს რამდენიმე გამოკითხვა ჩაატრეს. ნოემბერში (როდესაც ჯერ ვაქცინა დასრულებული არ იყო) ჩატარებულ სატელეფონო გამოკითხვაში 1,004 რესპონდენტი მონაწილეობდა და მათი 37% აცხადებდა, რომ ვაქცინის არსებობის შემთხვევაში, აუცილებლად აიცრებოდნენ.

იანვრის გამოკითხვაში კი ეს მონაცემი შეიცვალა, ამჯერად სატელეფონო ზარით განხორციელებულ კვლევაში 1,020 ადამიანი მონაწილეობდა, ვაქცინაციის მსურველთა რიცხვი კი  54 % მდე გაიზარდა.

News Front-ის ინფორმაციაში წყაროდ მითითებული გერმანულენოვანი Frankfurter Rundschau-ს  სტატიის თანახმად, გერმანიაში  ვაქცინისადმი სამედიცინო პერსონალის დამოკიდებულების შესახებ კვლევა შინაგანი ინტენსიური თერაპიისა და გადაუდებელი მედიცინის გერმანულმა საზოგადოებამ (DGIIN) და ინტენსიური თერაპიისა და გადაუდებელი მედიცინის გერმანიის ინტერდისციპლინარულმა ასოციაციამ (DIVI) ერთობლივად ჩაატარეს. გამოკითხვის შედეგების შესახებ დოიჩე ველეც წერს.  ანონიმურ ონლაინ გამოკითხვაში მონაწილეობა 2305 ექიმმა და ექთნმა მიიღო, რომელთა უმეტესობა რეანიმაციულ განყოფილებებში მუშაობს. კვლევის მიხედვით, ექიმების 73 პროცენტს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სურს. თუმცა, ექთნების შემთხვევაში ეს რიცხვი მხოლოდ 50 პროცენტია. გამოკითხვა DGIIN-ის გამოკითხვაში მონაწილეობა  ვებ-გვერდის საშუალებით იყო შესაძლებელი. შესაბამისად, კორონავირუსის ვაქცინაზე უარს არა მთლიანად სამედიცინო პერსონალის ნახევარი, არამედ კონკრეტულად გამოკითხული ექთნების ნახევარი აცხადებს.

თუმცა, ასევე გერმანული გამოცემის დოიჩე ველეს ცნობით, მდგომარეობა ყველგან ერთნაირი  არ არის. გამოცემის თანახმად,  გერმანიის მომვლელთა სახლების ფედერაციის სპიკერმა  ბერნდ მეურერმა განაცხადა, რომ:

 “ჩვენ ვიცით მომვლელთა სახლები/დასაწესბულებები, სადაც თანამშრომლების თითქმის 100% ვაქცინირებულია. სხვა დაწესებულებებში,  ორმა მესამედმა უარი თქვა ვაქცინაციაზე.”

იანვრის დასაწყისში ჯანდაცვის მინისტრმა იენს შპანმა ასევე მსგავსი განცხადება გააკეთა  და  ისეთი  მოხუცთა თავშესაფრები ახსენა, სადაც ვაქცინაცია უკვე ტარდება და თანამშრომლების ვაქცინაციის მაჩვენებელმა 80% -ს მიაღწია. ამასთან, მისი თქმით, სხვა ზრუნვის სახლებში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 20% -ია.

რაც შეეხება ვაქცინაციაზე უარის თქმის მიზეზს, News Front-ის მიერ წყაროდ გამოყენებულ სტატიაში ნათქვამია, რომ ამის მიზეზი სიახლისადმი შიშია, დოიჩე ველე კი ერთ-ერთ მიზეზად იმსამედიცინო პერსონალის დიდი ნაწილის მიერ კორონავირუსი გადატანასა და მათ მიერ ა ვირუსთან გასამკლავებელი ანტისხეულების ქონას ასახელებს. არც ერთ წყაროში აღნიშნული არ არის News Front-ის მიერ დასახელებული მიზეზი, თითქოს ვაქცინაციაზე უარის  თქმის საფუძველი  ისაა, რომ  ვაქცინის გვერდითი ეფექტები უცნობია, მისი უსაფრთხოება დადასტურებული არ არის და ვაქცინირებულების  პრობლემებისა და ზოგიერთი მათგანის გარდაცვალების შესახებ ცნობები არსებობს

  1. ფოტო, რომელიც სტატიას ერთვის თან სამედიცინო პერსონალის  მიერ ვაქცინაციაზე უარის თქმას არ უკავშირდება

News Front-ის სტატიას თან ერთვის ფოტო, რომელზე სამედიცინო პერსონალია გმოსახული, იმის გათვალისწინებით, რომ ფოტოზე არც წყაროა მითითებული და არც რაიმე სხვა ინფორმაცია, მკითხველს უჩნდება მცდარი წარმოდგენა, რომ ფოტო იმ სამედიცინო პერსონალს ასახავს, რომლემაც ვაქცინის მიღებაზე უარი თქვა, თუმცა ეს ასე არ არის.

სურათი რეალურად მეკლენბურგ-წინა პომერანიაში, როსტოკშია გადაღებული და რეგისტრაციის შემდეგ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიმღებთა რიგს ასახავს. ამბავი, რომელთან ერთადაც ეს ფოტო გამოქვეყნდა იმავე მხარეში, ქალაქ შტრალზუნდში მომხდარი ინციდენტის შესახებ გვიყვება, სადაც 38-დან 54 წლამდე ასაკის მომვლელთა სახლის რვა თანამშრომელმა შეცდომით კოვიდ-19 ვაქცინის ხუთჯერ მეტი დოზა მიიღო. თითოეული გაყინული ფლაკონი, რომელშიც ვაქცინაა მოთავსებული,  საინექციო მასალას ხუთი შპრიცისთვის შეიცავს, თუმცა, როგორც აცხადებენ “ადამიანური შეცდომის” გამო თანამშრომლებმა მთლიანი ფლაკონის ინექცია მიიღეს. 8 თანამშომლიდან 4  ახლა სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება, მათ მხოლოდ გრიპის ვირუსის მსგავსი სიმპტომები აქვთ.  ვაქცინის მწარმოებელი BioNTech კი აცხადებს, რომ ვაქცინის 5  დოზა ვერანაირ საფრთხეს ვერ შეუქმნის მომსახურე პერსონალს, რადგან ვაქცინის შესწავლის პირველ ეტაპზეც, მისი უფრო დიდი დოზების შემოწმებაც მოხდა, რასაც სერიოზული გართულება არ მოჰყოლია.

;


დაარქივებული ლინკები:
New Front-ის სტატია
Mix.metronome.ge-ს სტატია
Tvm.ge-ს სტატია
ფეისბუქ გვერდი “სტალინი”


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს – შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: გერმანია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist