აწესებს თუ არა Twitter-ი უკრაინის დროშის სიმბოლოს გამოყენების შეზღუდვას?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

337
VIEWS

26 თებერვლიდან რუსული (1,2) და უკრაინულენოვანი ანგარიშები ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ ტვიტერმა არავერიფიცირებულ მომხმარებლებს უკრაინის დროშის სიმბოლოს გამოყენება აუკრძალა. პოსტებს თან ერთვოდათ უკრაინული ტვიტერ გვერდის Walter Report-ის ტვიტერ პოსტის სქრინშოტი, რომელშიც უკრაინის დროშის სიმბოლოს სახელიდან წაშლის შესახებ ტვიტერის ადმინისტრაციის მიერ გვერდისთვის გაგზავნილი მოთხოვნა ჩანს.

ukrainis drosha blur აწესებს თუ არა Twitter-ი უკრაინის დროშის სიმბოლოს გამოყენების შეზღუდვას?

ინფორმაცია, რომ ტვიტერი მომხმარებლებს სახელიდან უკრაინის სიმბოლოს წაშლას სთხოვს, სატირული შინაარსის პოსტიდან იღებს სათავეს და სიმართლეს არ შეესაბამება. 

2023 წლის 26 თებერვალს ტვიტერის გვერდმა Walter Report, რომელიც უკრაინაში მიმდინარე პროცესების შესახებ რეგულარულად ავრცელებს ინფორმაციას, მსგავსი ტვიტერის პოსტი ნამდვილად გამოაქვეყნა. თავად პოსტი შეიცავს სქრინშოტს, რომელშიც ტვიტერის ლოგოს და გვერდისადმი მიწერილ ინგლისურენოვან წერილს ვხედავთ. წერილის მიხედვით. 2023 წლის 28 თებერვლისთვის გვერდმა უკრაინის დროშის სიმბოლო პროფილიდან უნდა წაშალოს, რადგან უკრაინის ღიად მხარდაჭერა მხოლოდ “Twitter Blue-ს”  (ტვიტერის პრემიუმ გამოწერის სერვისი, რომელიც მომხმარებლებს სხვადასხვა ფუნქციებსზე აძლევს წვდომას) გამომწერებს შეუძლიათ.

წერილში ასევე განმარტებულია, რომ ამ დროშის გამოყენება რუსეთის საწინააღმდეგო განცხადებადაა მიჩნეული მიჩნეული და როგორც ნეიტრალურმა პლატფორმამ, ტვიტერმა უნდა შეამციროს ნებისმიერი პოლიტიკური მიკერძოება.

ukrainis drosha 1 აწესებს თუ არა Twitter-ი უკრაინის დროშის სიმბოლოს გამოყენების შეზღუდვას?

პოსტის შინაარსმა მომხმარებლების ნაწილში დაბნეულობა გამოიწვია, რადგან აღნიშნულ გვერდზე, როგორც წესი, სატირული შინაარსის პოსტები არ ქვეყნდება. მოგვიანებით გვერდმა Walter Report ამავე პოსტის კომენტარებში განმარტა, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდა და მას “ყალბი მიმი” უწოდა.

ukrainis drosha 2 აწესებს თუ არა Twitter-ი უკრაინის დროშის სიმბოლოს გამოყენების შეზღუდვას?

გვერდის კომენტარში ვკითხულობთ, რომ ილონ მასკის ქცევა და ტვიტერის პოსტები უფრო ხმამაღლა საუბრობენ, ვიდრე “ყალბი მიმები” და მათ უკრაინისთვის რეალური შედეგები მოაქვთ. ასევე, პოსტის ავტორის თანახმად, რეალური საფრთხე დემოკრატიისთვის მასკის მიერ მისი ულტრამემარჯვენე მეგობრების რუსული პროპაგანდის გამეორებაა

გავრცელებული მტკიცება გამოცემა AFP-მაც გადაამოწმა. ტვიტერის ნდობისა და უსაფრთხოების ხელმძღვანელმა ელა ირვინმა გამოცემას დაუდასტურა, რომ ასეთი ტიპის შეზღუდვა არ არსებობს. 

წყაროს შესახებ: 

ანონიმური რუსულენოვანი ფეიისბუქ ანგარიში Liora Lana ანტიდასავლური შინაარსის დეზინფორმაციულ მტკიცებებს, ასევე გაყალბებულ ფოტოებს რეგულარულად ავრცელებს. მიმდინარე წელს “მითების დეტექტორმა” ამ ანგარიშის მიერ გავრცელებული ორი დასავლური გამოცემის გაყალბებული გარეკანი, ვოლოდიმირ ზელენკსის გაყალბებული ტვიტერის პოსტი და ლიეტუვასა და ლატვიაში უკრაინის ელჩების სახელით შედგენილი ყალბი დოკუმენტები გადაამოწმა. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალებში: 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: სატირა
ქვეყანა/ორგანიზაცია: უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist