Რატომ აგრძელებს უკრაინა ომის მიმდინარეობისას რუსული გაზის ტრანზიტს ევროპაში?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

1.1k
VIEWS

7 აპრილს პრო-რუსული არხის ალტ-ინფოს გადაცემაში „ალტერნატიული ხედვა“ პარტია „კონსერვატიული მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა – გიორგი ქარდავამ უკრაინიდან ევროპაში რუსული გაზის ტრანზიტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ უკრაინას პრეტენზიები საქართველოს მიმართ აქვს, მაშინ, როდესაც თავად რუსეთის გაზით ვაჭრობს.

გიორგი ქარდავა: „თვითონ გაზს არ კეტავენ, ეს მაიმუნები ესენი,..  „უკრაინა ვაჭრობს გაზით, მაგ გაზიდან შემოტანილი ფულით ისევ უკრაინას ბომბავს რუსეთი, ომიც არ გამოუცხადებია და ჩვენს მიმართ აქვთ პრეტენზიები“. 

Screenshot 30 3 Რატომ აგრძელებს უკრაინა ომის მიმდინარეობისას რუსული გაზის ტრანზიტს ევროპაში?

მსგავსი მტკიცებები გააჟღერეს ფეისბუკ-გვერდებმა კონსერვატორი ქალები, კონსერვატიული მოძრაობა – ლაგოდეხის ორგანიზაცია, Politicano • პოლიტიკანო  და ფეისბუკ-პროფილებმა კონსერვატორი არის აქ Fantina Georgian  ლელა პრაგა.

Screenshot 36 1 Რატომ აგრძელებს უკრაინა ომის მიმდინარეობისას რუსული გაზის ტრანზიტს ევროპაში? Screenshot 37 1 Რატომ აგრძელებს უკრაინა ომის მიმდინარეობისას რუსული გაზის ტრანზიტს ევროპაში?

“კონსერვატიული მოძრაობა” და სხვა პრორუსული აქტორები გაზის ტრანზიტის თემით მანიპულირებენ. უკრაინას რუსული გაზის ტრანზიტი ომის მიუხედავად არ შეუწყვეტია, რადგან ქვეყანას ევროპულ კომპანიებთან ხელშეკრულებები და შესაბამისად, ვალდებულებები აქვს.  უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, უკრაინა, რუსეთისგან განსხვავებით, უნდა დარჩეს ევროპის საიმედო პარტნიორად და დაკისრებული ვალდებულებები ომის დროსაც შეასრულოს. 

რუსეთი მსოფლიოში გაზის უმსხვილესი ექსპორტიორია. ევროპა კი მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული რუსულ გაზზე. 2021 წლის მონაცემებით, ევროკავშირში გაზის იმპორტის 45% რუსეთიდან ხდება.

ევროპას რუსული გაზი უკრაინის ტერიტორიის გავლით მიეწოდება. Ნეფტოგაზსა (უკრაინის ნავთობისა და ბუნებრივი აირის სახელმწიფო კომპანია) და გაზპრომს (ბუნებრივი აირის უმსხვილესი მწარმოებელი რუსეთში) შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, ომის ფაქტი საშუალებას აძლევს უკრაინასაც და რუსეთსაც შეაჩერონ გაზის ტრანზიტი ხელშეკრულების დარღვევის გარეშე (ხელშეკრულება 2024 წლამდეა ძალაში),  თუმცა Რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობის მიუხედავად, ევროპისთვის გაზის მიწოდება არ შეწყვეტილა

უკრაინულ გამოცემა „Экономическая Правда”-სთან საუბრისას უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა გერმან გალუშენკომ ახსნა ის მიზეზები, თუ რატომ აგრძელებს უკრაინა რუსული გაზის ტრანზიტს. ამის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად გალუშენკომ ევროპულ კომპანიებთან გაფორმებული ხელშეკრულებები და შესაბამისად, არსებული ვალდებულებები დაასახელა. 

 „აქ სიტუაცია რთულადაა, რადგან ჩვენ ვთავაზობთ სატრანზიტო მომსახურებას, მომხმარებლები ან კონტრაგენტები კი ევროპული კომპანიები არიან. უკვე ყველა საუბრობს ევროპაში გაზის მიწოდების დივერსიფიცირებაზე. ამას, რა თქმა უნდა, დრო სჭირდება, ამის მყისიერად გაკეთება რთულია”, – განაცხადა გერმან გალუშენკომ  „Экономическая Правда” -თან საუბრისას.

როიტერსთან ინტერვიუში Ნეფტოგაზის ხელმძღვანელმა  იური ვიტრენკომ განაცხადა, რომ ევროპაში რუსული გაზის მიწოდება უკრაინის გავლით გაგრძელდება. უკრაინა, რუსეთისგან განსხვავებით, უნდა დარჩეს ევროპის საიმედო პარტნიორად და დაკისრებული ვალდებულებები ომის დროსაც შეასრულოს. სწორედ ამით ხსნიან უკრაინაში გაზის ტრანზიტის გაგრძელებას.

Ნეფტოგაზის ხელმძღვანელი იური ვიტრენკო თვლის, რომ გაზის საფასურის გადახდა ესქრო-ანგარიშზე უნდა მოხდეს, (ფინანსური ხელშეკრულება, რომელშიც მესამე მხარე აკონტროლებს გადახდებს გარიგების ორ მხარეს შორის და ათავისუფლებს თანხებს მხოლოდ მაშინ, როდესაც ამ ხელშეკრულების ყველა პირობა შესრულდება) მანამ, სანამ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინიდან ჯარებს არ გაიყვანს, რაც იმას ნიშნავს, რომ თანხა დროებით უნდა გაიყინოს. 

Შეუძლია თუ არა რუსეთს შეაჩეროს გაზის მიწოდება?

Რუსეთს გაზის მიწოდების შეჩერება იურიდიულად შეუძლია, თუმცა დიდი ხნით შეჩერების შემთხვევაში ის თავად დაზარალდება, რადგან  გაზპრომის შემოსავლის დაახლოებით 75% მოდის ამ [ევროპიდან] ექსპორტზე და მას ეს შემოსავალი სჭირდება, რათა გაზის დაბალ ფასად მიწოდება მისი შიდა მომხმარებლებისთვის შეძლოს. 

CNN-ის ბიზნეს მიმომხილველის მარკ ტომსონის სტატიის მიხედვით, რუსეთს ენერგიის ექსპორტიდან შემოსავალი ახლა უფრო მეტად სჭირდება, ვიდრე ოდესმე, იმ ქაოსის გათვალისწინებით, რომელიც რუსეთის ეკონომიკის სხვა სექტორებს სანქციებმა მიაყენა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ უკრაინის გავლით რუსული გაზის ტრანზიტი ევროპაში 2021 წელს თითქმის 25%-ით შემცირდა. 

Screenshot 34 2 Რატომ აგრძელებს უკრაინა ომის მიმდინარეობისას რუსული გაზის ტრანზიტს ევროპაში?
ბუნებრივი აირის მიწოდება უკრაინის გავლით.  წყარო: Bloomberg 

შეუძლია თუ არა რუსეთს ევროპაში გაზის ექსპორტი უკრაინის გარეშე?

Რუსეთს უკრაინის გარეშე ევროპაში გაზის ესპორტი შეუძლია, თუმცა, დღეის მდგომარეობით არა იმ მასშტაბის რა მასშტაბისაც უკრაინის გავლით. უკრაინის ალტერნატივად პროექტი Nord Stream 2 განიხილებოდა. Პროექტის მიხედვით, ბალტიის ზღვის გავლით, რუსული გაზი სანკტ-პეტერბურგის ოლქიდან გერმანიას უნდა  მიწოდებოდა. თუმცა მას შემდეგ, რაც რუსეთმა ლუჰანსკისა-ЛНР და დონბასის -ДНР-ის  ე. (tallahasseetimes.com) წ რესპუბლიკები აღიარა, ამის საპასუხოდ,  გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა „Nord Stream 2 -ის“ სერტიფიცირების პროცესი შეაჩერა.

Screenshot 35 2 Რატომ აგრძელებს უკრაინა ომის მიმდინარეობისას რუსული გაზის ტრანზიტს ევროპაში?
ნორდ სტრიმის გაზსადენი. წყარო: BBC

 არის თუ არა უკრაინა რუსული გაზის მომხმარებელი?

საგულისხმოა, რომ უკრაინა თავადაც არის რუსული გაზის მომხმარებელი, თუმცა, რუსეთის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიის შემდეგ, უკრაინამ შეაჩერა ბუნებრივი აირის პირდაპირი იმპორტი რუსეთიდან. 2015 წლიდან  უკრიანა გაზს დასავლელი მოვაჭრეებისგან ყიდულობს. Შესაბამისად, უკრაინა თანხას ევროპელ მოვაჭრეს უხდის და არა პირდაპირ რუსეთს. უკრაინა დღეში დაახლოებით 80 მილიონ კუბურ მეტრ გაზს მოიხმარს. 54 მილიონი კუბური მეტრის იმპორტი უნგრეთიდან, სლოვაკეთიდან და პოლონეთიდან ხდება. თითქმის იმავე რაოდენობას  ყოველდღიურად უკრაინა თავად აწარმოებს. 


Მითების დეტექტორის ლაბორატორია

დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ევროკავშირი, რუსეთი, უკრაინა
წყარო

წყარო

აა
ალტ-ინფო

წყარო

პოლ
პოლიტიკანო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist